მანანა არჩვაძე-გამსახურდია: გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან

მანანა არჩვაძე-გამსდახურდია
ფოტო: ინტერნეტი
მანანა არჩვაძე-გამსახურდია მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!
გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან, - ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია Facebook-ის გვერდზე წერს.
რორც იგი აცხადებს, ცოტნე გამსახურდია მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.
ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.
"ჩემთვის უცნობი" პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.
მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიყუპავთ შვილს , რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.
მოგიწოდებთ ყველას, მე - დედა მანანა არჩვაძე- გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასქნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R - 30-35 ' ; პულსი P - 180 '). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!!!
აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ "ექსპერიმენტს" ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.
დერეფანი სავსე იყო საავადყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მიხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი , ამივარდა ტირილი , რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა "საბაბი", რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.
ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რომოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.
მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.
P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.
ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია . პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. "მკურნალობაში" გამოსავალს ვერ ხედავდა.
დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ...
აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკაშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია... პატივისცემით მანანა არჩვაძე- გამსახურდია“ - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
ყველა სიახლე

03 დეკემბერი 2023, 12:23
რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში, მერეს უბანში, ახალი ასფალტის საფარი დაიგო
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.

03 დეკემბერი 2023, 12:11
რეგიონი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს შეხვდა.

03 დეკემბერი 2023, 11:46
LIVE ისრაელი
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დროებითი ზავის ამოწურვის შემდეგ ავია დარტყმები „ჰამასის“ 400-მდე ობიექტზე განხორციელდა
ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დროებითი ზავის ამოწურვის შემდეგ ავია დარტყმები „ჰამასის“ 400-მდე ობიექტზე განხორციელდა. ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცაჰალის სამიზნეს ძირითადად ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ობიექტები წარმოადგენს, თუმცა ისრაელის ავიაცია წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ღაზის სამხრეთ ნაწილზეც.

03 დეკემბერი 2023, 11:44
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალ ზავზე სამუშაოდ კატარში მიემგზავრება
ემანუელ მაკრონი კატარში მიემგზავრება. ამის შესახებ მან დუბაიში, კლიმატის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:35
სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ყოფილი ცოლი დაჭრა, ქმარი, კი მოკლა.

03 დეკემბერი 2023, 11:30
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ
მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესსაც, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას
„ახლა არანაირი კითხვები არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, სინამდვილეში ჩვენ ამ 9 პუნქტის შესრულება თუ გვინდა, ჯერ არჩევნები უნდა ჩავატაროთ წესიერად და ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევუდგეთ ამას. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ამ 9 პუნქტს ისეაივე წარმატებით შევასრულებთ, როგორც წინა 12 შევასრულეთ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

03 დეკემბერი 2023, 11:24
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება
ის საბოტაჟი, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რასაკვირველია გაგრძელდება, ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები
ჩვენ მზად ვართ ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები, ანუ პირობები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

03 დეკემბერი 2023, 11:12
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: მიხარია, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში - ჩვენ გვინდა ყველამ ერთად იმუშაოს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის
საქართველოში ევროკავშირის სრულ უფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

03 დეკემბერი 2023, 10:48
მსოფლიო
პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

03 დეკემბერი 2023, 10:05
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის
უკრაინა შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხად.

03 დეკემბერი 2023, 10:00
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:29
მსოფლიო
ფილიპინებში უნივერსიტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

03 დეკემბერი 2023, 09:05
საზოგადოება
93 წლის ასაკში სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა
სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

03 დეკემბერი 2023, 08:33
ტაბლოიდი
Binance-ის პოპულარიზაციისთვის რონალდუს $1-მილიარდიანი სარჩელი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.

03 დეკემბერი 2023, 08:05
კულტურა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა
House of the Dragon-ის მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოვიდა. სერიალი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

03 დეკემბერი 2023, 00:45
მსოფლიო
ფილიპინებზე 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ადგილობრივი სეისმოლოგიური სააგენტომ ცუნამის შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

02 დეკემბერი 2023, 23:55
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

02 დეკემბერი 2023, 23:25
მსოფლიო
„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა შვილის კოლეჯში მოსაწყობად თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა - ფელისიტი ჰოფმანმა სკანდალზე საჯაროდ ისაუბრა
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.