imedi /  13 მარტი 2020, 16:26 / სანდო წყარო

ანა დოლიძე: უნდა იყოს დაცული ბალანსი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ინფორმაციის უზრუნველყოფას შორის

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

იმედი მაქვს, რომ სასამართლოებში თავმჯდომარეების დისკრეციაში იქნება უზრუნველყოფილი ბალანსი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ინფორმაციის უზრუნველყოფას შორის, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში სხვადასხვა ღონისძიების გატარებას ითვალისწინებს.

„არსებობს მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც ჩადებულია ამ რეკომენდაციაში. იმედი მაქვს, ეს ამ გარკვეულ მწვავე პერიოდში მაინც უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო თავისთავად ვალდებულია, რომ იზრუნოს მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. მედიამ საზოგადოებას ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდოს, რომ ჟურნალისტების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლებაც იყოს დაცული. იმედი მაქვს, რომ სასამართლოებში თავმჯდომარეების დისკრეციაში იქნება უზრუნველყოფილი ბალანსი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ინფორმაციის უზრუნველყოფას შორის“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოში ახლა იმხელა პრიორიტეტი აქვს ამ ღონისძიებებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რეკომენდაციის გაცემა მისასალმებელია.

„თითოეული სასამართლო თვითონ იმოქმედებს, თუმცა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მოქალაქეებს, პირებს, რომლების თავს იყრიან სასამართლო დარბაზებში, გასათვალისწინებელია. თუ ეს არ არის განსაკუთრებით აუცილებელი და კანონმდებლობით სავალდებულო, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ სასამართლოში გამოცხადებისგან და სასამართლოს თავმჯდომარეებმა განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ და განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგან, რათა შევამციროთ ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე. ეს არის სწორი ქმედება და სწორია, რომ საბჭო თანხვედრაშია იმ ნაბიჯებთან, რომელიც ხორციელდება სხვა სახელმწიფო უწყებებში“, - განაცხადა დოლიძემ.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

26 ნოემბერი 2020, 11:46

COVID19

კახეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოვიდინიფიცრებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-199, თელავი -890, ყვარელი -256, ლაგოდეხი - 366, გურჯაანი-601, სიღნაღი-196, დედოფლისწყარო -277 და საგარეჯო -296.

26 ნოემბერი 2020, 11:35

COVID19

აჭარაში კოვიდინფიცირების 475 შემთხვევა დაფიქსირდა, 384 კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან 384 პაციენტი გამოჯანმრთელდა და რეგიონში სულ გამოჯანმრთელებულია - 16 712 პირი. ინფიცირებულთან რაოდენობა 475-ით გაიზარდა. რეგიონში ჯამში 6 740 კოვიდპაციენტია რეგისტრირებული.

ფრინველის გრიპი

26 ნოემბერი 2020, 11:33

მსოფლიო

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება იაპონიის მესამე რეგიონშიც დაფიქსირდა

იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 11:23

COVID19

სამეგრელოში კოვიდინფიცირების 371ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. რუხის კლინიკაში იმყოფება - 144 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80. „სენა-მედის“ კლინიკაში იმყოფება - 32 კოვიდპაციენტი. ფოთის კლინიკაში იმყოფება - 41 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 2-ია.

26 ნოემბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ბოიკოტის და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ვითარების გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასა და მის ხელმძღვანელ, ტინი კოქსზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და კიევიდან მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

26 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში - 155, იმერეთში - 219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 139, იმერეთში - 42. 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200 - თბილისში, 2 154 - აჭარაში, 265 - იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 293 თბილისში, 475 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 801 შემთხვევიდან, 1 293 თბილისში, ხოლო აჭარაში 475 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3200 ადამიანი

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

განათლება კულტურა მუზეუმი ლექცია

26 ნოემბერი 2020, 10:43

კულტურა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ქართული მუზეუმები ვიდეოლექციებს ჩაატარებენ

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები.

26 ნოემბერი 2020, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,268 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 22,268 ადამიანს დაუდგინეს, 389 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 983,588 შემთხვევა გამოვლინდა, 15,160 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 10:17

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 44,489 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 44,489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,266,705-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 524 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 135,223-ს აღწევს, ჯამში 8,7 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კახეთი ავარია

26 ნოემბერი 2020, 09:52

სამართალი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მადს მიკელსენი

26 ნოემბერი 2020, 09:49

კულტურა

„ფანტასტიკურ ცხოველებში“ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს

დეპის თქმით, მან როლზე უარი სტუდია Warner Bros-ის თხოვნით თქვა. იმის მიუხედავად, რომ მსახიობმა ფილმის მხოლოდ 1 სცენაში მოასწრო გადაღება, სტუდია მას სრულ ჰონორარს გადაუხდის.

ცესკო

26 ნოემბერი 2020, 09:31

პოლიტიკა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცესკოს ცხრა პარტიამ მიმართა

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტულ პარტიას, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“, „ლელოს“ და „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი კი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტი, მეორე მხრივ კი, დაფინანსებაზე განცხადების შევსება.

ლინას ლინკევიჩსი

26 ნოემბერი 2020, 09:07

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია, ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია

„ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

ხამძარი

26 ნოემბერი 2020, 08:49

სამართალი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ლაშა დარსალია

26 ნოემბერი 2020, 08:36

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო ტექნიკის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 08:21

COVID19

საქართველოში ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.

თოვლი

26 ნოემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.