imedi /  14 მარტი 2020, 22:21 / სანდო წყარო

საპატრიარქო: დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელი მიიღოთ საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით

ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი;

პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს. ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, - ,,უფალო შემიწყალე.“ როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა. უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე.

წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ. სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად. წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები“, - ნათქვამია საპატრიაქოს განცახდებაში.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:28

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დათვირთვა უფრო შემცირდება.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:25

COVID19

გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

„ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი არის კონცენტრირებული ევროპაში.და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ეფექტიანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტრო

26 ნოემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

აუზი დარბაზი

26 ნოემბერი 2020, 14:17

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები მუშაობას აჩერებენ

ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 31 იანვარის ჩათვლით იმოქმედებს.

26 ნოემბერი 2020, 14:16

COVID19

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ.

სავაჭრო ცენტრი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

მსხვილ ქალაქებში არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

რესტორნები

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადადიან

დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტისაქალაქთაშორისო ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადააადგილება შეიზღუდა

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

26 ნოემბერი 2020, 14:13

COVID19

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

თბილისი კომენდანტის საათი

26 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:07

საზოგადოება

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:05

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

26 ნოემბერი 2020, 13:42

COVID19

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

დისნეილენდი

26 ნოემბერი 2020, 13:19

ეკონომიკა

პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

გიორგი კანდელაკი

26 ნოემბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: არ ვიღებთ საპარლამენტო დაფინანსებას, მაგრამ ეს თანხა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა, როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

26 ნოემბერი 2020, 13:01

პოლიტიკა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ღია წერილს ავრცელებს

უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას, - ამის შესახებ ღია წერილს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

26 ნოემბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასწორია - აიღო ფული იმაში, რის კეთებასაც არ აპირებ

გამორიცხულია ჩვენ პოზიცია შევცვალოთ, ჩვენ თანხას არ ავიღებთ! - ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

ნაპოლი სტადიონი

26 ნოემბერი 2020, 12:52

სპორტი

„ნაპოლის“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სტადიონს „სან პაოლოს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ Twitter-ზე გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

სერგო ჩიხლაძე

26 ნოემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: პარტიული დაფინანსება პარლამენტში შესვლასთან არ არის დაკავშირებული

„ამიტომ ეს ბმაში არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვეკუთვნის დაფინანსება, ორჯერ მეტი იმიტომ , რომ მოგვპარეს ეს ხმები მაგრამ რაც არის ამაზე უარის თქმა იქნება საჩუქარი ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის რომ საერთოდ აღარ არსებობდეს ოპოზიციური პარტიები და ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებთ. ეს არის კანონით გაწერილი. ეს არავის ფული არ არის. ეს არ არის ივანიშვილის ან ქართული ოცნების ფული. დიახაც პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის , დიახაც, იმისთვის რომ უკეთესად გავითვალისწინოთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესები და უკეთესად შევებრძოლოთ არსებულ რეალობას და ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ ფრონტზე დაფინანსება საჭიროა პარტიისთვის და ჩვენ და კიდევ 9 პარტია დიახაც ვიღებთ ამ დაფინანსებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

26 ნოემბერი 2020, 12:51

საზოგადოება

თბილისის მერია დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრებს იწყებს

დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველ შეხვედრაზე მოქალაქეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ და პირადი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცათ.