რა ნივთებს აგროვებს და რაზე განუცდია შიში თენგიზ ცერცვაძეს - პორტრეტი "იმედის დილაში"

თენგის ცერცვაძე
ფოტო: არქივი
„ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს, ე.წ. დრამატულ მედიცინაზე. რაც დაკავშირებული იყო რისკებთან, ცნობილ თუ უცნობ ვირუსებთან, ბაქტერიებთან, გამანადგურებელ ეპიდემიებთან. ეს ჩემში ყოველთვის სპორტული აზარტის მსგავს ინტერესს იწვევდა“, - ამის შესახებბ „იმედის დილაში“ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „იმედის დილა“ თენგიზ ცერცვაძის პიროვნების უკეთ გასაცნობად მას ცენტრში ესტუმრა.
„შიშის განცდა არასდროს მქონია. კიდევ უარესი, სიფრთხილის განცდაც არ მქონია. ბავშვობასა და ახლგაზრდობაში ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს, ე.წ. დრამატულ მედიცინაზე, რაც დაკავშირებული იყო რისკებთან, ცნობილ თუ უცნობ ვირუსებთან, ბაქტერიებთან, გამანადგურებელ ეპიდემიებთან. ეს ჩემში ყოველთვის სპორტული აზარტის მსგავს ინტერესს იწვევდა და გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ასეთ კერებში ვიმოგზაურებდი და უშუალოდ მივიღებდი მონაწილეობას ინფექციებთან ბრძოლაში. ამიტომ ავირჩიე ძირითად მიმართულებად ყველაზე ეგზოტიკური და გარკვეულწილად საშიში ინფექციები, როგორიც არის შიდსი, ჰემორაგიული ცხელებები. ახლა, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გაჩნდა, არავითარი შირში. მიუხედვად იმისა, რომ ჩემი ასაკის გამო მე ვარ მაღალი რისკის ზონაში. თუ დავსნებოვდი, ძალიან დიდია რისკი, ეს კარგად არ დამთავრდეს, მაგრამ აბსოლუტურად არანაირ შიშს არ განვიცდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კარდიოლოგიაში მუშაობდა, თუმცა მალე მასში დაძლია „ჯერ შეუსწავლელის შესწავლამ“ და მუშაობა შიდსის დაავადების შესწავლის კუთხით გააგრძელა. ცნობილი პროფესორი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ საფრთხედ ონკოლოგიურ დაავადებებს მიიჩნევს, რადგან მკურნალობაში ჯერ სერიოზული გარღვევა ონკოლოგებს არ მოუხდენიათ.
სიუჟეტში თენგის ცერცვაძემ მიღებულ ჯილდოებზეც ისაუბრა, რომელიც მას მედიცინაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. კერძოდ, ცერცვაძეს მიღებული აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო.
„ამაზე უფრო დიდი ჯილდო სამედიცინო სფეოში არ არსებობს, თუ ნობელის პრემიას არ ჩავთვლით. ეს ჯილდო წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მსოფლიოში ერთი ცალი გაიცემა. ჩვენ ის მივიღეთ 2009 წელს შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა და სხვა გადამდები ინფექციური დაავადების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და პიონერული კვლევებისთვის. ამის მსგავსი დღემდე აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას მიღებული არ აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ასევე, მას 2009 წლის 24 ივლისს დედოფალ ვიქტორიას მედალი მიანიჭეს, მედიცინის დარგში „ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების კუთხით“ შეტანილი წვლილისთვის.
თენგიზ ცერცვაძემ სიუჟეტში ასევე საყვარელ კოლექციაზეც ისაუბრა. კერძოდ, მას რამდენიმე ათეული ბუს სკულპტურა აქვს. ყველაზე საინტერესო ისტორიის კი თეთრი მარმარილოს ბუა, რომელიც პროფესორს ერთ-ერთმა გავლენიანმა პაციენტმა აჩუქა.
„ეს ბუ თავის დროზე იდგა სტალინის კაბინეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მან გადაინცვლა მუზეუმში. ჩემმა პაციენტმა თავისი გავლენების წყალობით ის გამოიტანა და აქ მოიტანა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, ბრძენია თუ არა ბუ, ცერცვაძემ განაცხადა: „ვერ გეტყვით, ბრძენია, თუ არა. ჩემთან არ გამოუვლენია სიბრძნე. ბუს სუვენირული და სკულპტურული ეგზემპლარების გარდა ცოცხალი ბუც მყავდა. დიდი ჯიშის ზარნაშო, რომელიც შემდეგ ბუნებაში გავუშვით“.
ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მის საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟზეც ისაუბრა. ეს არის დონკიხოტი. პროფესორს მისი არაერთი სკულპტურა აქვს. ცერცვაძე აცხადებს, რომ ეს პერსონაჟი მას გარკვეულწილად ჰგავს. კერძოდ, მათ საერთო აქვთ: რომანტიზმი, ფანტაზიორობა, ბრძოლა სიკეთისთვის, სამართლიანობისთვის და ხშირად იმედგაცრუება.
ცერცვაძის კაბინეტში ასევე საინტერესო ისტორია აქვს თოჯინას, ფიგურა, რომელიც თენგიზ ცერცვაძეს თანამშრომლებმა 70 წლის იუბილეზე აჩუქეს. „ვიფიქრე, ეს მახინჯია და ძალიან ცუდი, თუ მე ასეთი ვარ. როდესაც პირველმა წყენამ გამიარა, პირიქით ვიფიქრე - ეს ასახავს ჩემს შინაგან ბუნებას და არის ის, რაც მე ვარ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ნამდვილი შიში კი ამერიკაში 1986 წელს რეიგანის სკულპტურასთან გადაღებულმა ფოტომ განაცდევინა, რადგან ამით მაშინდელი „კა-გე-ბე“ სერიოზულად დაინტერესდა. როგორც ირკვევა, იმ წელს ცერცვაძე ამერიკაში გამართულ მსოფლიო კონგრესში მონაწილეობდა და ფოტოც სწორედ იქ გადაიღო.
70 წელს გადაცილებული ცერცვაძე აცხადებს, რომ პროფესიული ცხოვრების გზაზე სულ მცირე 20-30 ათასი პაციენტი მიიღო. „შემიძლგანაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე
ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 22:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი“.

29 ნოემბერი 2023, 22:34
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

29 ნოემბერი 2023, 22:30
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტით პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

29 ნოემბერი 2023, 22:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

29 ნოემბერი 2023, 22:10
პოლიტიკა
პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:03
პოლიტიკა
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება
პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 21:44
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი: ნატოს მოკავშირეებს შორის დაღლილობის გრძნობა არ არსებობს, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებს შორის დაღლილობის გრძნობა არ არსებობს, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 21:35
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ევროკომისია განიხილავს "ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს, რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა. აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

29 ნოემბერი 2023, 21:33
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს და შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც უნდა აეკრძალოს
„როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

29 ნოემბერი 2023, 21:25
თავდაცვა
„თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

29 ნოემბერი 2023, 21:11
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: საქართველოს მელიორაციას სჭირდება დამატებითი ვადები იმისთვის, რომ განსაზღვრული ტარიფებიდან გამომდინარე სისტემურად გაიმართოს მთლიანად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მუშაობა
პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას - 78 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილებით, 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა. ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.

29 ნოემბერი 2023, 21:04
კულტურა
„სილკ ფექტორი სტუდიოში“ ისტორიული შოუ სპექტაკლის „უსახელო მებრძოლების“ პრემიერა გაიმართება
თეატრალურ ჟანრთან ერთად, სპექტაკლი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, საჰაერო და ცეცხლოვან შოუს, ასევე ექსტრემალურ ელემენტებსაც აერთიანებს. მაყურებელი ბენდ „ჩვენებურების“ ცოცხალ შესრულებასაც მოისმენს

29 ნოემბერი 2023, 21:01
ტაბლოიდი
ლონდონში ფილმ „ვონკას“ დახურული ჩვენება გაიმართა
ლონდონში ფილმ „ვონკას“ დახურული ჩვენება გაიმართა. ჯინ უაილდერისა და ჯონი დეპის შემდეგ, პოლ კინგის ფილმში შოკოლადის ჯადოქრის როლს ტიმოთი შალამე ასრულებს.

29 ნოემბერი 2023, 20:52
LIVE ისრაელი
ანტონიო გუტერეში: ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 20:49
რეგიონი
თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება
თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება. შესრულდება შიდა რეისები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.

29 ნოემბერი 2023, 20:42
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია უცხოურ აგენტებთან დაკავშირებულ კანონზე: ჩვენთან ლობიზმი აკრძალულია, შესაბამისად, ევროპასა და საქართველოში ერთი და იმავე კანონის მიღება ფუნდამენტურად განსხვავდება
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით თბილისსა და ბრიუსელში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ.

29 ნოემბერი 2023, 20:33
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ანაკლიაში 2024 წელს დაიწყება საზღვაო სამშენებლო სამუშაოები
მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს. საუბრისას განიხილეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება და ინფრასტრუქტურა მოკლე ვადებში აღდგება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე

29 ნოემბერი 2023, 20:26
პოლიტიკა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) მუდმივმოქმედ დელეგაციას ირაკლი მეზურნიშვილი უხელმძღვანელებს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის შედგენილობაშია 12 ქვეყნის პარლამენტი. ასამბლეის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ეკონომიკური, სავაჭრო, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარება წევრ ქვეყნებს შორის.

29 ნოემბერი 2023, 20:17
მსოფლიო
El Mundo: ნატოში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo ავრცელებს.