Imedi /  17 მარტი 2020, 12:40 / სანდო წყარო

სასულიერი პირები დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი

კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. ამ მიზნით სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევა ტარდება, რომელსაც მამა შალვა კეკელია ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.

წყალკურთხევის შემდეგ კი სასულიერო პირები ქუჩებში გავლენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

ამასთან, ტაძრებში 12:00 საათზე ზარები დარეკეს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად. „ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს. ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, - ,,უფალო შემიწყალე.“ როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც უკვე სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

27 იანვარი 2021, 03:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 02:57

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 02:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 541 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 02:22

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 02:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 410 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 410 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 413 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კამალა ჰარისი

27 იანვარი 2021, 01:58

COVID19

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41

ეკონომიკა

როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი

ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.

27 იანვარი 2021, 01:39

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეაჩერა

ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

ლევან რატიანი

27 იანვარი 2021, 00:54

COVID19

ლევან რატიანი: ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ

ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ. ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები, - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალება უნდა გახდეს.

დენგ პრავატოდუმი

27 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

კანადაში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ქალმა ლატარეაში $60 მილიონი მოიგო

გასული წლის 1-ელ დეკემბერს წყვილი ბანკში წავიდა, სადაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ პრავატოდუმს გადასახადები უნდა გადაეხადა. მისი ქმარი კი ამ დროს ბილეთებს ამოწმებდა. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.

ჰარი პოტერი

27 იანვარი 2021, 00:52

კულტურა

HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს⚡

ამ ეტაპზე კომპანია ფრანშიზის მესაკუთრე კინოსტუდიასთან Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს, სცენარისტებს ეძებს და მათთან სერიალისთვის იდეებს განიხილავს. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალურ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

ზაზა შათირიშვილი

27 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით

„დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც პროგრესი და სამართლიანობა არა მარტო საქართველოში, სამუდამოდ დასცილდა ერთი მეორეს. ვინც არის პროგრესული, მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ვინც ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ის არ არის პროგრესული. ეს კარგად ჩანს „ყვითელ ჟილეტებში“, კაპიტოლიუმის შტურმში და საქართველოში. დღეს ყოველგვარი რევოლუციური ჟესტი არის განწირული. დადგა პოსტრევოლუციური ეპოქა. რევოლუცია დამთავრდა“, - განაცხადა შათირიშვილმა.