imedi /  07 აპრილი 2020, 13:18 / სანდო წყარო

euTalk: საქართველოს მიზანმიმართულება ურყევია - მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას

2021 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი აღინიშნება, ხოლო დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უმაღლეს ნიშნულზეა 2003 წლის შემოდგომა-ზამთრის „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული უმაღლეს ნიშნულზეა - ამის შესახებ euTalk-ი წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მეორე მხრივ, საქართველოს რეგიონულ და ევროპულ ინტეგრაციას ართულებს გადაუჭრელი გაყინული კონფლიქტები (2008 წლის ზაფხულის შემდეგ რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია) და თითქმის 130 000 ლტოლვილი, რომელიც შეუერთდა 2000-იანი წლების დასაწყისში 200 000 იძულებით გადაადგილებულ პირს.

„მიუხედავად ამისა, თბილისისა და სრულიად საქართველოს მიზანმიმართულება ურყევია. საქართველოს მოქალაქეთა 80% მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას, ხოლო ქართული ოცნების მმართველმა გუნდმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი ერთგულება პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსისადმი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მოუწოდა ევროპას საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ და განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება და მეტი ჩართულობა ჩვენი პარტნიორებისგან ევროკავშირსა და ნატოში როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო განზომილებაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ განზომილებაში“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ჟურნალისტი წერს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს უშუალო სამეზობლოში შესაძლებელი ჩანდა სამხრეთ კავკასიის ფარგლებში რეალური ინტეგრაცია. ამ მიზნის ლეგიტიმაციას ზურგს უმაგრებდა ზრდის მაღალი მაჩვენებლები, საერთო საჭირბოროტო საკითხები ევროპისკენ მიმავალი ბუნებრივი აირის და ნავთობის მილსადენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე მოსკოვისგან დისტანცირების საერთო სცენარი. თუმცა დღემდე არც ეს ინტეგრაცია განხორციელებულა.

„სწორედ სამხრეთ კავკასიაში ინტეგრირებული სივრცის არარსებობაში (მიუხედავად მისი აშკარა სტრატეგიული აუცილებლობისა) იჩენს თავს ანაქრონისტული რეალობა, ანუ საერთო ბედი, საერთო მომავალი, რომელიც „მძევლად შეიძლება აიყვანოს“ ნეგატიურმა ისტორიულმა მემკვიდრეობამ ამ არსებითად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც ახალი „დიდი თამაშის“ ეპიცენტრში მდებარეობს. ასევე, ევრაზიის კონცეფციის გამოჩენა დღეს იქცა მთავარ თემად ევროკავშირს, ნატოს, რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების დაბალანსებისკენ მიმართულ მცდელობებში.

ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის გადახალისების ინიციატივა, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში რომელიც ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ 2016 წლის 18 ნოემბერს წარადგინა, მაინც შეიცავს ახალ პერსპექტივებს და უნიკალურ შესაძლებლობას კავკასიის მნიშვნელობის ხაზგასმის მხრივ როგორც საფრანგეთში, ისე ბრიუსელში, ასევე მითითებას, თუ რატომ უნდა განიხილონ სამხრეთ კავკასია, როგორც სტრატეგიული რეგიონი ევროპის სამეზობლოში. ამ პოსტზე მოგერინიმ მემკვიდრემ, ჯოზეპ ბორელიმ უკვე დაადასტურა ამ პოლიტიკის გაგრძელება, რადგან სამხრეთ კავკასია იძლევა ევროპასთან თანამშრომლობის ახალი დინამიკის შესაძლებლობას.

მართლაც, უფრო ადრე, 2009 წლის მაისში, აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნამ, რომლის ფარგლებშიც დაიწყო სიღრმისეული დიალოგი ევროკავშირსა და მის 6 აღმოსავლელ მეზობელს შორის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი), შედეგად მოიტანა მდგრადი ურთიერთობები და ახალი დინამიკა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში. ერთი მხრივ, პოლონეთს, გერმანიასა და საფრანგეთს და, მეორე მხრივ, ვიშეგრადის ჯგუფის ფარგლებში (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი) სტრატეგიული დიალოგის განახლება ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ევროპის თავდაცვის „გაფართოება“ და „უსაფრთხოებისა და ნდობის არქიტექტურა“, რომლის შეთავაზებასაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გეგმავს რუსეთი პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის, მიზნად ისახავს ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის უკეთ განსაზღვრას, რომელსაც დე ფაქტო გავლენა აქვს მის უშუალო სამეზობლოზე. რუსეთთან სტაბილური და პრაგმატული ურთიერთობების ქონა სასურველია როგორც ევროკავშირისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის - პირველ რიგში, საქართველოსთვის. ბატონი მაკრონი არც „მარიონეტია“ და არც „გოშია“: იგი აკრიტიკებს პუტინს იქ, სადაც ეს საჭიროა, მაგრამ, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ პროვოკაცია არასასურველია და არაპროდუქტიული. ქართული ოცნების ხელისუფლება მსგავს მიდგომას იყენებს. ახლახან პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს „დადასტურებული ერთგულება დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნების მიმართ აქცევს მას არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედად ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში“.

იქნება ეს ევროპული ინტერვენციის ინიციატივა, რომელიც 2017 წლის ივლისიდან თავს უყრის ევროკავშირის 13 წევრ სახელმწიფოს, თუ მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობა (ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფო და 17 საპილოტე პროექტი) - ნუთუ არ წარმოადგენს საქართველო სანდო პარტნიორს, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას ევროპელებსა თუ ნატოს წევრ ქვეყნებს, როცა საქმე ეხება, მაგალითად, ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას? ნეტავ, ყველა ევროპელი მოკავშირე იყოს ისეთი სანდო, როგორიც საქართველოა.

ეჭვს არ იწვევს ის, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ქართული ოცნების მთავრობა მოუსმენს ყველას, ვინც მხარს უჭერს (ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული გამოცდილების მქონე) ქართველ მებრძოლთა აქტიურ მონაწილეობას საჰელში შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ისევე, როგორც სამხრეთ კავკასია, ეს რეგიონი მომდევნო წლებში დარჩება როგორც საფრანგეთის, ისე ბრიუსელის სტრატეგიული ინტერესების პრიორიტეტულ სივრცედ“, - წერია სტატიაში.

ყველა სიახლე

ანგელა მერკელი

20 აპრილი 2021, 16:29

მსოფლიო

ანგელა მერკელი: რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, თუმცა დიალოგი უნდა განვაგრძოთ

ალექსეი ნავალნის დევნა და უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობებს არსებითად აუარესებს, თუმცა ამ პირობებშიც საჭიროა დიალოგის შენარჩუნება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

20 აპრილი 2021, 16:29

COVID19

ინდოეთში 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაციას დაიწყებენ

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია 1-ლი მაისიდან დაიწყება. ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინაცია 45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის იყო ხელმისაწვდომი. როგორც ინდოეთის ხელისულფელბა განმარტავს, იმუნიზაციის სამიწნე ჯგუფის გაფართოების უმთავრესი მიზეზი რთული ეპიდვითარებაა; საავადმყოფოები გადავსებულია, დეფიციტშია საწოლები და ჟანგბადის მარაგები.

20 აპრილი 2021, 16:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ დაასახელა, რომელი ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა პირველი საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 16:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ორი დღეა ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, სექტორი უკვე გაფრთხილებულია და მზაობა არის

„დამატებითი საწოლფონდის მობილიზება არ ჩაითვალა საჭიროდ. ჩვენ დღესაც ვთვლით, რომ მივდივართ თანმიმდევრული ნაბიჯებით. სწორედ მაშინ, როდესაც ეს საჭირო ხდება, გვაქვს ინდიკატორები ჰოსპიტალურ სექტორში და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ორი დღეა, რაც ეს ინდიკატორები მიგვითითებს, რომ საჭიროა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. სექტორი არის უკვე გაფრთხილებული და მზაობა სექტორის მხრიდანაც არის. დადგენილებაში შევა დამატებითი ცვლილება, რის შედეგადაც მივიღებთ გაფართოებულ საწოლფონდს, რაც ამ კონკრეტული ეპიდვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

20 აპრილი 2021, 16:15

კულტურა

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ იხსნება. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში - ვერ მოხვდნენ

ბოკერია, უგულავა, ბურჯანაძე, კაპანაძე და ა. შ. ერთადერთი უმარტივესი მიზეზით არ შედიან პარლამენტში, ისინი უბრალოდ არ არიან პარლამენტის წევრები, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლევან ნიკოლეიშვილს თავისი მოსაზრება აქვს ასევე ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის შესახებაც.

20 აპრილი 2021, 16:09

პოლიტიკა

შარლ მიშელი: დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება.

თამარ ტალიაშვილი

20 აპრილი 2021, 16:04

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია

გასულ წელს, საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ, 12-ზე მეტი წლით დაატყვევა ზაზა გახელაძე. ეს ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ფუნდამენტური უფლებების, ასევე თავისუფლებების უხეში დარღვევის. ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 15:52

პოლიტიკა

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. შეხვედრის შემდეგ ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მარინა კალიურანდი

20 აპრილი 2021, 15:50

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მათ, ვინც შეთანხმებაზე ხელმოსაწერად არ მივიდა, შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად

მე დავინახე ცერემონიაზე, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო. ვინც გუშინ არ მივიდა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ან ამ დრომდე აჭიანურებენ შეთანხმებას შეუერთდნენ, ისინი პირდაპირ გეტყვით არიან უმცირესობაში. მათ უკვე ნებისმიერი რამ შეუძლიათ თქვან, ნებისმიერი რამ მოიმიზეზონ სახის გადასარჩენად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც საბოლოო ჯამში შეთნხმებას შეუერთდებიან და პარლამენტში შევლენ, მაგრამ ახლა ამას უკვე იმხელა დატვირთვა და მნიშვნელობა აღარ აქვს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განუცხადა და შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის გაფორმება შეაფასა.

20 აპრილი 2021, 15:50

სამართალი

მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, კაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.

თამარ გაბუნია

20 აპრილი 2021, 15:47

COVID19

თამარ გაბუნია: ფართო მასშტაბის ლოკდაუნზე საუბარი არ არის

„დღეს მთავარი რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია და ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. სხვა დამატებით შეზღუდვების ბრძანებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 15:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერის მეთაურობით ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე“.

ეკატერინე ტიკარაძე

20 აპრილი 2021, 15:36

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: 1700-მდე ადამიანს ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა

დღესდღეობით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ უკვე 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საჭიროა მეტი აქტიურობა.

20 აპრილი 2021, 15:24

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, შალვა შავგულძე და პარტია „ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტის ხელმომწერთა რიგებს შეუერთდნენ.

20 აპრილი 2021, 15:18

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურითა და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მოწყობილობის ქსელში ჩართვა.

ზაალ უდუმაშვილი

20 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირ შეთანხმებას არ განვიხილავთ

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისულები მათ პოზიციას გააცნობენ.

20 აპრილი 2021, 15:08

პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

20 აპრილი 2021, 15:00

რეგიონი

მაშველებმა თრუსოს ხეობაში კაცი გადაარჩინეს

შეტყობინების მიღებისთანავე, კაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხერხდა კაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

20 აპრილი 2021, 14:59

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი.