imedi /  10 აპრილი 2020, 10:37 / სანდო წყარო

Atlantico: საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებულია - წერს ამის შესახებ Atlantico სტატიაში, სათაურით `ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.

სტატიის ავტორის ბრუნო ალომარის თქმით, ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შეფასებები და ცხადყოფს, რომ საქართველოში კარდინალურად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი.

„თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო. უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)” - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, წარსულის და საქართველოს ხელისუფლების სურვილების გარდა, რასაც პრო-ევროპული მოსახლეობაც აჟღერებს, ასევე ევროკავშირის მომავლის წინასწარ განსჯის გარეშე, ნიშანდობლივია დავაკვირდეთ ისეთი ქვეყნის მიღწევებს, როგორიც საქართველოა. ეს მიღწევები საკმაოდ სასიამოვნოა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 10:23

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ.

13 აპრილი 2021, 10:15

პოლიტიკა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 10:10

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება 45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი“ წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.

13 აპრილი 2021, 10:08

ეკონომიკა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 09:50

COVID19

ვირუსის თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი გაძლიერდა

N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.

13 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 აპრილს ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი და წვიმა, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნიკა მელია

13 აპრილი 2021, 09:08

სამართალი

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

13 აპრილი 2021, 09:00

საზოგადოება

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.

13 აპრილი 2021, 08:48

COVID19

საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება

საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ოფიციალურ პორტალზე ჩაეწერონ.

13 აპრილი 2021, 08:20

რეგიონი

ნამოხვანთან, მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს მეოთხე დღეა ეძებენ

მდინარე რიონში გაუჩინარებულ კაცს უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაო მდინარე რიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება.

13 აპრილი 2021, 08:00

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არ არსებობს მათზე მორგებული ინფრასტრუქტურა, ამ ცვლილების შემდეგ, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, განათლება ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მიიღონ.

პრინაკა ჩოპრა ჯონასი და ნიკ ჯონასი

13 აპრილი 2021, 00:55

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტოგალერეა

საღამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა, თუმცა წამყვანები და ის ვარსკვლავები, რომლებიც ნომინანტებსა და გამარჯვებულებს აცხადებდნენ ალბერტ ჰოლში შეიკრიბნენ. მათი ჩაცმულობა ტრადიციულად მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ლაშა ტალახაძე

13 აპრილი 2021, 00:53

სპორტი

ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა

ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა. მას აეროპორტში კულტურის მინისტრის მოადგილე, ოჯახის წვერები, გულშემატკივრები, პატრიარქის ჩოხოსნები, პარლამენტის წევრები დახვდნენ. მან სამი ოქროს მედალი მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

დმიტრო კულება

13 აპრილი 2021, 00:51

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეიძლება ისეთი ფაზა დადგეს, როდესაც შეშფოთების გამოთქმა საკმარისი არ იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობის ქმედებები იმაზეა მიმართული, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი ესკალაციის უგუნურება გააგებინონ.

დუეინ ჯონსონი

13 აპრილი 2021, 00:44

მსოფლიო

დუეინ ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ მომავალში აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

„არ მგონია, ჩვენს დამფუძნებელ მამებს წარმოედგინათ, რომ მათ კლუბს ორმეტრიანი, მელოტი, სვირინგებიანი, ნახევრად შავკანიანი, ნახევრად სამოელი, ტეკილას მსმელი და პიკაპის მფლობელი შეუერთდება. მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება გემსახუროთ“, - დაწერა ჯონსონმა.

13 აპრილი 2021, 00:32

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 54 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 54 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 243 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 00:25

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა კატეგორია შესაძლოა, აცრან ბინაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სერვისის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების სახლიდან გაუსვლელად აცრა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ.

ამირან გამყრელიძე

13 აპრილი 2021, 00:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე

„29 აპრილს გამდის ის 4-თვიანი, ანუ 120-დღიანი ვადა. შემდეგ აღდგომაა. ვეცდები, რომ აღდგომის შემდგომ, პირველივე დღეებში ავიცრა. არ ავიცრები ისეთი ვაქცინით, რომ სალაპარაკო გახდეს მოსახლეობისთვის. ავიცრები როგორც რიგითი მოქალაქე, რაც მას ეკუთვნის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანტონიო გუტერეში

13 აპრილი 2021, 00:20

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: პანდემიასთან ბრძოლამ მულტილატერალიზმის წარუმატებლობა ცხადყო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლამ მულტილატერალიზმის წარუმატებლობა ცხადყო.

ბორის ჯონსონი

13 აპრილი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი სახლს აქირავებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოქსფორდშირის საგრაფოში კოტეჯს აქირავებს. ამის შესახებ DailyMail წერს. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების პროტოკოლის გამო მიიღო. კოტეჯი თვეში 4 2 00 ფუნტად ქირავდება.