imedi /  12 აპრილი 2020, 01:17 / სანდო წყარო

კაცის მიერ მეთორმეტე სართულიდან გადაგდებული ძაღლის მდგომარეობაზე ვიდეო ვრცელდება

ძაღლს, რომელიც მე-12 სართულიდან ახალგაზრდა კაცმა გადმოაგდო დღეს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას და ვიდეოს ცხოველის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზბარაშვილი ავრცელებს.

„დღეს 11 აპრილს მენჯის დამსხვრეული ძვალი რკინის ღეროზე ააწყო ექიმმა ალიკა ქანაშვილმა კლინიკა „აიბო“-ში. ერთ თვეში მენჯის ძვალი შეხორცდება და კლინიკაში მინი ოპერაციით რკინის ღეროს ამოუღებენ“, - წერს ელიზბარაშვილი.

ექიმების რჩევით, ძაღლმა ნაკლები სტრესი რომ მიიღოს, სჯობს პოსტოპერაციული პერიოდი პატრონთან გაატაროს. ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ ძაღლის მფლობელს, ცხოველის წაყვანა არ სურს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელმაც ბორჯომში მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდო, სასამართლომდე ხელწერილით გათავისუფლდა.

9 აპრილს ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა კაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 20:00

რეგიონი

ქობულეთში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

,,სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის ფარგლებში, მოგვცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა პოლიციის დღე

31 მაისი 2020, 19:44

კულტურა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვირტუალური გამოფენა „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“ მოამზადა

ექსპოზიციაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს-ს საქმიანობს ამსახველი ფოტო მასალაა წარდგენილი.

დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 19:26

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ლონდონსა და ბერლინშიც გაიმართა

ამერიკელ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანმა გამოხატა. ლონდონში დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

31 მაისი 2020, 19:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება კორონავკირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1 936 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო ფრაოდენობა 274 762-მდე გაზარდა.

31 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

31 მაისი 2020, 18:54

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 494 შეადგინა. დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 428 პაციენტი.

ბრაზილია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:38

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით საფრანგეთსაც გადაუსწრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსისგან 956 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყანაში ვირუსს 28 834 პაციენტი ემსხვერპლა.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 18:28

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: შუახევიჰესის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა

თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, ენერგოპროექტი შუახევიჰესი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევიჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 18:20

ტექნოლოგიები

Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე მიუერდა.

ესპანეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:06

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით მიმართა

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვები პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად არის საჭირო. პარლამენტი სანჩესის თხოვნას ოთხშაბათს განიხილავს.

ნიუ-იორკი დემოსნტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 17:49

მსოფლიო

ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის 340 მონაწილეზე მეტი დააკავეს

დემონსტრაციის მსვლელობისას 33 სამართალდამცველი დაშავდა, რამდენიმე მათგანი სერიოზულად. ოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრანებმა პოლიციის 48 მანქანა გაანადგურეს.

რომის პაპი ფრანცისკე

31 მაისი 2020, 17:31

COVID19

რომის პაპის თქმით, პანდემიის დროს ადამიანების გადარჩენა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია

„ადამიანების გადარჩენაა მნიშვნელოვანი და არა ფულის შენახვა და ეკონომიკის დახმარება, ადამიანების გადარჩენა, რაც ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი არა“, - განაცხადა პონტიფექსმა.

ისანი

31 მაისი 2020, 17:25

სამართალი

ისანში კაცი დაჭრეს

უჯარმის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 17:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი ძალიან არის დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

31 მაისი 2020, 17:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგეტიკის განვითარება ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთადერთი გზაა

ასეთი მაღალი სტანდარტისა და სუფთა ტექნოლოგიებით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც კიდევ შემოგვემატება უახლოეს წლებში, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ასეთ პროექტებს და ყოველთვის დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შუახევი ჰესის კასკადის მონახულების შემდეგ.

31 მაისი 2020, 16:47

COVID19

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. pcr ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

31 მაისი 2020, 16:44

რეგიონი

ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან ახლოს შველი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შესული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

31 მაისი 2020, 16:44

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ზე შური უნდა ვიძიოთ

ვაშინგტონის მიმართ თეირანის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შური უნდა ვიძიოთ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის ახალმა სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა. მისივე თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს და კომპრომისებზე წასვლას უსარგებლოდ მიიჩნევს.

სალომე ზურაბიშვილი

31 მაისი 2020, 16:42

საზოგადოება

პრეზიდენტი: პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“,- ნათქვამია ზურაბიშვილის მილოცვაში.

კორონავირუსი ირანი

31 მაისი 2020, 16:29

COVID19

ირანში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 7 797-მდე გაიზარდა.