imedi /  17 აპრილი 2020, 14:37 / სანდო წყარო

აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში მწუხრის ლოცვა ტარდება

მამა იოანე გორელიშვილი

მამა იოანე გორელიშვილი

აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში მწუხრის ლოცვა მიმდინარეობს.

ბათუმის ღვისმშობლის შობის ტაძარში მრევლი, სტიქაროსნები და მგალობლები პირბადეებით არიან. მკაცრად დაცულია დისტანცია.

ახალ შეზღუდვებზე კომენტარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, მამა იოანე გორელიშვილმა გააკეთა.

მამა იოანე აცხადებს, რომ მრევლი ტაძარში ფეხით მოვა, მაგალითისთვის საკუთარი გამოცდილება მოიყვანა. მისივე თქმით, ტაძრში ფეხით მივიდა და ამით განსაკუთრებული ამაღლება იგრძნო.

„მრევლი ისევე როგორც მე პირადად, ნახევარი საათით ადრე გამოვედი სახლიდან და მოვედი ტაძარში ფეხით. როდესაც მოვდიოდი, ვფიქრობდი იმაზე, რომ ქრისტემ ჩვენს გამო გოლგოთის გზა გაიარა ჯვრით მხარზე და შემდგომ ჯვარზე გაეკრა მთელი სამყაროს ცოდვებისათვის. ეს რაღაცნაირად, ჩემს სულიერ მდგომარეობას ამაღლებულს ხდიდა და ამაში დავინახე რაღაც დადებითი. ასე, რომ მრევლასც შეუძლია ფეხით მოვიდეს. მით უფრო ბათუმი არ არის მაინცდამაინც დიდი ქალაქი და არ არის რთული უახლოეს ტაძრამდე მიხვიდე. მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეებში აუცილებელია პირბადის გაკეთება. ჩვენთანაც სტიქაროსნებს, მგალობლებსაც, მედავითნესაც, მრევლსაც ვინც დგას ყველას უკეთია პირბადე. მეც პირბადით ვარ. ჩვენც მივიღეთ ეს ზომები და პირბადეებით ვართ," - განაცხადა მამა იოანემ.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 11:19

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 362 211 შემთხვევა დადასტურდა.

ედი სატონი

25 მაისი 2020, 11:19

სპორტი

ამერიკელი მწვრთნელი ედი სატონი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სატონმა სახელი საუნივერსიტეტო გუნდებთან მუშაობით გაითქვა. ის სხვადასხვა დროს სამხრეთ აიდაჰოს, კრაიტონის, კენტუკის, არკანზასის, სან-ფრანცისკოს და ოკლაჰომა-სტეიტის საუნივერსიტეტო გუნდების თავკაცი იყო. 2011 წელს ედი სეტონი სტუდენტური კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

25 მაისი 2020, 11:17

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

25 მაისი 2020, 11:13

COVID19

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.

25 მაისი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-მა ბრაზილიას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ პირების შესვლა აკრძალა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნდენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა. ახალი რეგულაცია 28 მაისიდან ამოქმედდება.

25 მაისი 2020, 11:04

საზოგადოება

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

25 მაისი 2020, 10:59

მსოფლიო

საბერძნეთში დღეს კვების ობიექტები გაიხსნება

საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები განაახლებენ მუშაობას. დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს. საბერძნეთში კოვიდ-19-ის 2 878 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 171 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 374 პაციენტი.

25 მაისი 2020, 10:59

COVID19

მისისიპიში COVID-19 დაუდასტურდა ორ სტილისტს, რომლებიც 140-მდე კლიენტს მოემსახურნენ

მისისიპის შტატში კორონავირუსი კიდევ ერთ სტილისტს დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ქალაქ სპრინგფილდ-გრინის სილამაზის სალონში 56 კლიენტს მოემსახურა. მანამდე COVID-19 კიდევ ერთ მისისიპელ სტილისტს დაუდგინდა.

გონსალო იგუაინი

25 მაისი 2020, 10:56

სპორტი

„იუვენტუსი“ იგუაინში €18 მილიონს ითხოვს

ცნობილი ხდება თანხა, რომელსაც ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინში ითხოვს. კლუბს არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა 18 მილიონ ევროდ სურს. ფორვარდით „ნიუკასლი“ და „რივერ პლეიტი“ არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს ბუენოს-აირესულ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, „რივერ პლეიტს“ 18 მილიონი ევროს გადახდის ფუფუნება არ აქვს.

რეზო გაბრიჩიძე

25 მაისი 2020, 10:46

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ. შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის“ რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:46

COVID19

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა

„მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება“.

25 მაისი 2020, 10:43

სპორტი

„ბატემ“ ბელარუსის თასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „ბატე“ ბელარუსის თასის მფლობელი მეოთხედ გახდა. ბორისოველებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბრესტის „დინამო“ 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, კომპენსირებულ დროში კი ზახარ ვოლკოვმა „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

25 მაისი 2020, 10:40

COVID19

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს 3 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან

ჩვენი კლინიკის კოვიდ სივრცეში 46 პაციენტია განთავსებული. მათგან 11 არის არასრულწლოვანია. 34 არის დადასტურებული კოვიდი. საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის ანუ საყურადღებო. ამ ეტაპზე რეანიმაციაში პაციენტი არ გვყავს - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს. „ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში. დღეს კიდევ 5 ანალიზის პასუხს ველოდებით საიდანაც 3 განმეორებითია“ - განაცხადა იშხნელმა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა

ინფიცირებული პაციენტებიდან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული წილი 72%-ია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ამ დროისთვის 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და ეს მხოლოდ 26%-ია დადასტურებული შემთხვევებიდან. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, უკვე თითქმის 2-ჯერ მეტია მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებზე“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

25 მაისი 2020, 10:34

საზოგადოება

26 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

გიორგი გახარია

25 მაისი 2020, 10:20

პოლიტიკა

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ორჯერ წარდგება

კოვიდ ანგარიშს პრემიერი პარლამენტს, სამთავრობო კაბინეტის წევრებთან ერთად გააცნობს. მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან კანონმდებლების კითხვებს არა მხოლოდ უკვე გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ სამომავლო გეგმების შესახებაც უპასუხონ, მათ შორის, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ.

ჯასინდა არდერნი

25 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

ახალი ზელანდიის პრემიერის პირდაპირ ეთერში ჩართვისას მიწისძვრა მოხდა. ვიდეო

ახალ ზელანდიაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დილის გადაცემას სტუმრობდა. პრემიერმა, მიუხედავად მიწისძვრისა, ინტერვიუს გაგრძელება ისურვა და თქვა, რომ საფრთხეს არ ელოდა, რადგან მის ზემოთ რაიმე სანათი არ იყო ჩამოკიდებული.

25 მაისი 2020, 10:16

COVID19

ევროპის საბჭოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება

ევროპის საბჭოს ექსპერტები აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება. მათი თქმით, მსგავსი იარაღი შესაძლოა, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გამოიყენონ. „პანდემია COVID-19 აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადია თანამედროვე საზოგადოება ვირუსული ინფექციების მათი მიმართ“, - ნათქვამია საბჭოს კონტრტერორიზმის კომიტეტის განცხადებაში როგორც ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტები ამბობენ, კორონავირუსმა აჩვენა, თუ რამდენად დაუცველია სამყარო მსგავსი ინფექციების წინაშე. ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფება მსგავსი იარაღის გამოყენებით „ექსპერიმენტებს“ უკვე ატარებს.

25 მაისი 2020, 10:11

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.