imedi /  22 აპრილი 2020, 17:59 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“: აგრესიულმა ოპონენტებმა უკადრებლის კადრებაში საკუთარ თავსაც კი აჯობეს და უწყინარ, პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, მათი მხრიდან, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა მოჰყვა

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის Tik Tok-ზე გამოჩენას ეხება. საუბარია ბერა ივანიშვილის ვიდეოზე, რომელიც მან მამასთან ერთად გადაიღო. განცხადებას imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის “ტიკტოკ” პლატფოემაზე განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით.

ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებელის კადრებაში, იკადრეს, ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ - მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რახან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების მანძილზე მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.

თუმცა, ვინაიდან ოპონენტები ჯიუტად და აგრესიულად ცდილობენ, კრიტიკის ეს სრულიად აბსურდული ხაზი განავითარონ, თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, რათა ერთი სამუშაო დღის მაგალითზე ვაჩვენოთ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.

მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ საათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ამ თათბირზე განიხილული იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ: განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.

„მის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.

ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკურ დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.

მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს, საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.

ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც. ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.

საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.

უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ქონდა - ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთად “ნაციონალურ მოძრაობასაც” მიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებებს აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა.

აი, სწორედ ეს ხალხი აკრიტიკებს და ვერ ეგუება დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ოპტიმიზმს.

დიახ, დღეს, ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი.

მათ ხომ ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა, იმიტომ რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.

თუმცა საბედნიეროდ, დღეს მათ არავითარი შანსი არ აქვთ, შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას. რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ელის მსოფლიოს და საქართველოს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სრულ მზადყოფნაშია ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, აქვს ქვეყნის მომავლის რწმენა და გამარჯვების, ფაქტებით დასაბუთებული იმედი“- წერია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

რამადან შალაჰი

07 ივნისი 2020, 08:11

მსოფლიო

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი რამადან შალაჰი გარდაიცვალა

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი, რამადან შალაჰი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა გარდაიცვალა. შალაჰი ისლამურ ჯიჰადს 1995 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის მთავრობების მიერ.

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2020, 00:42

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩინეთი მსუქანი ბიჭი

07 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჩინეთში კარანტინის შემდეგ ბიჭს ფორმის შეკვრა გაუჭირდა და ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ვიდეო

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო კარანტინში 4 თვე გაატარეს და ამ დროის განმავლობაში ბევრ მათგანს ტანსაცმლის ზომა შეეცვალა. ერთი ბიჭი ადგილობრივი სოცქსელების გმირი გახდა, მას შემდეგ რაც Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი) აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ის სასკოლო ფორმის ჩაცმას ცდილობს.

07 ივნისი 2020, 00:21

ტაბლოიდი

კრიშტიანო რონალდუმ ​მდიდრული ვილა იყიდა. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში თავისი ახლად შეძენილი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.

ლონდონი

07 ივნისი 2020, 00:05

მსოფლიო

ლონდონში ანტირასისტული აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, დაუნინგ სთრითზე დემონსტრანტების პატარა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. თავის მხრივ, პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.

06 ივნისი 2020, 23:46

მსოფლიო

შეზღუდვების მიუხედავად, პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ვიდეო

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ანტირასისტული აქციების ჩატარება აკრძალა. ამის მიუხედავად, პარიზის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ.

06 ივნისი 2020, 23:16

COVID19

სომხეთში, პენიტენციურ სისტემაში СOVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.

06 ივნისი 2020, 23:10

თემა

რა არის SPF-ი? იცავს თუ არა ის ადამიანს კიბოსგან და დღეში რამდენჯერ არის საჭირო მისი წასმა?

მზის აბაზანა მხოლოდ D ვიტამინს, კარგ განწყობასა და ლამაზ რუჯს არ გულისხმობს. ამ ყველაფრის პარალელურად ნაადრევი ფოტოსიბერე, იმუნური სისტემის აქტიურობის დაქვეითება, კატარაქტისა და კანის კიბოს განვითარების რისკი დგას. ამის მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 23:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტი არ ჩამოვა, თუ ორი კვირა კარანტინში გააჩერე

თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ წავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა

ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კორონავირუსს სეზონური ბუნება.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივნისი 2020, 21:48

COVID19

სომხეთში ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება

სომხეთში, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს ის.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდნა ლოგიკური იყო. „ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა, იმის გამო, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დმანისი

06 ივნისი 2020, 21:06

საზოგადოება

დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

40 წლის შემდეგ პირველად, დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი) მოსახლეობას სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:56

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 20:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ტურიზმის ინდუსტრია იქნება მზად, რომ უსაფრთხოდ უმასპინძლოს სტუმარს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მირტაგი ასადოვი

06 ივნისი 2020, 20:28

სამართალი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუსში გამოკითხეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხეს. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შეიხ მირტაგი ასადოვს აცხადებს, უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, რას ეხებოდა კითხვები.