imedi /  23 აპრილი 2020, 14:40 / სანდო წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და დაწესებული შეზღუდვების შერბილებისკენ მოუწოდა, რათა აუცილებელი აგროსასურსათო პროდუქტების წარმოება შეძლონ. როგორც ასოციაციის მიმართვაშია აღნიშნული, ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა უკიდურესად გართულებულია.

„კარგად გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც ნომერ პირველი პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის. ასევე, ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რაც საქართველოს მთავრობამ გასწია, რათა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი გვქონოდა ქვეყანაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის გაჩერებამ შეიძლება მიგვიყვანოს მეორე საფრთხის წინაშე - რასაც სურსათის დეფიციტი და სიღარიბის ზრდა ჰქვია.

მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას გააჩნია გარკვეული ვადები, მათ შორის კი საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რათა ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის აგრარული კულტურების წარმოება მოხდეს. ეს პერიოდი ახლა დგას, და 2-3 კვირაში დასრულდება. ამიტომ, ფერმერებისათვის თითოეულ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ, 21 აპრილს გამოაცხადა, რომ ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა გახანგრძლივდა 27 აპრილის ჩათვლით. 22 აპრილს კი გამოცხადდა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ. კონკრეტულად კი ფერმერებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

მოხარულები ვართ ფერმერებისთვის ასეთი გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რაც საჭიროებს დროულ რეაგირებას. მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგრო-საშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:

• ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისათვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.

• ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.

• შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით 2 საათი და საღამოს 1 საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგრო-ღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში. ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

1) ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე). ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას.

• ასევე, იმ 4 დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა.

2) ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოთიც, ისე რომ ეს ემთხვეოდეს აგრო-საშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ საშუალება ჰქონდეთ, რომ რეალურად აწარმოონ აგრო-სამუშაოები.

სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისათვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი აგრო-სასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 18:36

კულტურა

თეა წულუკიანმა ქუთაისში სამი თეატრი მოინახულა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან, ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისში სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 18:34

რეგიონი

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და 21 მიკრო რაიონში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის რამდენიმე უბანში, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

15 აპრილი 2021, 18:30

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:27

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.

პაატა ცინცაძე

15 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

პრემიერის დავალებით ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

არმენ სარქისიანი

15 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ქართველ კოლეგას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 18:14

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ვხედავთ ღია მოწოდებებს, მოთხოვნებს, ულტიმატუმებს, რომლებსაც ჰესთან არანაირი კავშირი არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაიძაბა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდნენ ღიად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასოცირდებიან რუსეთთან და რუსეთიდან ფინასდებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დიალოგისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება - მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

ნინო ველთაური

15 აპრილი 2021, 17:57

რეგიონი

ნინო ველთაური: ბათუმში, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგინილი, - ამის შესახებ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

15 აპრილი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,317 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,317 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 294,211 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,045 ადამიანი. ვირუსისგან 257,942 პაციენტი განიკურნა.

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერცერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.