imedi /  25 აპრილი 2020, 15:25 / სანდო წყარო

შალვა კეკელია: სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ

დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელ facebook-ზე სტატუსი დაწერა, სადაც მან საზოგაოდოების გარკვეულ ნაწილს ზიარების საიდუმლოზე, კომენტარის გაკეთებისგან, თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “ თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო... შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!! - წერს დეკანოზი შალვა კეკელია.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 14:06

სამართალი

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

„2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე - „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას. საქმე შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას. შედეგად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

02 ივლისი 2020, 13:59

სამართალი

რატი იონათამიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი უნდა იყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება. „როდესაც მომჩივან მხარეს აქვს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა და ამ სამართლიანობის აღდგენა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი და ძალიან კარგი პრაქტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:52

პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი: მიუხედავად არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების ყველა შესაძლო მცდელობისა, არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება

საქართველოს საარჩევნო სისტემის წარმატება აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ და ეს არის გარანტია იმისა, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომელიც შეიძლება რუსეთს ან არამეგობრულად განწყობილ სხვა სახელმწიფოებს ჰქონდეთ, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

02 ივლისი 2020, 13:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს

ტესტირების გაზრდასთან ერთად, გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა, ერთნიშნა ციფრს არ აცილებია. ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია, ივნისში 1800 იყო დღის განმავლობაში. გუშინწინ 3000 გვქონდა, 2800 -მდე გუშინ. მთავრობის დადგენილებით, გაიზრდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის გადამოწმების სიხშირე ანუ პერიოდულობა შემცირდა ერთ კვირამდე. ახლა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

02 ივლისი 2020, 13:48

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ნუნუ მიცკევიჩი

02 ივლისი 2020, 13:45

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ პირბადის მოხსნის უფლება მხოლოდ მერხებთან ექნებათ

„ვთხოვთ თითოეულ გამოსაცდელ პირს და გამოცდაში მონაწილეს, მიიღონ მხედველობაში, რომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც უკვე განსაცდელი პირი განთავსდება სამუშაო მაგიდასთან და მას გამოცდის წესიდან გამომდინარე საუბრის საშუალება არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება უფლება მოიხსნას პირბადე“, - განმარტა მიცკევიჩმა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: WizzAir-ი არსად მიდის, ის რჩება საქართველოში და მოემსახურება ქართველ მგზავრებს ხელმისაწვდომ ფასებში

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ WizzAir-ი არსად მიდის. ის რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისეთივე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორიც ადრე იყო. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა. ტექნიკური საკითხია, მას ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინზე თუ ერთი, ან ბუდაპეშტიდან მოემსახურება ხომალდი საქართველოს ფრენებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

02 ივლისი 2020, 13:41

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს

თუ ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია ამიტომ კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.

02 ივლისი 2020, 13:35

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის, - ამის შესახებ კარლ ჰარცელმა საქართველოში პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე; კელი დეგნანი

02 ივლისი 2020, 13:32

პოლიტიკა

კელი დეგნანი: განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომელიც შექმნიდა უფრო სამართლიან საარჩევნო გარემოს ოქტომბერში

იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კელი დეგნანის თქმით, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ისაუბრეს.

02 ივლისი 2020, 13:30

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

სუსი

02 ივლისი 2020, 13:27

სამართალი

სუსი „საბოტაჟის საქმეზე“: „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტის გამო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ.

02 ივლისი 2020, 13:26

საზოგადოება

ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში სექტემბერში სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება

თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის ეპიდსიტუაცია, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს - ყოველდღიურად ინფიცირების ერთეული ან იგივე, ვთქვათ, 2, ათეული შემთხვევა, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესი დაწყებისთვის და არც სხვა ღონისძიებისთვის“, - განმარტა გამყრელიძემ.

გიორგი გვენეტაძე

02 ივლისი 2020, 13:25

სამართალი

მაკა ასათიანის ადვოკატი: საქმე, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი იყო, კანონიერი გადაწყვეტილებით დასრულდა

საქმე, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი იყო, კანონიერი გადაწყვეტილებით დასრულდა, - ამის შესახებ მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა. „მე, როგორც იურისტს და უმრავლეს ჩემს კოლეგას ორი აზრი არ გაგვაჩნია, რომ ამ სამართლებრივ დავაში ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, რადგან ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო დავით ძოწენიძის სარჩელის დაკმაყოფილება უკანონო იქნებოდა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:16

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს

„ნამახვანჰესს“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის ისტორიული პროექტი ენერგოსექტორისთვის - 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ჩაი ლევან დავითაშვილი აგროკრედიტი

02 ივლისი 2020, 13:09

ეკონომიკა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატა

„ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით. რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთებს პროცენტის, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ“, - განმარტა მინისტრმა.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:08

საზოგადოება

ნათია თურნავა: პარიზი-თბილისის რეისზე ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ჩვენი თანხმობა არ მიუღიათ

იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ისე გაიყიდა ბილეთები, რომ ამაზე ჩვენ თანხმობა არ გაგვიცია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნიუ იორკი

02 ივლისი 2020, 13:08

COVID19

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან). მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მაია ბუწაშვილი

02 ივლისი 2020, 13:04

COVID19

მაია ბუწაშვილი კოვიდ-19-ის მუტაციაზე: ნაადრევია საუბარი, არის თუ არა ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელებადი

ნაადრევია საუბარი იმაზე, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და რამდენად ამძიმებსინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის“ პრესკლუნში განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის მუტაციისა და საზღვრების გახსნის საკითხზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 13:00

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ვინც საქართველოში ჩამოვლენ და გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველასთვის მისაღები იქნება.