imedi /  27 აპრილი 2020, 16:22 / სანდო წყარო

Compendium of Cultural Policies & Trends-ი საქართველოში ონლაინ რეჟიმში განხორციელებულ კულტურულ პროექტებს დადებითად აფასებს

ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაცია Compendium of Cultural Policies & Trends-მა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ონლაინ რეჟიმში შეთავაზებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

„კომპენდიუმის“ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისთვის, დისტაციურ რეჟიმში შეთავაზებული მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები.

„მიუხედავად არსებული ვითარებისა, სამინისტრომ შეინარჩუნა და გაახანგრძლივა 16-მდე ღია კონკურსის ვადა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური ხელოვანების მხარდაჭერას“ - ნათქვამია სტატიაში.

ასოციაციის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სახელოვნებო დაწესებულებებმა დაიწყეს მასობრივი ონლაინ კამპანია #დარჩისახლში #კულტურაშენთვის #stayathome #cultureforyou, რაც კულტურულ სერვისებზე დისტანციურ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კამპანიას შეუერთდა სამინისტროში შემავალი 24 ორგანიზაცია (მუზეუმების, თეატრების, ანსამბლებისა და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციების ჩათვლით).

ანგარიშში ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია სამინისტროს მიერ შექმნილი კულტურული ღონისძიებების კალენდრის შესახებ, რომელიც აქტიურად ვრცელდება როგორც სამინისტროს, ასევე სახელოვნებო ორგანიზაციების სოციალური მედიის გვერდებზე ჰაშთაგით #stayathome და #cultureforyou. ხაზგასმულია, რომ ზემოხსენებულმა ინიციატივამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, ერთ ფოლკლორულ კონცერტს 50 000 ონლაინ მაყურებელი ჰყავდა. ქართული თეატრების ონლაინ სპექტაკლებმა კი მოწონება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. წარმატებით ჩაიარა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ქართველი რეჟისორების ონლაინ კინოჩვენებებმა და მწერალთა სახლის პროექტმა, რომელიც მწერლებთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების, მათი ნაშრომების ონლაინ განთავსებას გულისხმობდა.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული აქტივობები, რომლებიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ჩატარდა: მუზეუმების მიერ შეთავაზებული ვირტუალური ტურები ხელოვნების ნიმუშებისა და მუზეუმების შესახებ, მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები ონლაინ ფორმატში, ეროვნული მუზეუმის სატელევიზიო პროექტი „ექსპონატების მიერ მოყოლილი ისტორია“ და ხელოვნების სასახლის პროგრამების ციკლი „საქართველოს ისტორია“; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 3D ვერსიით წვდომა და აღდგენილი კულტურული ადგილების ვიდეორგოლები.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შესახებ. აქტიურად მიმდინარეობს 30-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი პროცედურები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დაგეგმილია 60-მდე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ამ დარგის უდიდესი დონორის ფონდ „ქართუს“ მიერ.

ნგარიშის მიხედვით, 30 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პირველ არხთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი „ტელე-სკოლა“. პროექტი საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს, ინტერნეტით სარგებლობის მიუხედავად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა საგანში მოისმინონ საინტერესო გაკვეთილები, მათ შორის, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და მუსიკაში.

Compendium of Cultural Policies and Trends in Europe ევროსაბჭოს კულტურის მმართველი კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციისა და მონიტორინგის ევროპულ პლატფორმას, რომელიც ცდილობს კულტურის პოლიტიკის სტანდარტების შექმნასა და განახლებას, ცოდნის, სტატისტიკის, შედარებითი ანალიზისა და რესურსების მობილიზების უზრუნველყოფის გზით.

ევროპის საბჭო პლატფორმაზე Compendium of Cultural Policies & Trends პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თითოეული ქვეყნის კულტურის პოლიტიკის შესახებ.

ყველა სიახლე

ირაკლი ბერაია

23 აპრილი 2021, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შალვა ლომიძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შალვა ლომიძეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩვენი უსაფრთხოების გარემო საკმაოდ კომპლექსური და დინამიკურია, სადაც დაზვერვის სამსახურს უწევს საფრთხეებსა და გამოწვევებზე წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება, მათი პროგნოზირება და სხვადასხვა მაღალი სირთულის ამოცანის შესრულება. სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:23

COVID19

„სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლევან იზორია
ნორბერტ როტგენი

23 აპრილი 2021, 15:21

პოლიტიკა

ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე

23 აპრილი 2021, 15:18

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ

​​​​​​​დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ტექნიკა იმ ადგილას ჰყავდათ გამოყვანილი, სადაც 20 აპრილს ხის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს და ხნულები გაავლეს. პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზე, უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრშია განთავსებული.

23 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება: საქართველოსა და უკრაინას ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად, თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:07

COVID19

ამირან გამყრელიძემ დაასახელა, რომელ ქალაქშია ვაქცინაციაზე ყველაზე მეტი მომართვიანობა

ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:58

პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი - დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

23 აპრილი 2021, 14:58

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპულებისთვის გმირების წოდების მინიჭების ინიციატივით მიმართეს

მიენიჭოთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს გმირის წოდება - ამ ინიციატივით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხათუნა ხოფერიამ მიმართა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექსკლუზიური უფლება აქვს, მიანიჭოს გარდაცვლილებს საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 14:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

23 აპრილი 2021, 14:50

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:43

პოლიტიკა

ლადო პაპავა: ირაკლი ღარიბაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარმატებული აღმოჩნდეს

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:40

მსოფლიო

რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დავით სერგეენკო

23 აპრილი 2021, 14:38

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ამნისტია ვრცელდება გარკვეულ მუხლებზე

ხელმომწერი პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების, ზოგი მათგანის მოსაზრება იყო, რომ ამნისტია, როგორც ასეთი, უნდა გავრცელდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ეს ნონსენსია და ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

ანრი ოხანაშვილი

23 აპრილი 2021, 14:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული

ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდანრი ოახანაშვილი: ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა-არგადახდაზე არ არის დამოკიდებულია-არგადახდაზე არ არის დამოკიდებული. ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ, ეკონომიკაც არ უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან და მეორე მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ, ამიტომ დამატებით შეზღუდვებზე ახლა საუბარი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

23 აპრილი 2021, 14:29

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ქვეყნისთვის ამ კრიზისის დასრულება არის საჭირო და კრიზისის დასასრულებლად ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

შეთანხმების გადახედვა და ამ შეთანხმების ჯანჯღარი არ მგონია, რომ ნორმალური იყოს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „ქვეყნისთვის ამ კრიზისის დასრულება არის საჭირო და კრიზისის დასასრულებლად ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 14:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა საპატიმროდან ნიკა მელიას გირაოთი გამოსვლის შემთხვევაშიც გაგრძელდება

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „იმედინიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიკა მელია დათანხმდება ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას და ამ ფორმით დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მაინც გაგრძელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 აპრილი 2021, 14:24

მსოფლიო

უკრაინამ ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა

უკრაინამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება სთხოვა. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:17

საზოგადოება

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა

საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.