imedi /  29 აპრილი 2020, 15:08 / სანდო წყარო

კომპანია „მაგთი“ მომხმარებელს სატელეფონო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

კომპანია „მაგთი“ მომხმარებელს სატელეფონო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ facebook-ზე გაავრცელა.

„სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს.

▪️ აბონენტები ვებ-ბრაუზერებსა და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული).

ასევე, რიგ შემთხვევაში პრიზის მისაღებად აბონენტს სთხოვენ მობილური ოპერატორის არჩევას,
რათა მათ გასცენ პრიზი.

შეტყობინების გახსნის შემთხვევაში, მომხმარებლები გადამისამართდებიან ყალბ
ვებგვერდებზე, სადაც თითქოს ეძლევათ შანსი მოიგონ Iphone 11 Pro და სთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას.

!მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული სქემა წარმოადგენს თაღლითობას,
ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, ასევე საბანკო ბარათის კოდებს.

▪️ მაგთის აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარები ნომრებიდან, შემდეგი პრეფიქსებით:
372, 381, 257, 436.
ამ ნომრებზე გადარეკვისას ისმინება ქართული ტექსტი:
“გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ 5 კითხვას. . .“
!აღნიშნული ტექსტი მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა, ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა.
დაფიქსირებული ნომრები უკვე დაბლოკილია.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ გადარეკავთ მსგავს უცნობ ნომრებზე, ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა და დაზარალდებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 11:00

რეგიონი

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ალესანდრა გალონი

13 აპრილი 2021, 10:57

მსოფლიო

პირველად Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში მთავარ რედაქტორად ქალი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

13 აპრილი 2021, 10:54

თავდაცვა

მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის სუ-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა.

13 აპრილი 2021, 10:51

რეგიონი

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

13 აპრილი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

13 აპრილი 2021, 10:44

რეგიონი

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

13 აპრილი 2021, 10:41

რეგიონი

ზემო იმერეთი და რაჭა ერთმანეთს ახალი, უმოკლესი გზით დაუკავშირდება

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

13 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე თეატრის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებზეც შედგა საუბარი და გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში თეატრის ხელმძღვანელობა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვას წარუდგენს მინისტრს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

13 აპრილი 2021, 10:35

კულტურა

თეა წულუკიანი თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძვანელობასთან გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 738 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 866 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 738 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გოგი მეშველიანი

13 აპრილი 2021, 10:28

საზოგადოება

გოგი მეშველიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს . მილოცვის ტექსტი მაჟორიტარის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

13 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 161 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 161 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 879 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:24

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 10:23

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით უკანონოდ მოიპოვებდნენ.

13 აპრილი 2021, 10:15

პოლიტიკა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი: 16 რეკომენდაციიდან საქართველომ 14 შეასრულა

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 10:10

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება 45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი“ წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.

13 აპრილი 2021, 10:08

ეკონომიკა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომელიც 100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

„სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში ასეულობით ახალი საწარმო იქმნება ან ფართოვდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეისთვის პროგრამის როგორც ინდუსტრიული, ასევე ქონების გადაცემის, სასტუმრო ბიზნესისა თუ მიკრო და მცირე მეწარმეობის კომპონენტების მხარდაჭერით ათასობით ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი და ეს პროცესი, პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 09:50

COVID19

ვირუსის თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი გაძლიერდა

N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცულები.