IMEDI /  01 მაისი 2020, 23:30 / სანდო წყარო

რა წესები უნდა დაიცვან სილამაზის სალონებმა 8 ივნისიდან

რა რეგულაციები უნდა აამოქმედონ სილამაზის სალონებმა 8 ივნისიდან იმისათვის, რომ მომხმარებლების მომსახურება შეძლონ. დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს საქართველოს სალონების ფედერაცია აქვეყნებს.

„გთავაზობთ იმ წესების ჩამონათვალს მარტივად, რომელიც გაწერილია ბრძანებებში.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ უნდა შეიძინოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.
ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.
მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი.
ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ.
აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება.
დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ.
სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან.
ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ყველა სიახლე

წმინდა ნინოს ხატი

01 ივნისი 2020, 01:54

საზოგადოება

დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინო განისვენებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტრუგიას ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი იქნება გამობრძანებული და მრევლს მისი მოლოცვის შესაძლებლობ ექნება.

01 ივნისი 2020, 01:08

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 54 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს კლინიკას 9 ახალი პაციენტი შეემატა და ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსების განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. კლინიკიდან დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და რამდენიმე პაციენტის განმეორებით კვლევას ელოდებიან.

ილონ მასკი და  X Æ A-Xii

01 ივნისი 2020, 00:59

ტაბლოიდი

გრაიმსმა განმარტა რას ეძახის მოფერებით შვილს, რომელსაც X Æ A-Xii ჰქვია

მომღერლისთვის ეს პირველი შვილია, მასკს კი პირველი ცოლისგან, ჟიუსტინ უილსონისგან კიდევ 5 ბავშვი ჰყავს. თავიდან მათ ბავშვს X Æ A-12 დაარქვეს, თუმცა კალიფორნიის კანონმდებლობის გამო, რომელიც სახელში ციფრების გამოყენებას კრძალავას, გადაიფიქრეს და X Æ A-Xii-ზე შეჩერდნენ.

პროტესტი მაიამი

01 ივნისი 2020, 00:53

მსოფლიო

მაიამიში პოლიციელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილებმა მიაგეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

კეიკო მაცუი

01 ივნისი 2020, 00:46

კულტურა

კეიკო მაცუიმ ჭაჭას მელოდია მიუძღვნა. ვიდეო

ცნობილი იაპონელი პიანისტი კეიკო მაცუი საქართველოში მოგზაურობის ისტორიას იხსენებს და ამის გამოსახატად ჭაჭას სიმღერსა უძღვნის. შესაბამისი ვიდეო პიანისტის და კომპოზიტორის Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

01 ივნისი 2020, 00:43

COVID19

ცნობილია, რამდენმა თვითდასაქმებულმა და შემოსავლის გარეშე დარჩენილმა პირმა მიიღო კომპენსაცია

დაწყებულია კომპენსაციის გადარიცხვა იმ დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც კოვიდ ინფექციის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის გარეშე დარჩნენ , - ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დახმარება 51 ათსზე მეტმა თვითდასაქმებულმა მიიღო, რაც ჯამში მისივე თქმით, 15 365 000 ლარს შეადგენს.

დინოზავრი SpaceX

01 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

SpaceX-ის ხომალდით კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებთან ერთად სათამაშო დინოზავრიც გაემგზავრა

30 მაისს კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტი გაემგზავრა, თუმცა მათთან ერთად ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის „კიდევ ერთი წევრი“ - სათამაშო დინოზავრი ტრემორი იყო. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

ლედი გაგა

01 ივნისი 2020, 00:15

კულტურა

ლედი გაგამ დონალდ ტრამპს „სულელი“ და „რასისტი“ უწოდა

„ძალიან იმედგაცრიებული ვარ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. შავკანიანი ადამიანებს ხმა დიდი ხანია ჩახშობილი იყო და უკვე ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ეს სიჩუმე მომაკვდინებელია. რაც არ უნდა გააკეთონ პროტესტის ნიშნად, ლიდერები, რომლებმაც უნდა დაიცვან, მათ მიმართ თანაგრძნობას არ გამოხატავენ. მაშინ როცა შავკანიანებს კლავენ, რასისტ ტრამპს არაფერი უჩვენებია უვიცობისა და ცრურწმენის გარდა. ის რასიზმით გაჟღენთილ სისტემას აძლიერებს, ყველანი ვხედავთ რა ხდება. ცვლილებების დროა“, - წერს გაგა სოციალურ ქსელში.

ფასიანი საკანი უკრაინა

31 მაისი 2020, 23:53

მსოფლიო

უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ფასიანი საკნები გახსნეს

ფასიანი საკნები მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში დაეხმარება. წინასწარი დაკავების საკნებში არასათანადო პირობების გამო სასამართლო უკრაინას კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

31 მაისი 2020, 23:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს.

ლებრონ ჯეიმსი

31 მაისი 2020, 23:23

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა. „რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას? ეს ძალიან სამწუხაროა,“-წერს კალათბურთელი Twitter-ზე.

ფაბიო ლომბინი/ჯიოლე როსეტი

31 მაისი 2020, 23:15

სპორტი

ორი იტალიელი მოცურავე ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ლომბარდიის რეგიონში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ორივე სპორტსმენი ადგილზე დაიღუპა.

ალექსანდრე გოგინავა

31 მაისი 2020, 23:08

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა

„კორონავირუსული ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენ გვერდით არის. გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სოციალური დისტანცირება. მართალია, კორონავირუსულ ინფექციასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ მთავარი ომი ჯერ არ დასრულებულა და საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, - ამბობს გოგინავა.

ლუგარის ლაბორატორია

31 მაისი 2020, 23:06

პოლიტიკა

კრემლის განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქრთველოში აფასებენ. ვიდეო

კრემლში ლუგარის ლაბორატორიის შესაბენ მორიგი პროვოკაციული განცხადებები გაკეთდა. რატომ ებრძვის ოკუპანტი სამეცნიერო კვლევით ცენტრს რომლის წვლივიც გლობალური პანდემიის წინააღდეგ ბრძოლისას მსოფლიომ აღაირა. კრემლის განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება. მისი თქმით, კრემლის განცხადებები ემსახურება იმ ნარატივსა და პროპაგანდას, რომელიც მათ სჭირდებათ, ორი მიზნისთვის, ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე ამერიკასთან ურთიერთობაში ამ საკითხის შემოსატანად.

იტალია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:58

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 75 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 75 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან ქვეყანაში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯო ბაიდენი

31 მაისი 2020, 22:37

მსოფლიო

Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვით, ჯო ბაიდენი რეიტინგით ტრამპს უსწრებს

გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 43 პროცენტი აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 22:24

ტექნოლოგიები

Crew Dragon-ის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა. ვიდეო

19-საათიანი ფრენის და ხომალდის სადგურთან წარმატებული მიერთების შემდეგ მათ სკს-ს მოქმედი ეკიპაჟი - რუსი კოსმონავტები ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი და ამერიკელი კრის კესიდი დახვდნენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაატარებენ ასტრონავტები სადგურზე.

საფრანგეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:09

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 188 752 შემთხვევა დადასტურდა. უკვე ზედიზედ მეთერთმეტე დღეა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს არ აღემატება.

ლუკ კოფი ნატო

31 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატომ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს

„ასეთი ცენტრის ნატოს არა-წევრ ქვეყანაში შექმნის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ ლეგალურად ამის გაკეთებას არაფერი კრძალავს. ეს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს გაამყარებს და იმის დემონსტრაცია იქნება თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა შავი ზღვის რეგიონი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ცენტრი მნიშვნლოვანი დიალოგის და წვრთნების ჩატარების საშუალებას და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ცენტრი საქართველოში ნატოს დროშის აფრიალების მორიგი შესაძლებლობა იქნება“, - წერს კოფი.

ბექა ლილუაშვილი

31 მაისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გახსნილ ობიექტში ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული

თითოეულ გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.