imedi /  04 მაისი 2020, 15:46 / სანდო წყარო

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ იუსტიციის სახლში მისვლას გეგმავთ. დეტალური ინსტრუქცია

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ხვალიდან გაიხსნება და იმუშავებს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების იფორმაციით, ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტრო ასევე განმარავს, რომ სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა, ხოლო მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

„მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის კალენდარი;

დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;
ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;
ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება;
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სერვისის დაჯავშნას მომხმარებელი ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით ვერ შეძლებს. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი – my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.

„განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.
ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

რობერტ დერსტი

18 სექტემბერი 2021, 08:31

მსოფლიო

ამერიკელი მილიონერი 20 წლის წინ მეგობარი ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი მილიონერი რობერტ დერსტი 20 წლის წინ მეგობარი ქალის, სიუზან ბერმანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

18 სექტემბერი 2021, 08:19

მსოფლიო

ალჟირის ყოფილი პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 84 წლისა გარდაიცვალა

ალჟირის ყოფილი პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 84 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

18 სექტემბერი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

18 სექტემბერი 2021, 01:10

COVID19

FDA-ის საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონზე მეტი ვაქცინაა დღეს შემოსული ქვეყანაში და ძალიან მალე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული ქვეყანაში, აი, ეს არის ჩემი მუშაობის შედეგი

პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები; ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება

მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ჟან-ივ ლე დრიანი

18 სექტემბერი 2021, 00:42

მსოფლიო

საფრანგეთი აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს

საფრანგეთი აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 00:41

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მშპ-ის 12,2% რეალური ზრდა გვაქვს 7 თვეში, 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, დავაფინანსეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და 75 მილიონი ევროს სესხი ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლიც აგრძელებდა საბოტაჟს, გვაყენებდა შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და ამიტომ გავედით შეთანხმებიდან

შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 00:20

COVID19

The Washington Post: აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს

აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა

მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის

მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე: თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული

თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ობშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე: ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“? სააკაშვილი და ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე

ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა

რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე გიორგი გახარია - ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა?

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

17 სექტემბერი 2021, 23:43

მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ 29 აგვისტოს ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი.

ეუთო/ოდირი

17 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში მიმოხილულია არჩევნების წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მათი დადებითი და უარყოფითი ასპექტები. კერძოდ, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და დანიშვნის წესის შეცვლა, ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტის შემოღება, დავების გადაწყვეტის ვადების გახანგრძლივება, სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხელახალი დათვლის შემოღება და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.