imedi /  04 მაისი 2020, 16:07 / სანდო წყარო

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები 70 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირებისთვის ახალი პრინციპით იმუშავებს

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ხვალიდან გაიხსნება და იმუშავებს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია და ისინი მთელ რიგი სერვისებზე განაცხადის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

„განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას, მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, ისეთ მოთხოვნად სერვისებზეც, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს, 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.
ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2021, 01:10

COVID19

FDA-ის საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) საკონსულტაციო საბჭომ 65 წელს ზემოთ და რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზას რეკომენდაცია გაუწია.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: არჩევნებს ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონზე მეტი ვაქცინაა დღეს შემოსული ქვეყანაში და ძალიან მალე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული ქვეყანაში, აი, ეს არის ჩემი მუშაობის შედეგი

პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები; ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება

მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ჟან-ივ ლე დრიანი

18 სექტემბერი 2021, 00:42

მსოფლიო

საფრანგეთი აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს

საფრანგეთი აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 00:41

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მშპ-ის 12,2% რეალური ზრდა გვაქვს 7 თვეში, 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი, დავაფინანსეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და 75 მილიონი ევროს სესხი ამ სიტუაციაში ჩვენთვის არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლიც აგრძელებდა საბოტაჟს, გვაყენებდა შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და ამიტომ გავედით შეთანხმებიდან

შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2021, 00:20

COVID19

The Washington Post: აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს

აშშ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ასობით მილიონ დოზას შეისყიდის, რათა მსოფლიოს ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გაფორმდებოდა გრძელვადიანი 20-30-წლიანი დიქტატურა

მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის

მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2021, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე: თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული

თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ობშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე: ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“? სააკაშვილი და ოპოზიცია, შესაბამისად, გახარია ავტომატურად გამოდის სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე

ჩვენ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე გიორგი გახარია - ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა?

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა

რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

17 სექტემბერი 2021, 23:43

მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ 29 აგვისტოს ქაბულში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციას არცერთი ტერორისტი არ ემსხვერპლა - დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის 7 ბავშვი.

ეუთო/ოდირი

17 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში მიმოხილულია არჩევნების წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მათი დადებითი და უარყოფითი ასპექტები. კერძოდ, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საარჩევნო კომისიების შემადგენლობისა და დანიშვნის წესის შეცვლა, ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტის შემოღება, დავების გადაწყვეტის ვადების გახანგრძლივება, სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხელახალი დათვლის შემოღება და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს

როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

17 სექტემბერი 2021, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა - ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში

ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება.

კახა ლაბუჩიძე

17 სექტემბერი 2021, 23:25

პოლიტიკა

კახა ლაბუჩიძე: ე.წ. სამგორის პარკი უახლოეს მომავალში რეაბილიტირდება

„კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება“, - ამის შესახებ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ ისაუბრა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, ისნის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.