imedi /  06 მაისი 2020, 12:59 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრნენ

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, საქართველოს სახალხო დამცველმა და სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ვიზიტები განახორციელეს N17, N5 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში. ვიზიტების მიზანი იყო შეგვეფასებინა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიღებული ზომების პატიმართა უფლებებზე გავლენა, მათი აუცილებლობა და პროპორციულობა, ასევე გავცნობოდით პერსონალის სამუშაო პირობებს. უახლოეს დღეებში, N17 დაწესებულების მონიტორინგის თაობაზე სპეციალური ვიზიტის შემდგომი ანგარიში მომზადდება.

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხელმძღვანელობდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის დოკუმენტით, სადაც თავმოყრილია რეკომენდაციები არასათანადო მოპყრობისაგან დასაცავად. გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა კორონავირუსის პანდემიის დროსაც უნდა განაგრძონ მანდატის შესრულება. ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ღონისძიებებმა არ უნდა დააბრკოლოს მონიტორინგის განხორციელება დახურულ დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მონიტორინგის ვიზიტების განხორციელებამდე, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა განაახლა მუშაობის სტრატეგია და მოახდინა სამუშაო მეთოდოლოგიის არსებულ გამოწვევებთან ადაპტირება. განისაზღვრა პანდემიის პირობებში უსაფრთხო მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების წესები და წევრებს მიეცათ შესაბამისი მითითებები. შეძენილ იქნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და წევრებს განემარტათ მათი გამოყენების წესები. ამ ზომების მიღების მიზანია მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების დროს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმიზაცია, თანამშრომლებისა და დაწესებულებაში მყოფი პირების დაცვა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ხელს უწყობდნენ მონიტორინგის ჯგუფს საქმიანობის უსაფრთხოდ და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე განხორციელებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი აგრძელებს საგანგებო მონიტორინგის ვიზიტებს დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ახალი გამოწვევები და გადაიდგას ეფექტიანი ნაბიჯები ამ გამოწვევების დასაძლევად.

მიუხედავად მუშაობის დისტანციური რეჟიმისა, 2020 წლის 13 მარტიდან, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად რეაგირებდნენ პატიმართა ინდივიდუალურ განცხადებებზე და 21 ვიზიტი განახორციელეს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 9 პენიტენციურ დაწესებულებაში და შეხვდნენ 103 პატიმარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 23:52

COVID19

პაატა იმნაძე: ვინც ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის ეკონომიკას ირჩევს, წაგებული რჩება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკის გაჩერება ლოგიკურია.

05 ივნისი 2020, 23:38

COVID19

პაატა იმნაძე: COVID19 წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვასა და აუზში ცურვა სახიფათო არაა

წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 23:30

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივნისი 2020, 23:30

პოლიტიკა

პანდემიის პერიოდში პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

პანდემიის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს. „„მთავარი არხი“ დაინტერესდა - რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა,

05 ივნისი 2020, 23:18

ეკონომიკა

აუდიტი: სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა და მასთან დაკავშირებული კონტროლები. დასკვნა უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, აუდიტის პროცესში შეფასდა ინფორმაციული სისტემისა და პენსიის ადმინისტრირების პროცესის პროდუქტიულობა, ასევე პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა.

ვარკეთილი სკვერი

05 ივნისი 2020, 23:17

საზოგადოება

ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემთბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყელამაძესთანდა მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.

05 ივნისი 2020, 23:09

სამართალი

ცხინვალის ციხეში პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

ცხინვალის ციხეში ექვსმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალებები ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ ციხეში მომხდარი ინციდენტი ე.წ. იუსტიციის სამინისტრომაც დაადასტურა. დეფაქტო უწყების განცხადებით, პატიმრებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც არაღიარებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, საპატიმროში აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პატიმარმა მობილური ტელეფონის ჩამორთმევა გააპროტესტა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ციხის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის დამატებითი ძალები გამოიძახა. დღეს დილიდან მსჯავრდებულთა ნაწილმა განაწესის შესრულებაზე უარი თქვა, დილის შემოწმება არ გაიარა და საუზმეც არ გავიდა. ვითარების გამწვავების შემდეგ კი რამდენიმე მათგანმა ვენები გადაიჭრა.

05 ივნისი 2020, 23:06

მსოფლიო

Reuters: აშშ გერმანიიდან 9.5 ათას სამხედროს გამოიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკის მთავრობაში მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივნისი 2020, 23:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში პლაქვენილი ისევ დააბრუნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ის სპეციალურ განცადებას Facebook-ზე ავრცელებს: „როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისსგამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.

მიხაილ კოკშენოვი

05 ივნისი 2020, 22:56

მსოფლიო

საბჭოთა კინოს ვარსკვლავი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბჭოთა კინოს ცნობილი ვარსკვლავი, რუსი მსახიობი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის ცოლმა, პოეტმა ლიუბოვ ვოროპაევამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსახიობმა გასულ წელს ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. მიხაილ კოკშენოვს ასობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პარალელურად ის მოსკოვის მაიაკოვსკის თეატრში, მინიატურების თეატრსა და კინომსახიობთა თეატრალურ სტუდიაში მუშაობდა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 ივნისი 2020, 22:52

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში ზესტაფონის კლინიკიდან გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

05 ივნისი 2020, 22:50

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონიდან სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა საპროტესტო აქციების ფონზე ვაშინგტონში გადასროლილი სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს. ანალოგიურად ფიქრობს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:31

საზოგადოება

თბილისის მერმა პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

05 ივნისი 2020, 22:26

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 22:25

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter ეწოდა

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ეწოდა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: წინა ხელისუფლების დროს მედია არ იყო თავისუფალი და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული

წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, ცენტრალური ტელევიზიები მთლიანად პროსახელისუფლებო პოზიციებზე იდგნენ და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 22:08

რეგიონი

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში ბომბი ვერ იპოვეს

სოხუმში რუსეთის ე.წ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ „საელჩოს“ სამორიგეო ნაწილში ანონიმური წერილი შევიდა. ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

05 ივნისი 2020, 22:02

COVID19

დიდ ბრიტანეთში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა

დიდ ბრიტანეთში „RECOVERY კვლევის“ ფარგლებში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 21:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.