imedi /  06 მაისი 2020, 15:15 / სანდო წყარო

მოქალაქეების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების მიზნით საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პირველი საკოორდინაციო პლატფორმა ამოქმედდა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, პლატფორმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დისტანციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ.

„პანდემიის პირობებში, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს, რომლითაც როგორც ზოგად პოპულაციას, ასევე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს კვალიფიციური სპეციალისტების დახმარების მიღება დისტანციურად და უფასოდ შეუძლიათ.

დღეისათვის, პლატფორმა 17 ორგანიზაციასა და პროფესიულ ჯგუფს აერთიანებს და საზოგადოებას კვალიფიციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

COVID-19-ის შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, შესაბამის სერვისებში გადამისამართებას და ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი: 0 800 000 018.

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა", კოორდინაციაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და კლუბ „სინერგიასთან", ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით, გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზით უზრუნველყოფს როგორც ფსიქოლოგის, ასევე ფსიქიატრის კონსულტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადამისამართებას - ტელ.: 2 911 000.

კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს, გემბლინგსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებულ პირებს, ასევე, ზოგად პოპულაციას COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული სტრესის მართვაში ეხმარება „კლუბი სინერგია". ფსიქოსოციალური მომსახურება ხორციელდება „გლობალური ინიციატივა ფსიქიტრიაში - თბილისის” (GIP) მიერ. ტელ: 599807021 / 599807024;

მოსწავლებს, მათზე მზრუნველ პირებსა და სკოლის ადმინისტრაციას კრიზისს ფონზე გამოვლენილი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88;

ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებზე; ოჯახებზე, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ COVID-19 და იმყოფებიან მაღალი სტრესის ქვეშ; სამედიცინო პერსონალზე, რომელთაც უწევთ დაინფიცირებულ ან სავარაუდო დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტი - ზრუნავს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) - ტელ: 577 22 68 68, 577 12 68 68;

ლბტ ჯგუფის ფსიქოსოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი - ცხელი ხაზი: 595 19 03 03;

კარანტინში მყოფ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს (16 წლიდან) ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას გაუწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი - Skype: tsu_center;

ფსიქოსაგანმანათლებლო მასალების შექმნასა და კორონავირუსის რისკის ქვეშ ან მათზე მზრუნველი პირების შეკითხვებზე უკუკავშირს ახორციელებს „საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება” აკრედიტებული ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების გუნდით - ტელ: 599 735 443;

სტრესის დონის შემცირებასა და ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ზრუნავს Happy Mind – ტელ.: 577577002; 571914433;

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მათზე მზრუნველ პირებს კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დღის დაგეგმარებაში, ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდების გაზიარებასა და სხვა ფსიქოემოციური საჭიროების შემთხვევაში, UNICEF-ის მხარდაჭერით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კოორდინაციით, ეხმარება „საქართველოს ბავშვები“ - ტელ: 558485814;

მოსწავლეთა ოკუპაციებისა და ინკლუზიისათვის, როგორც მოსწავლეებს, ასევე, მათ მშობლებს დისტანციურ დამხარებას უწევს სტუდია „მოდი“ - ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე - ტელ: 593 27 04 03;

ილიაუნის სტუდენტებს შფოთვის, დაქვეითებული გუნება-განწყობის, სხვადასხვა შიშის, ურთიერთობში პრობლემებისა თუ სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი - ტელ: 511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94.

ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევს: ინიციატივა „ფსიქოლოგიური პირველი დახმარება" - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის ინსტიტუტის ბაზაზე - ტელ: 574837231; სკაიპი: PFA CrisisAid;

ორგანიზაცია „ერთად ერთისთვის“, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების წევრ ფსიქოლოგებთან ერთად - ტელ: 555 16 33 55;

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება - სერვისში ჩართულნი არიან როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე ზრდასრულდა ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები - www.gppo.ge ;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნილი "ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის ცენტრი"-ს კორონავირუსთან დაკავშირებული კონსულტირების პროექტის ფარგლებში სერვისში ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგ-კონსულტანტები და პედიატრი - ტელ: 599 90 87 67.

კრიზიულ ვითარებაში, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია მზად არის, მოსახლეობას მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციისთვის მიმართეთ facebook გვერდზე.
სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდით საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზს ნომერზე: 0 800 000 018 (ზარი უფასოა)“, - აცხადებენ საზოგადოებაში.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 14:13

რეგიონი

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

გუდაურში კაფე ვიტამინი დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არ არიან არც დაშავებულები. სპეციალური სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე საგანგებო სიტუაციების სამსაურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ხანძრის შესახებ არ შესულა,

გურამ მაჭარაშვილი

25 მაისი 2020, 14:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში ჩვენთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს

„ამ ანგარიშს როდესაც წაიკითხავ, ორი განცდა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ვეთანხმები ბატონ ანრის იმაში, რომ კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ პერიოდში არის ასეთი ტიპის დანაშაულები ჩადენილი და შემდგომ, ახლა ჩვენ გვიწევს როგორც ხელისუფლებას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თანხით ამ ყველაფრის ანაზღაურება, არამედ - მორალურადაც“.

25 მაისი 2020, 14:07

COVID19

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტს გაწერენ

დღეს რეაპუბლიკური კლინიკიდან 5 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, ხოლო ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება. ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ რესპუბლიკურ კლინიკას კოვიდინფიცირებულები უახლოს მომავალში აღარ ეყოლება.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:02

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სოფო კილაძე

25 მაისი 2020, 13:57

პოლიტიკა

სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

25 მაისი 2020, 13:54

კულტურა

Pixar-მა პირველად გადაიღო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი გეია

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. ეს ანიმაციური სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მულტფილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.

25 მაისი 2020, 13:50

COVID19

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების, 17 მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფექცია 115 ადამიანს დაუდასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

25 მაისი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება შეფასება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

მარია ზახაროვა

25 მაისი 2020, 13:35

პოლიტიკა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

25 მაისი 2020, 13:30

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.260 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა სანიმუშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით

საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოხანაშვილმა ამ მიმართულებით, ყურადღება 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ლეო ბოკერია

25 მაისი 2020, 13:19

COVID19

ლეო ბოკერია: კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოსი ლეო ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

25 მაისი 2020, 13:18

სამართალი

ბრალდების მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

25 მაისი 2020, 13:06

COVID19

ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მუშაობას უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

25 მაისი 2020, 13:05

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 4.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 2010-2019 წლებში, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

25 მაისი 2020, 12:56

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მზიანი ამინდი

25 მაისი 2020, 12:55

საზოგადოება

27-28 მაისს საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

25 მაისი 2020, 12:52

რეგიონი

დღეიდან იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან გაიხსნა. აღნიშნულ ფილიალებში 23 მარტიდან სამუშაო პროცესი მკაცრი კარანტინის გამო იყო შეჩერებული. დღეიდან კი იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობის ახალ პრინციპზე გადავიდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის (მაგ.https://www.my.gov.ge/az/services/10). ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს.

25 მაისი 2020, 12:47

ეკონომიკა

2020 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით, საქართველოდან საზღვარგარეთ 10,5%-ით ნაკლები ტურისტული ვიზიტი განხორციელდა

2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს„-აცხადებენ საქსტატში.