imedi /  06 მაისი 2020, 23:30 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: Facebook-მა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდაჭერების ყალბი ექაუნთები მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე გააუქმა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

Facebook-მა მიუთითა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდაჭერების ყალბი ექაუნთები სოციალური ქსელების მომხმარებლების რაპორტინგის ანუ მათი მიმართვების საფუძველზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალები დღეს გაუქმებული ჯგუფების რაოდენობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. „ყველამ იცოდა მათი 1 გვერდი, რომელიც დაიბლოკა, რამდენიმე წლის ნაგროვები ლაიქებით ასული იყო 350 000 თუ 400 000 ლაიქზე და ასეთი რომ დაბლოკო ერთი და ორი, სერიოზული თემაა გაცილებით, ვიდრე რაღაც გვერდი შეიძლება დაბლოკო, რომელსაც შეილება 300 ან 500 ლაიქი ჰქონდეს“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა განაცხადა Facebook-მა ანუ ვის წინააღმდეგ მოქმედებნდნენ ისინი სიცრუით.

„ესენია ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება და რაც მნიშვნელოვანია ექიმები და COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 23:06

მსოფლიო

Reuters: აშშ გერმანიიდან 9.5 ათას სამხედროს გამოიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკის მთავრობაში მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივნისი 2020, 23:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში პლაქვენილი ისევ დააბრუნეს.

მიხაილ კოკშენოვი

05 ივნისი 2020, 22:56

მსოფლიო

საბჭოთა კინოს ვარსკვლავი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბჭოთა კინოს ცნობილი ვარსკვლავი, რუსი მსახიობი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის ცოლმა, პოეტმა ლიუბოვ ვოროპაევამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსახიობმა გასულ წელს ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. მიხაილ კოკშენოვს ასობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პარალელურად ის მოსკოვის მაიაკოვსკის თეატრში, მინიატურების თეატრსა და კინომსახიობთა თეატრალურ სტუდიაში მუშაობდა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 ივნისი 2020, 22:52

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში ზესტაფონის კლინიკიდან გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

05 ივნისი 2020, 22:50

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონიდან სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა საპროტესტო აქციების ფონზე ვაშინგტონში გადასროლილი სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს. ანალოგიურად ფიქრობს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:31

საზოგადოება

თბილისის მერმა პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

05 ივნისი 2020, 22:26

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 22:25

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter ეწოდა

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ეწოდა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: წინა ხელისუფლების დროს მედია არ იყო თავისუფალი და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული

წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, ცენტრალური ტელევიზიები მთლიანად პროსახელისუფლებო პოზიციებზე იდგნენ და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 22:08

რეგიონი

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში ბომბი ვერ იპოვეს

სოხუმში რუსეთის ე.წ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ „საელჩოს“ სამორიგეო ნაწილში ანონიმური წერილი შევიდა. ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

05 ივნისი 2020, 22:02

COVID19

დიდ ბრიტანეთში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა

დიდ ბრიტანეთში „RECOVERY კვლევის“ ფარგლებში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა.

05 ივნისი 2020, 21:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა

მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. ფონდის ინფორმაციით, ოჯახს თანხა მსოფლიოს 125 ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაურიცხა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს, რასაც აშშ-ში მასობრივი არეულობები მოჰყვა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 21:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 21:57

რეგიონი

გიორგი გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი

შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები. „ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

05 ივნისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

05 ივნისი 2020, 21:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის მოხმარება რუსეთის კლინიკებში 11 ივნისიდან დაიწყება. „ავიფავირის“ ამბულატორიული ტესტირება 180-მდე პაციენტზე ჩატარდა და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დიმიტრიევის ინფორმაციით, პრეპარატით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს 10-მა ქვეყანამ.

ტოივო კლაარი

05 ივნისი 2020, 21:42

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: აუცილებელია პამდემიის გამო შეჩერებული ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდეს

ჩვენ გავაუქმეთ ჟენევის მოლაპარაკებების გაზაფხულზე დაგეგმილი რაუნდი. ასევე ვერ გავმართავთ ივნისში ჩანიშნულ შეხვედრას შვეიცარიაში, რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები. თანათავმჯდომარეებმა გავაკეთეთ ყველაფერი და ძალიან ვეცადეთ, რომ პანდემიის დროს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა მოლაპარაკების ყველა მონაწილესთან გვქონდა რეგულარული შეხვედრები ზუმის და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამით პულსზე ხელი გვეჭირა - ამის შესახებ Imedinews ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარემ ტოივო კლაარმა განუცხადა.

05 ივნისი 2020, 21:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მოსახლეობას: თავი შეიკავეთ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამაყმა გუბერნატორებმა ძალადობის აღსაკვეთად ეროვნული გვარდია უნდა დაიხმარონ

თეთრი სახლის ლიდერი გუბერნატორებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად კვლავ ეროვნული გვარდიის გამოყენებისკენ მოუწოდებს. „ზოგიერთმა ამაყმა გუბერნატორმა უარი უნდა თქვას სიამაყეზე და საქმე აკეთოს. უმჯობესი იქნება დასახმარებლად ეროვნულ გვარდიას მიმართოთ და მეც ხშირად დამირეკოთ“, - განაცხადა ტრამპმა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც ათობით ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.