imedi /  08 მაისი 2020, 13:54 / სანდო წყარო

სისხლის დონაციის აქციას „ქართული ოცნების“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის ორგანიზებისათვის ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკისგან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის რაიონულმა ორგანიზაციამ და მისმა თავმდჯომარემ, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ სპეციალური სამადლობელი სერთიფიკატი მიიღეს.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია და დღევანდელი აქცია სწორედ სიცოცხლის გადარჩენის შესაძებლობას იძლევა. უმრავლესობის წევრმა მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ბანკს ჰქონდეს რეზერვი, რათა საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ და გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაერთონ ამ აქციაში და იმედი მაქვს, ამ კარგ ინიციატივას მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სისხლის უანგარო დონაციის აქციას მერიისა და საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.

სისხლის უფასო დონაციის აქციაში ჩართვის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 14:56

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი

დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

ამირან გოგიტიძე

25 მაისი 2020, 14:50

COVID19

ამირან გოგიტიძე: ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში მოთავსებული ყველა მედიკოსის ანაზღაურებას შეუფერხებლად გასცემს

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ანაზღაურებს რომელიმე მედიკოსის საკარანტინე პერიოდის თანხას, არ შეესაბამება სიმართლეს. მედიკოსებს ეს თანხა თვის ბოლომდე ჩაერიცხებათ. ახლა დოკუმენტების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც თავად უნდა წარადგინონ.

25 მაისი 2020, 14:42

COVID19

იაპონიის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გეგმავს

იაპონიის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა ხუთ პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში, მოქმედებს.

რატი იონათამიშვილი

25 მაისი 2020, 14:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმის უკან გმირი ადამიანები იდგნენ

სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს, რა არის სინამდვილე, როგორი არის რეალობა. სტრასბურგის სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის ძალიან უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:32

სამართალი

ირმა ჭკადუა: ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა და ბავშვი პრაქტიკულად ძალით წამოიყვანა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე და ბავშვი პრაქტიკულად ძალით წამოიყვანა - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენს სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღე მიაკუთვნა. ადვოკატის თქმით ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ჩაშალა. „სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური. ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები, რომ შესაძლოა მის მიმართ გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე აქვს გამოყოფილი, ხუთშაბათი და შაბათი.

25 მაისი 2020, 14:30

საზოგადოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დროშის დარბაზი გაიხსნება

„ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი (დროშა ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა), რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა“.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 14:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები

„საინტერესოა, რას ეტყვიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“.

ენტონი ფაუჩი

25 მაისი 2020, 14:23

COVID19

ენტონი ფაუჩი: პრევენციული ზომების მიღება აუცილებელი იყო ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თუმცა ახლა მათი მოხსნის დაწყება შესაძლებელია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სახლში დარჩენის ბრძანების დიდი ხნით გახანგრძლივება აშშ-ს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს.

მერაბ ქვარაია

25 მაისი 2020, 14:14

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, რატომ არ ესწრებიან სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა, რამდენად ირებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

25 მაისი 2020, 14:13

რეგიონი

გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

გუდაურში კაფე ვიტამინი დაიწვა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არ არიან არც დაშავებულები. სპეციალური სამსახურები ახლა იმის დადგენას ცდილობენ თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარ ფაქტზე საგანგებო სიტუაციების სამსაურში აცხადებენ, რომ შეტყობინება ხანძრის შესახებ არ შესულა,

გურამ მაჭარაშვილი

25 მაისი 2020, 14:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში ჩვენთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს

„ამ ანგარიშს როდესაც წაიკითხავ, ორი განცდა შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს. ვეთანხმები ბატონ ანრის იმაში, რომ კარგი იქნებოდა აქ ყოფილიყვნენ ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ პერიოდში არის ასეთი ტიპის დანაშაულები ჩადენილი და შემდგომ, ახლა ჩვენ გვიწევს როგორც ხელისუფლებას ადამიანების მიმართ არა მხოლოდ თანხით ამ ყველაფრის ანაზღაურება, არამედ - მორალურადაც“.

25 მაისი 2020, 14:07

COVID19

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტს გაწერენ

დღეს რეაპუბლიკური კლინიკიდან 5 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, ხოლო ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება. ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ რესპუბლიკურ კლინიკას კოვიდინფიცირებულები უახლოს მომავალში აღარ ეყოლება.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:02

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სოფო კილაძე

25 მაისი 2020, 13:57

პოლიტიკა

სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

25 მაისი 2020, 13:54

კულტურა

Pixar-მა პირველად გადაიღო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი გეია

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. ეს ანიმაციური სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მულტფილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.

25 მაისი 2020, 13:50

COVID19

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების, 17 მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფექცია 115 ადამიანს დაუდასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

25 მაისი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება შეფასება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

მარია ზახაროვა

25 მაისი 2020, 13:35

პოლიტიკა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

25 მაისი 2020, 13:30

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.260 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.