imedi /  08 მაისი 2020, 16:01 / სანდო წყარო

კახა კალაძე: თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი

კახა კალაძე

კახა კალაძე

2020 წელს დედაქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და გამწვანების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თბილისის მერმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე, პროექტის ავტორს, თემურ ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა.

„ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. იმ ყველაფერს, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. 2020 წელს ქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.

შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

პროექტის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, ამ დრომდე არ არსებობდა თბილისის გეოგრაფიულ-კლიმატურ გარემოზე მორგებული ხე-მცენარეების სპეციალური ნუსხა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეების შერჩევა აღნიშნული ნუსხის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი კვლევები ჩატარდება, რასაც შემდგომში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის გაშენება-რეკულტივაციის პროცესი მოჰყვება.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2021, 20:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, მაგრამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ

მესმის რთულია, ყველა ნერვებზეა, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პარტიებს შორის, სხვადასხვა მოსაზრებებია, მაგრამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

უილიამ შეტნერი

25 სექტემბერი 2021, 19:56

ტექნოლოგიები

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

25 სექტემბერი 2021, 19:35

რეგიონი

ხობის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

25 სექტემბერი 2021, 19:09

ტაბლოიდი

მონაკოს პრინცი Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა

მონაკოს პრინცი ალბერტ მეორე Planetary Health-ის გალა შეხვედრაზე ამერიკელ მსახიობ შერონ სტოუნთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ Paris Match წერს. გამოცემის ცნობით, პრინცის ცოლი შარლენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დრომდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.

25 სექტემბერი 2021, 19:03

რეგიონი

პანკისის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

პანკისში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, - ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ელექტროენერგიის აღსადგენად, სამუშაოები მდინარე ალაზანზე წყლის დაკლებისთანავე დაიწყო და ამ დროისთვის, სრულად დასრულებულია.

25 სექტემბერი 2021, 18:40

კულტურა

ერთი დღით, მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ჩამონათვალი სრულად

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 28 სექტემბერს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.

ტატო გრიგალაშვილი

25 სექტემბერი 2021, 18:27

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში, ძიუდოს ტურნირზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

აბელ აბესაძე

25 სექტემბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

აბელ აბესაძე კასპში მომხდარ ინციდენტზე: კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალებაა, შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად,შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას.

ამირან გამყრელიძე

25 სექტემბერი 2021, 17:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

25 სექტემბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გაეროში ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა იმ ქვეყნის სახელით, რომელიც პარტნიორია რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში

პრემიერ-მინისტრმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საერთაშორისო რეიტინგებიდან გამომდინარე იმ რეალური პროცესის საფუძველზე, რომელიც მარტო ჩვენთან არ კეთდება და მარტო ჩვენთვის არაა თვალსაჩინო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროში სიტყვის გამოსვლის შეფასებისას განაცხდა.

გიორგი ხელაშვილი

25 სექტემბერი 2021, 17:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: 30 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში

პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. „პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ვარაუდი გამართლდა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია კასპში მოაწყო

„ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგი პროვოკაცია მოაწყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 16:53

მსოფლიო

გერმანიაში ანგელა მერკელის გამოსახულებით ოქროს მონეტები გამოუშვეს

გერმანიის ონლაინმაღაზიამ გასაყიდად გამოიტანა ოქროს მონეტები, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული. ოქროს მონეტა გერმანიის კანცლერის 16 წლიან საქმიანობას მიეძღვნა.

25 სექტემბერი 2021, 16:43

მსოფლიო

უკრაინამ ქაბულიდან 100-მდე ადამიანი გაიყვანა

უკრაინამ ქაბულიდან კიევში კიდევ 96 ადამიანი ჩაიყვანა. რეისზე, უკრაინის მოქალაქეებთან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებთან ერთად, ვატიკანის თხოვნით ევაკუირებული 18 სტუდენტი და კანადის 2 მოქალაქეც იყო.

25 სექტემბერი 2021, 16:39

საზოგადოება

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელ ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2021, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცაგერში „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს და მანქანის კი არა, კენჭსაც არავის მისამართით არ გაისვრიან

„როგორ გულდასმით აქვს გამჯდარი გახარიას „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ატეხეს დილიდან ამბავი, ცაგერში კანდიდატის მანქანას ესროლესო“, - წერს, ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის” მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მამუკა მდინარაძე

25 სექტემბერი 2021, 15:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც იცი, რომ ადამიანს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მის მიმართ პროვოკაციას ახორციელებ, ამაში მორალი არ არსებობს

„ძალადობას არაფერი ამართლებს, მაგრამ რა იყო ამ ძალადობის საფუძველი და რამდენად ამორალურია პროვოკაციის ხასიათი, როდესაც იცი, რომ ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ადამიანს და მაინც და მაინც მის მიმართ ახორციელებ პროვოკაციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, ამაში მორალი არ არსებობს, ამაში არის მხოლოდ ამორალურობა“ - განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, დმანისის ინციდენტზე საუბრისას.

25 სექტემბერი 2021, 15:39

COVID19

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ

იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ.

გიორგი ვოლსკი

25 სექტემბერი 2021, 15:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი, ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.