imedi /  08 მაისი 2020, 20:39 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის გული და ფილტვებია

კახა კალაძე

კახა კალაძე

მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის გული და ფილტვებია და ახლა ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დიდი ფართობი გადამხმარია, ხოლო გადამდები დაავადება ჯანსაღ ფიჭვებსაც ანადგურებს, ამიტომ ეს პროექტი სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბურია. კვლევები ჯერ დასრულებული არაა, ვინაიდან საუბარია დიდ ტერიტორიაზე - 700 ჰექტარზე. მთაწმინდის ფერდი მძიმე მდგომარეობაშია, არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. დაწყებული გვაქვს მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით, განხორციელდა კონკრეტული პროექტები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა. „ქართუმ“ ამ პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის გული და ფილტვებია და ახლა ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დიდი ფართობი გადამხმარია, ხოლო გადამდები დაავადება ჯანსაღ ფიჭვებსაც ანადგურებს, ამიტომ ეს პროექტი სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ორი წლის წინ შევიმუშავეთ სპეციალური ნუსხა, სადაც გაწერილია ყველა ხე-მცენარე, რომელიც ხარობს ამ კლიმატურ პირობებში და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა კალაძემ.

მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ქართუა“. მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მილიონი ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

ყველა სიახლე

არმენ გრიგორიანი

24 სექტემბერი 2021, 16:36

მსოფლიო

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს და მაღალ დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა გამართოს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია

„ისაა თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაა ქალი, ვინც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა.

24 სექტემბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია იყენებს სიძულვილის ენას - ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი

„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 16:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:10

COVID19

შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ერთდროულად

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას პროვოკაციაზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

24 სექტემბერი 2021, 16:04

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დასაქმების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:49

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“

„დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი“, რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი“. საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ „სინოვაკი“. ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი“ შემდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია „კოკაინზე“ გახარიამ თავად წამოიწყო

„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა“,- განაცხადა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:45

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება

„რეგიონების მიხედვით, დადებითობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია, თუმცა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული ტარიღისთვის დაიწყება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 15:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს

„მაგრამ, დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არისსაკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია

„საერთო ჭრილში ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი განსხვავებები არის რეგიონებში, შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე თუნდაც კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, უნდა იყოს ადეკვატური ასევე რეგიონების ჭრილში. ყველა სამსახური, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სსიპ მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნა, რათა შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:32

COVID19

შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს. რას ამბობს მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უწყების დავალებით, შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი

„ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული

„არცერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:14

სპორტი

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

24 სექტემბერი 2021, 15:12

მსოფლიო

ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ნიგერიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც, კადუნის შტატში, 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი იმ 50 პირს შორის არიან, რომელთაც ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებას ედავებიან. ეჭვმიტანილები სხვადასხვა დაჯგუფების წევრები არიან.

24 სექტემბერი 2021, 14:51

ეკონომიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.