imedi /  11 მაისი 2020, 15:18 / სანდო წყარო

საბავშვო ბაღებში არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

კახა კალაძე საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღებში არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს მთაწმინდის რაიონის 172-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც მშობლებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების გადაცემის პროცესს გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

„მოგეხსენებათ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვებს ის საკვები, რაც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ არამლფუჭებადი პროდუქტების სახით, შეგვეგროვებინა და მშობლებისთვის გადაგვეცა, რათა მათ საკუთარ შვილებს საჭმელი სახლში მოუმზადონ. ამჟმად ამ პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს“, - განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროეტის განხორციელებაში. კალაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური პროგრამა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

არამლფუჭებადი პროდუქტების ნუსხა 11 დასახელების საკვებისგან შედგება. აღნიშნული პროდუქტებით უკვე 55 ათასმა მშობელმა ისარგებლა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2021, 14:17

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში

„ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი. ასევე, ამ შედეგებით, საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილები მყარი უმრავლესობით. კვლევები ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. კირთაძე, ვარშალომიძე - ესენი ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან, იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მე მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“, - აცხადებს რიჟვაძე.

20 სექტემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

კარი ჰენრიკსენი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიურად განხორციელების მაგალითია

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიკსენი 18-19 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს აჯამებს.

20 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 სექტემბერი 2021, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთანაც ბუსტერ დოზებზე ვისაუბრებთ

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ-დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:27

COVID19

თამარ გაბუნია: როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ვაქცინაციას აზარალებს

როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ვაქცინაციის ვაქცინაციას აზარალებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბილბორდებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დასადგენია, დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, როდესაც ვაქცინაციის ბანერები პოლიტიკური ხასიათის ბანერებით ჩანაცვლდა.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება

ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია

„ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია. რა თქმა უნდა, ორსული ქალები იცრებიან, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:15

COVID19

თამარ გაბუნია: კვირას 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაზე: შედეგების შეფასებისთვის, ერთი თვე მაინც უნდა დავაკვირდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სულ მცირე, ერთი თვის გასვლა მაინცაა საჭირო იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ეფექტი გამოიწვია ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:11

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით ეს აცრა ჩვენთვის იქნება ნებაყოფლობითი, მოქალაქის გადაწყვეტილებით. სხვაგვარი მოდელი ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

20 სექტემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

შს სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა​ ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

20 სექტემბერი 2021, 13:10

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჩინეთსა და აშშ-ს მოუწოდებს, ახალი ცივი ომი თავიდან აიცილონ.

20 სექტემბერი 2021, 12:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

შალვა პაპაუშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საია-ის სარჩელი არის აბსურდული

საია-ის სარჩელი არის აბსურდული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში გვქონდა მსჯელობა, თუ როგორ არის საზღვრები გადანაწილებული. ეს არის პოლიტიკური თანხმობის ნაწილი და ამაზე ყველა შევთანხმდით, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2021, 12:56

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.

20 სექტემბერი 2021, 12:48

თავდაცვა

სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა

კულმინაციური წვრთნები ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელიც თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

20 სექტემბერი 2021, 12:41

ტაბლოიდი

ბრიტანეთში შემოდგომის ბუნიაობა ასობით ადამიანმა გაშიშვლებით აღნიშნა

ამ მოვლენის აღსანიშნავად 800-ზე მეტი კაცი და ქალი ჩრდილოეთის ზღვის პლაჟზე გაშიშვლდა და წყალში შევიდა. ეს ტრადიციული ღონისძიება უკვე მეცხრედ იმართება. ამ დღეს შეგროვილი თანხა კი მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაცია MIND-ს ერიცხება.

20 სექტემბერი 2021, 12:37

საზოგადოება

საქართველოს პოლონეთის წამყვანი ონლაინგამოცემებისა და რადიოკომპანიების ჟურნალისტები სტუმრობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთიდან მორიგ პრესტურს მასპინძლობს. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი საქართველოს ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მეგის ქარდავას, ისევე როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს, დღემდე ჰგონია, რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანის ღირსების შელახვა, იყო კარგი და სწორი

„​ჩახედეთ სოციალურ ქსელს, როგორი ნარატივის შემოტანა სურთ: კი მაგრამ, იყო თუ არა ის დამნაშავე?; იქნებ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ცოტა ზედმეტი ძალა გამოიყენა; იქნებ ის ადამიანი, ვინც აწამა მოღალატე და საწამებელი იყო? აი ასეთ თემებზე მსჯელობენ. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა დანაშაულს არ აღიარებს, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან დღემდე ჰგონია (როგორც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფს), რომ ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო წამება და ადამიანის ღირსების შელახვა, იყო კარგი და სწორი სისტემა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

20 სექტემბერი 2021, 12:28

რეგიონი

დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემები შენდება

ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის - ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, აბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას.