imedi /  12 მაისი 2020, 15:42 / სანდო წყარო

ავსტრიის პრესის სააგენტო (APA): პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ამ სათაურით ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას აქვეყნებს. მასში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

"იანვრის დასაწყისშივე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინო ზონებში გადაჰყავდათ", - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური აპლიკაცია „Stop COVID“ დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

„ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან.

სტატიის დასასრულს, ნათქვამია, რომ „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი“.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 მაისი 2026, 13:07

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით უკმაყოფილოები არიან

სააგენტო Bloomberg-ი ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.

მამუკა მდინარაძე

12 მაისი 2026, 13:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს

დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 12:40

საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.

შიო III

12 მაისი 2026, 12:37

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა

აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 12:11

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ზელენსკიმ 2019 წელს პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, - განაცხადა ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა.

12 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე: აი თქვენი დედაც მოვ***ნ რა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

12 მაისი 2026, 11:56

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:54

პოლიტიკა

საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:49

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

12 მაისი 2026, 11:48

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

12 მაისი 2026, 11:28

საზოგადოება

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 11:03

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის, იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.

12 მაისი 2026, 10:29

პოლიტიკა

პატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

ახლადარჩეული პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 10:21

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკი 2022 წელს ომის შესაჩერებლად მზად იყო დონბასიდან უკრაინული ჯარი გაეყვანა.

12 მაისი 2026, 10:08

კულტურა

„ბზიკები“ ევროვიზიაზე დღეს წარდგებიან

ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები წარდგებიან.

12 მაისი 2026, 10:04

საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს. LIVE

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყო.

მარკო რუბიო ჯეი დი ვენსი

12 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კარგი კანდიდატები იქნებოდნენ - „ეს იდეალური იქნებოდა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მომავალში პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კარგი კანდიდატები იქნებოდნენ.

12 მაისი 2026, 09:09

საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაციისთვის ემზადებიან

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყება.