IMEDI /  13 მაისი 2020, 13:06 / სანდო წყარო

„შრომის კოდექსი“ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს

საქართველოს შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. პროექტი ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

კანონპროექტის თანახმად, დისკრიმინაცია ნიშნავს განზრახ ან გაუფრთხილებლობით, პირის განსხვავებას, გამორიცხვას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალული ნებისმიერი ნიშნით ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

პირდაპირია დისკრიმინაციაა, როდესაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ადგილი აქვს არათანაბარ მოპყრობას სხვა პირთან შედარებით, რომელიც არის, იყო ან შესაძლოა გამხდარიყო ანალოგიურ ან მსგავს მდგომარეობაში უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. კანონპროექტით განისაზღვრება

კანონპროქტის თანახმად დამსაქმებლის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა.

შევიწროება, მათ შორის, სექსუალური შევიწროება წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, როდესაც არასასურველი ქცევა მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

კანონპროექტის მიხედვით, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

კერძოდ, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

კანონპროექტით იკრძალება დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით, საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

ყველა სიახლე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

14 ივლისი 2024, 12:26

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სენატორმა შაჰინმა დამკვირვებლად უნდა ჩავიდე საქართველოშიო, ის რაც ტრამპის მიმართ განახორციელეს, ჯერ სასამართლო დევნა, ზიზღის კამპანია და ბოლოს სასიკვდილოდ გამეტება, სამართლიანი საარჩევნო გარემოს კლასიკური ნიმუშია?

ახლაც თქვან ვიღაც უტვინოებმა და ტვინიანმა აგენტებმა, რომ კობახიძისთვის ფიცოს ბედის გაზიარების მინიშნება ევროკომისრის მიერ სერიოზული არ იყო, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

კახა კალაძე

14 ივლისი 2024, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა - საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი

14 ივლისი 2024, 12:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებაზე: რეპრესიებს და ცეცხლის ალს გვპირდებიან, აი ეს აერთიანებს ამ ხალხს

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რა სახის დამოკიდებულება იყო ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რა სახის ლანძღვა-გინება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

14 ივლისი 2024, 12:02

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200 ბავშვი გახდა.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:32

პოლიტიკა

პრემიერი: გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2024, 11:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო - დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით

„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება - გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“ - წერს მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2024, 11:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით - ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ფოტო: FACEBOOK

14 ივლისი 2024, 11:08

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით არის მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში, სინამდვილეში კი აშკარად ჩართულია ქვეყნის დესტრუქციული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში

როგორც საჯაროდ ცნობილია, NDI გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიით არის მოვლენილი ჩვენს ქვეყანაში, სინამდვილეში კი აშკარად ჩართულია ქვეყნის დესტრუქციული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2024, 11:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნეოლიბერალებმა, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთის უმაღლეს ზღვარს მიაღწიეს

არტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- ის წინასაარჩევნო პერიოდს და განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ექსპერტის თქმით, ბაიდენს ლეგალური გზებით ტრამპის დასჯა არ გამოუვიდა, შესაბამისად დემოკრატებს არჩევნების მოგება დარჩათ, რისთვისაც „ბინძური თამაშები“ სჭირდებათ, მათ შორის პირის ფიზიკური ლიკვიდაცია და ამისთვის, უკვე დაიწყეს პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოქალაქეებზე.

შალვა პაპუაშვილი

14 ივლისი 2024, 10:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

„ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკაში და ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი თანაგრძნობა მასთან და მის ოჯახთანაა.

დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2024, 10:46

მსოფლიო

მაკრონი ტრამპის მიტინგზე თავდასხმის შესახებ: ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

ნინო ფოჩხუა

14 ივლისი 2024, 10:42

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

14 ივლისი 2024, 10:33

მსოფლიო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი. ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გაანეიტრალა საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელი.

14 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: მანამდე სლოვაკეთის პრემიერი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ამდენი შემთხვევითობაა თუ გამიზნულად მოქმედებენ მარცხისთვის განწირული, მაგრამ უკვე ყველაფერზე წამსვლელი გარკვეული ძალები?

სკანდალი თუ ძალიან საშიში ფაქტი? დონალდ ტრამპს ესროლეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ის აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას აპირებს, იმ პოლიტიკის, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, - ამის შესახებ ექსპერტი და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

14 ივლისი 2024, 10:01

სპორტი

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება

დღეს, 14 ივლისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთის წინაშე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები წარდგებიან.

14 ივლისი 2024, 09:56

სამართალი

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო.

14 ივლისი 2024, 09:53

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 ივლისი 2024, 09:35

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას - პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს სროლას, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა.

14 ივლისი 2024, 09:20

მსოფლიო

სროლა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე. ფოტოგალერეა

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

14 ივლისი 2024, 09:18

მსოფლიო

მიტინგზე სროლის შემდეგ, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. ვიდეო

მიტინგზე სროლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ.