imedi /  15 მაისი 2020, 00:54 / სანდო წყარო

საქართველოს ელჩი იტალიაში: სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია

კონსტანტინე სურგულაძე

კონსტანტინე სურგულაძე

იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა შემცირებულია - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა. „22 მაისს დანიშნულია კიდევ ერთი სპეცრეისი, რომელზე მოთხოვნაც 85%-ით არის შემცირებული. ადრე თუ იყო ათასზე მეტი მსურველი, დღეს არის დაახლოებით 200-ზე ნაკლები" - აცხადებს სურგულაძე.

მისი თქმით, მოთხოვნის შემცირება იტალიაში ვითარების გაუმჯობესებამ განაპირობა. 18 მაისიდან იხსნება არაერთი საწარმო და მაღაზია. მოქალაქეები სამუშაოს უბრუნდებიან. „ბევრმა ქართველმაც დაიწყო მუშაობა და შესაბამისად, მათ აღარ აქვთ ის პრობლემები, რაც ადრე. ბევრად ნაკლები ადამიანი მოგვმართავს დახმარებისთვის და ის დადებითი ტენდენცია, რაც უკავშირდება პანდემიას, აისახება ქართველებზეც" - აცხადებს ელჩი.

დიპლომატის თქმით, ჯერჯერობით რთულია პროგნოზი, როდის იქნება შესაძლებელი იტალიაში მოგზაურობა. „ცოტა ხანში ალბათ გაიხსნება შიდა ტურიზმი. მიდის მსჯელობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორი ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეთ ტურიზმთან დაკავშირებით. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება შესაძლებელი იტალიაში ტურისტულად მოგზაურობა. დღეს ვითარება არის უკეთესი. საერთო რაოდენობა ინფიცირებულების 223 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 31 ათასზე მეტი, თუმცა გარდაცვლილების რაოდენობა ყოველდღე კლებულობს. დღეს ეს რიცხვი იყო 262, რაც სამწუხაროა, მაგრამ სტატისტიკურად ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც იყო ადრე" - აცხადებს საქართველოს ელჩი იტალიაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სამი მთავარი შინაგანი წესი არის ერთგულება, მადლიერება, სიმართლე

„როცა გარკვეული ცდუნება გაქვს ადამიანს ან რაღაც შინაგანი შფოთვა, ყოველთვის უნდა იხელმძღვანელო {შინაგანი წესით} ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვდივარ, რაც ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და ყოველთვის მშველის“, - განაცხადა პრემიერმა.

26 სექტემბერი 2021, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ალბათ არ ვიმსახურებ ორჯერ პრემიერ-მინისტრობას, თუმცა ეს პასუხისმგებლობაა. სხვა ალტერნატივა არ მაქვს, გარდა იმისა რომ ბოლომდე დავიხარჯო

„ამიტომ, სხვა ალტერნატივა არ მაქვს, გარდა იმისა რომ ბოლომდე დავიხარჯო და ყველა ის საქმე ბოლომდე მივიყვანო, რაც გააზრებული, ნაფიქრი მქონდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს, შემდეგ პერიოდში და ახლა, როცა უკვე განახლებული ენერგიითა და ხედვით დავბრუნდი ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება

რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო-ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა

ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება

„პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ, რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ - შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერობის პირველი ვადის დროს უფრო მიმნდობი ვიყავი, მათ შორის ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ

„როცა გადავდექი, მეორე დღეს უჩვეულო შფოთვა მქონდა და მაშინ გავაანალიზე, რომ აღარ მიწევდა ფიქრი, ზრუნვა მიმდინარე ყოველდღიურ საკითხებზე. პასუხისმგებლობა რომ მოვიხსენი ეს იყო უჩვეულო სტატუსი და რეჟიმი ჩემთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ, როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი შეცდომებით, თავისი ხედვით, მიზნებით, ოცნებებით და თავისი მიღწევებით. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე, ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, მშობლებზე, მეგობრებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გივი ჩხარტიშვილი; კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, მეტ სიახლეს და უფრო თანამედროვე ქალაქს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. ონლაინ შეხვედრას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილიც ესწრება. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დიდუბის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

26 სექტემბერი 2021, 21:51

რეგიონი

დმანისის მერის შეუსრულებელი დაპირებები და ჩაშლილი ტენდერები - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

განხორციელებული ცვლილებები დმანისის ცენტრალურ ქუჩაზეც კი არ იგრძნობა, თუ არ ჩავთვლით მუნიციპალიტეტის შენობას, რომელიც იქაურობის ფონზე თვალში საცემია. ყველაფერი იქ თავად ჰყვება ამბავს, რომ მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ქალაქისთვის არაფერი გააკეთა. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სტატუსით არჩევნების მოგებიდან მალევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო მისი მერობის პერიოდის უცნაური ტენდერებია.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და დემოკრატიულ პროცესს

„კონკურენცია თავისთავად იწვევს ერთგვარ დაძაბულობასაც და ამ ფონს ემატება ის, რომ გვყავს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტია როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფერებსა და ნომრებში შეფუთული მისი სატელიტები, თუმცა არის რეალური არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეა წულუკიანი

26 სექტემბერი 2021, 21:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

„წინასაარჩევნო გარემო წელს პრინციპში არის განსაკუთრებული და ორიგინალური, რადგან მმართველი სახელისუფლებო პარტია ვართ ველზე, ვმუშაობთ, ვხვდებით ამომრჩეველს, ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოზურგეთში ყოფნა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები პასიურობენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არჩევნები კი არა, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი აინტერესებთ. მათ სურთ, როგორმე მიაღწიონ დესტაბილიზაციას და ჰქონდეთ საბაბი, რომ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მელიაზე: ტყუილში აცხოვრებენ ამომრჩეველს და ბოლოს, ალბათ, ერთმანეთის გამხნევებასაც დაიწყებენ

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება - თითქოს, ხელისუფლებამ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ბოჟაძის განმარტებით, წლიდან-წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილში აცხოვრებს ამომრჩეველს და ბოლოს, ერთმანეთის გამხნევებას დაიწყებენ.

სოზარ სუბარი

26 სექტემბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ რეფერენდუმზე, რომელიც თვითონაც ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა და დღეს უკვე მგონი, ამას ვერ ლაპარაკობენ, უკვე შეწყვიტეს ლაპარაკი. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის მთავარი დესტაბილიზატორი ამ ქვეყანაში და არ მოსწონდა მშვიდი გარემო, სიტუაციის არევა სცადა. ამის ნათელი მაგალითი იყო ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომა, მაგრამ მთლიანობაში, ამით ვერაფერს მიაღწევენ“,- განაცხადა სუბარმა.

ანუკი არეშიძე

26 სექტემბერი 2021, 21:21

საზოგადოება

ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე: მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს

მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით, - განაცხადა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თავისი მეუღლეზე, კახა კალაძეზე საუბრისას „იმედის კვირის“ სიუჟეტში. „იმედის კვირა“ მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ოჯახში ესტუმრა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 21:18

ტაბლოიდი

კახა კალაძე „მილანზე“: ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო

„ყოველდღე მიწევდა დამტკიცება, რომ ვიყავი საუკეთესო“, - იხსენებს კალაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო

26 სექტემბერი 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლა შეაფასეს

„საქართველო არის საკვანძო გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანა და განაპირობებს ძალიან ბევრ პროცესს, რომელიც მომავალში შეიძლება განვითარდეს. მით უმეტეს, თუ კი მოლაპარაკებები განვითარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - ამბობს ვოლსკი.

26 სექტემბერი 2021, 20:42

საზოგადოება

სავარაუდო ფარული ჩანაწერებით პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ამბოხი მზადდებოდა - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

„იმედის კვირის“ მიერ სიუჟეტში წარმოდგენილი ინფორმაცია იმ კრებსებს ეყრდნობა, რომელიც დაზუსტებული არ არის, თუმცა სანდო წყარო ირწმუნება, რომ ის იმ დოკუმენტებიდანა, რომელთა ნაწილიც რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაასაჯაროვეს. ინფორმაცია, რომელსაც წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტები შეიცავს ყურადსაღებია. ამიტომ, „იმედის კვირამ“ მათი ნაწილის გასაჯაროება და მათი შინაარსის იმ ადამიანებთან გადამოწმება ცადა, რომლებიც კრებსების მიხედვით, დიალოგის მონაწილეები იყვნენ.

26 სექტემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

რას ამბობენ თვითმხილველები დმანისში მომხდარ ინციდენტზე

„იმედის კვირა“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს შეხვდა, რომლებმაც გაიხსენეს, რამ გამოიწვია დაპირისპირება. ამასთან, შემთხვევის ადგილთან ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს როგორ იწყებს დაპირისპირებას ქალბატონი, რომელიც ზურგიდან უახლოვდება სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს და უმიზეზოდ ურტყამს ხელებს ზურგში.

ლიუის ჰემილტონი

26 სექტემბერი 2021, 20:01

სპორტი

ლიუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ში თავისი მეასე რბოლა მოიგო🏎️🏆

გამოცემის ინფორმაციით, ჰემილტონისთვის ეს ფორმულა 1-ში საიუბილეო, მეასე გამარჯვებაა. მეორე ადგილი რბოლაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მესამე კი კარლოს საინსი გახდა („ფერარი“).

მხედვარი ჰენრი კევილი

26 სექტემბერი 2021, 19:30

კულტურა

Netflix-მა „მხედვარის“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

მეორე სეზონი 8 სერიისგან შედგება. მთავარ როლებს სერიალში ჰენრი კავილი, ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი ასრულებენ. მეორე სეზონი Netflix-ზე 17 დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.