www.imedi.ge /  15 მაისი 2020, 01:17 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო მოგზაურებთან მიმართებაში მიდგომები შეიცვლება

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

დღეს შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ, რომ საერთაშორისო მოგზაურებთან მიმართებაში მიდგომები შეიცვლება. ჩვენ გვექნება ჩამონათვალი იმ მოთხოვნების, რომელი დოკუმენტების წარდგენაც და მოუწევთ საერთაშორისო მოგზაურებს, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია ერთობლივად და ეფექტურად ამოქმედდეს საქართველოს ყველა იმ წერტილსა და ლოკაციაზე, სადაც ტურიზმი აქტიური იყო, ან ახლა ვითარდებოდა.

„დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ფაქტობრივად, გადაწყვეტილებები ყველა მიმართულებით უკვე მიღებულია. შიდა უწყებებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკრეტული დეტალების დაზუსტება და ამიტომაც არ მინდა მოვლენებს გავასწრო, თუმცა მომდევნო კვირის დასაწყისში ჩვენ მზად ვიქნებით უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ. ერთს ვიტყვი, რომ ყველა ის აქტივობა და მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, გატარდება ჩვენი ქვეყნის ყველა საზღვარზე, იქნება ის სახმელეთო თუ საჰაერო საზღვარი.

ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვექნება ასევე შემუშავებული პროგრამა, როგორ შევუწყოთ ხელი კერძო სექტორს, რომ ძალიან სწრაფად მიიღოს აღნიშნულ რეგულაციებზე რეაგირება და დანერგოს ის“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოდან სამოგზაუროდ წასული მოქალაქეების უკან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის საკითხსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუკი, სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული.

„როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო დერეფანზე, ის მოიცავს ორ ქვეყანას შორის მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოგზაურობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები და ეს ეხება საქართველოში როგორც შემომსვლელ, ასევე გამსვლელ ტურისტებს. იხვეწება ის ტექნოლოგიები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ მეორე, პარტნიორ ქვეყანასთან და თუკი, გვექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 17:21

რეგიონი

ორი დღით, ქარელის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდება

ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, 24 სექტემბერს 22:00 სთ-დან 25 სექტემბრის 01:00 სთ-მდე, შეზღუდვები დაწესდება - ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების ჩატარება 23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე იგეგმებოდა, თუმცა, ძლიერი წვიმის გამო, ეს განსაზღვრულ დროს ვერ მოხერხდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

24 სექტემბერი 2021, 17:19

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ნიკა მელიას დაპირისპირება არ უნდა დაეწყო - დაძაბულობა ისედაც გვაქვს, კონფლიქტები ხელოვნურად რომ არ შევქმნათ

ისეთი პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომელთა უკან ასობით ათასი ამომრჩეველი დგას, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ, - ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე: რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეფასდა, შსს კი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 17:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე: შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები, ამისთვის მე არა მას, არამედ საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს

მოვიდა [გიორგი გახარია], შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, გავეცი სიტყვიერი პასუხი, სადაც იყო შეურაცხყოფის მკაფიო ნიშნები, ამისთვის მე არა მას, არამედ საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 17:06

სპორტი

თეა წულუკიანმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სამინისტროში უმასპინძლეს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მინისტრმა მათგან სპორტის ამ სახეობაში არსებული სიტუაციისა და გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

24 სექტემბერი 2021, 17:04

საზოგადოება

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს, შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: მე ვფიქრობ, რომ მისი ქცევა არის ძალიან არასერიოზული. პირველ რიგში, ეს აჩენს ეჭვებს, ყველა საჯარო მოხელეს და პარლამენტის წევრს გავლილი აქვს ეს ტესტი

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ექიმმა ვერ იცნო დოკუმენტი, ხოლო საქართველოში დისკუსიის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გახარია არ ენდობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

24 სექტემბერი 2021, 16:51

მსოფლიო

„თალიბანი“ ავღანეთში დამნაშავეების ფიზიკური დასჯის პრაქტიკის აღდგენას გეგმავს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში ფიზიკური დასჯის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს „თალიბანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდინ ტურაბიმ განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ რუსთავის ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

24 სექტემბერი 2021, 16:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელ, დუმიტრუ ალაიბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

24 სექტემბერი 2021, 16:43

COVID19

ბრიტანეთში, რამდენიმე კოვიდგადატანილ ადამიანს თმის საღებავზე ალერგიული რეაქცია განუვითარდა

ბრიტანელი სტილისტები კოვიდგადატანილ პაციენტებში თმის საღებავთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე ალაპარაკდნენ. სპეციალისტების თქმით, რამდენიმე კლიენტს დამწვრობისა და გამონაყარის მსგავსი რეაქციები განუვითარდა.

არმენ გრიგორიანი

24 სექტემბერი 2021, 16:36

მსოფლიო

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან ურთიერთობები ეტაპობრივად დაარეგულიროს და მაღალ დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა გამართოს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მისი პარტიის საარჩევნო სიაშია

„ისაა თბილისის საკრებულოს სიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ვინაა ქალი, ვინც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა.

24 სექტემბერი 2021, 16:24

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილსა და მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, მარია კარაპეტიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 16:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია იყენებს სიძულვილის ენას - ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი

„საერთო სურათი იცით როგორია, ჩვენ გვაქვს პოზიტიური კამპანია, პროგრამები თითოეული მინუციპალიტეტისთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგია, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ეს ხდება არა მხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ ეს ხდება ტელევიზიაში და ამას ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ეს არის მათი ხელწერა და დღის წესრიგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2021, 16:11

COVID19

ამირან გამყრელიძე: 500 ორჯერადად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, ამიტომ მადლობა მათ, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ სხვებსაც მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ

თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის გამოყენების მაჩვენებელს, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

24 სექტემბერი 2021, 16:10

COVID19

შეიძლება თუ არა გრიპისა და კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ერთდროულად

გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას პროვოკაციაზე: ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს არჩევნები. რაც შეეხება გამოხმაურებებს, სხვათა შორის, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირის საელჩოს გამოხმაურებას გუშინდელ პროვოკაციაზე. - განაცხადა პარტია ,,ქართული ოცნების’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერის, ნიკა მელიას მხრიდან ირაკლი კობახიძის მისამართით დაგეგმილ პროვოკაციაზე.

24 სექტემბერი 2021, 16:04

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დასაქმების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების კვირეული გაიმართა. სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც ჩაერთო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კვირეული ონლაინ ფორმატში ჩატარდა.