imedi /  15 მაისი 2020, 12:40 / სანდო წყარო

როგორ მიიღებენ ერთჯერად დახმარებას თვითდასაქმებულები

თამარ ბარკალაია

თამარ ბარკალაია

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კონპენსაციის მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ისაუბრა.

კომპენსაციის მიმღები პირები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს უნდა ეწვიონ, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ.

დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან, ამ რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ ავტომატურად დაერიცხებათ შესაბამისი კომპენსაცია.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებულები და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები; პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროების მტკიცებას წარდგენა, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე, ეს პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე - საკონტაქტო მონაცემები, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. გარდა ამისა, უნდა ატვირთოს მაგალითად - რომელიმე შემდეგი დოკუმენტი - გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება - ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა ინდენტიფიცირება, ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა.

ასევე, 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი.

მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა, ან ლიცენზია - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა და/ან შემოსავალი. ასევე - ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებენ ეკონომიკურ სარგებელს, განაცხადს განიხილავს დასაქმების სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია.

მიღებული ანგარიში დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ ადამიანებს, რომელთაც ელექტრონული რეგისტრაციის გავლის საშუალება არ აქვთ, შეუძლიათ, მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე: აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ, თუ საჭიროა დიპლომატებსაც

ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ.

20 სექტემბერი 2021, 15:30

მსოფლიო

რუანდაში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს კაცი, რომლის გმირობაზეც 2004 წელს ფილმი გადაიღეს

რუნდაში პოლ რუსეზაბაჯინა ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერაში, რომელთაც 2018 წელს ადამიანები დახოცეს. მსჯავრდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ პროცესი უსამართლოდ წარიმართა.

20 სექტემბერი 2021, 15:26

რეგიონი

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კახეთში 15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

20 სექტემბერი 2021, 15:19

სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

პური

20 სექტემბერი 2021, 15:18

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ახალშობილებში თანდაყოლილი დეფექტების პრევენციის მიზნით ფქვილს ფოლიუმის მჟავას დაუმატებენ

ინიციატივის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფქვილის გამდიდრებას ნეგატიური ეფექტი ექნება, ისეთი როგორც ვიტამინ B12-ის დეფიციტის შენიღბვა ან მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის გაზრდაა. თუმცა მთავრობის მრჩეველთა დამოუკიდებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ ამ განცხადებებს მტკიცებულებები არ აქვს.

20 სექტემბერი 2021, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს.

20 სექტემბერი 2021, 15:07

COVID19

Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევები ცხადყოფს.

ნათია თურნავა

20 სექტემბერი 2021, 14:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა

„მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ღვინო, თხილი, მინერალური წყალი... ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:52

სამართალი

მალხაზ ველიჯანაშვილი: ყველა განაჩენი გასაჩივრდება, მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს

განაჩენები ყველა გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი. მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. საქართველოში ექსტრადირების შემდეგ მეგის ქარდავა რუსთავის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველმა დღეს პირველად მოინახულა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე მეგის ქარდავაზე: ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი და არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე

„იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომებსა და შეცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და იქნება ყოველთვის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს. შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რა თქმა უნდა, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნობუო კიში

20 სექტემბერი 2021, 14:45

მსოფლიო

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის, ზიზღის ენისა და მანიპულაციის წყარო არიან, გაღმა შედავების პრინციპით, სხვებს ადანაშაულებენ ამაში

ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პოზიტიური და პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი და კანდიდატები არის გამოსახული.

20 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის მერობის კანდიდატები გამოეხმაურნენ

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძე დარწმუნებულია, საბოლოო ჯამში აჭარაში ოპოზიციური ერთობა გაიმარჯვებს.

20 სექტემბერი 2021, 14:37

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი. როგორც ვებგვერდზეა მითითებული, თანხა მოიგო პიროვნებამ, რომლის ინიციალებიცაა ნ.რ. ის ბოლნისში, „სინოფარმით“ აიცრა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს

სიძულვილის, აგრესიის ენის გავრცელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ბანერებზე, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, მათ გადააკრეს ბანერი, სადაც ეწერა: „მოდი რეფერენდუმზე“ და ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

ნანა კაკაბაძე

20 სექტემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ომბუდსმენი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა, რომლებიც ავრცელებენ ფაილებს, ის აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის არის საჭირო

„მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, უფლებადამცველები ამ ქვეყანაში დუმან. უპირველეს ყოვლისა დუმს ომბუდსმენი, რომელიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც 17 სექტემბრიდან დღემდე არ მოიშალეს უკანონო ქმედებები და ეტაპობრივად ავრცელებენ სხვადასხვა ფაილს. ლომჯარია აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის და ორიენტაციისთვის არის ეს საჭირო“, - აცხადებს კაკაბაძე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 14:28

COVID19

თამარ გაბუნია: „მიუ“ შტამი ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი, ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან

„მიუ“ შტამი ჯერჯერობით კვლავაც რჩება დაკვირვების საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. ეს ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან. რამე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან. “მიუ“ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მიხეილ სარჯველაძე

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საიას კონსულტაციები სარჩელზე სახელისუფლებო პარტიასთან არ გაუმართავს

კონსულტაციები სახელისუფლებო პარტიასთან არ გამართულა და ამის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს საია-ის სარჩელზე საუბრისას განუცხადა. სარჯველაძე აღნიშნულით გამოეხმაურა საია-ის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ ამ თემაზე პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები გამართეს.

ნიკა სიმონიშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

საია-ის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციოს არჩევნებამდე პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად მიმართეს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ირწმუნება, რომ კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც სასამართლოს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიმართა, არავის ინტერესებს არ ემსახურება. კითხვაზე, რატომ არ გამოხატეს ოლქების საზღვრებზე ამ დრომდე პოზიცია, ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად ვისთან, საია-ს თავმჯდომარე არ ასახელებს.

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2021, 14:17

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში

„ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი. ასევე, ამ შედეგებით, საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილები მყარი უმრავლესობით. კვლევები ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. კირთაძე, ვარშალომიძე - ესენი ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან, იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მე მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“, - აცხადებს რიჟვაძე.