www.imedi.ge /  15 მაისი 2020, 15:18 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით აკადემიური წელი არ გამოცხადდება

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია, ხაზგასმით ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს დისტანციური მეთოდებით სწავლება, რომელიც სამინისტრომ, COVID-19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა.

მინისტრის განმარტებით, მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრის, აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.

„ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია, ხაზგასმით ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ისინი ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

გეგმის წარდგენისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების დანერგვამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ეკონომიკის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) ჩარჩო დოკუმენტში Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, საქართველოში განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დასახელდა. შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს ასევე მაღალი შეფასება მისცა გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამაც UNICEF).

ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams-ის პროგრამა, ონლაინ სწავლების ქართული პლატფორმა FeedcEdu და პროექტი „ტელესკოლა“.

მინისტრმა დისტანციური სწავლების თითოეული მეთოდი განიხილა და აღნიშნა, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) დახმარებით „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შექმნა Microsoft Office 365-ის 600 ათასი სამომხმარებლო ანგარიში საჯარო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ამასთან, Microsoft Teams-ის პროგრამაში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც ყველა სკოლის ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა თანაკლასელებთან ერთად ჩართული იყოს სასწავლო პროცესში. ონლაინ სწავლების უკეთ წარმართვისთვის სამინისტროს მხარდაჭერით, Microsoft Teams-ის ქართულად თარგმანზე მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, სკოლებში მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა.

რაც შეეხება ონლაინ სწავლების ქართულ პლატფორმას FeedcEdu, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა გამართულად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და მისი გამოყენებისას საჭირო არ არის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. პლატფორმა იძლევა დავალებების გაზიარების, დოკუმენტების ატვირთვა-ჩამოტვირთვის, ჯგუფური მეცადინეობის წარმართვის შესაძლებლობას და მისი გამოყენება მარტივია როგორც პედაგოგისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი „ტელესკოლა“ კი, სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად 30 მარტიდან დაიწყო.

პროექტზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ „ტელესკოლის“ განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემამ დისტანციური სწავლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე იზრუნა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები, ხოლო გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ინტერესები. ამასთან, „ტელესკოლას“ 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაემატა.

ყველა სიახლე

გონიო, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

19 სექტემბერი 2021, 23:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება

გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ქალაქი შავი ზღვის ერთ-ერთი მარგალიტი იქნება და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით აშენდება. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობენ, რათა მალე შეძლონ ახალი ქალაქის მშენებლობის დაწყებას.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:52

საზოგადოება

კახა კალაძე: მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება

„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თორნიკე რიჟვაძე

19 სექტემბერი 2021, 22:51

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი

19 სექტემბერი 2021, 22:30

საზოგადოება

კორონავირუსის შედეგად ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა

„გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2021, 22:25

საზოგადოება

კახა კალაძე: განსაკუთრებით ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ მკვიდრდება თბილისში საპარკე კულტურა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ნაძალადევის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის დროს ნაძალადევის რაიონის პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ლუსი, ნილი და ფორბსი

19 სექტემბერი 2021, 22:01

ტაბლოიდი

შოტლანდიაში 10 წლის წინ დაკარგული კატა პატრონებს დაუბრუნეს🐈

რამდენიმე დღის წინ კი ცხოველთა დაცვის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აბერდინში კატა იპოვეს, რომელსაც მიკროჩიპი ჰქონდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჩიპზე მითითებულ ნომერზე დარეკეს და ნილსა და ლუსის დაუკავშირდნენ. ფორბსი იმ ადგილის ახლოს იპოვეს, სადაც დაიკარგა.

შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა, ახლაც ამის მცდელობა აქვთ

ვერც წინ მიდიან, ვერც უკან - ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა. რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს - არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ - ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 სექტემბერი 2021, 21:30

თავდაცვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე ჯარში ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი ბიულეტენისთვის და გეჩვენებინა, რომ ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს

„2012 წლამდე ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი საარჩევნო ბიულეტენისთვის და უნდა გეჩვენებინა, რომ დადასტურებულად ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს“, - აცხადებს ჩაჩიბაია.

გური სულთანიშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:10

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობაზე: სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ

„2012 წელს ვინც იყო 10-12 წლის, ისინი უკვე დღეს აძლევენ ხმას არჩევნებში. დაახლოებით 700 თუ 600 ათასი მოქალაქეა, ვინც მაშინ პატარა იყო, ვერ ექნება მეხსიერების პოლიტიკა და ემპათია იმ პერიოდთან თუნდაც ყველაზე მძაფრთან - ეს არის ციხის კადრები. სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ, ამიტომ ამის წაშლა და ამისგან დისტანცირება უბრალოდ გამორიცხულია. ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც წყალში ცეცხლის დანთება.

მიტროპოლიტი სტეფანე

19 სექტემბერი 2021, 21:06

რეგიონი

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით

ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა. მეუფე სტეფანეს რადიკალური ზომების მიღება და ათამდე სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთა მოუხდა. არ არის გამორიცხული ორშაბათი ჭყონდიდის ეპარქიისთვის მძიმე აღმოჩნდეს. ეკლესიიდან განდევნილები ეპარქიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ.

გია გაჩეჩილაძე

19 სექტემბერი 2021, 21:01

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან

„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ინგა ბიწაძე

19 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.

19 სექტემბერი 2021, 20:35

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურს: მჯერა, რომ თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2021, 20:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ქარდავას ექსტრადიციაზე: საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, - აცხადებს წულუკიანი.

დეკანოზი შალვა კეკელია

19 სექტემბერი 2021, 20:25

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ანგრევენ, დღეს საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია

ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად, - ამის შესახებ „იმედის კვირას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ფარული მიყურადების ფაქტები ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს მასალები მედიის ხელში ხვდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ამ მასალების გამოქვეყნება ხდება.

ოთარ ფარცხალაძე

19 სექტემბერი 2021, 20:11

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად „ფეიკ ნიუსების“ ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას

„ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, „ფეიკებს“ დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ჰქვია”, - აღნიშნულია ფარცხალაძის განცხადებაში.

19 სექტემბერი 2021, 19:41

მსოფლიო

ესპანეთში მიწისძვრის შემდეგ ვულკანის ამოიფრქვევა დაიწყო. ვიდეო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს და საჭიროების შემთხვევაში ლა პალმის მხარდასაჭერად მზად არის.

19 სექტემბერი 2021, 19:14

სამართალი

თბილისში გაუჩინარებული ახალგაზრდა იპოვეს

20 წლის ლუკა ხეცურიანი გუშინ საღამოს ​ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა.

19 სექტემბერი 2021, 18:57

მსოფლიო

ქაბულის მერიაში მომუშავე ქალებს სამსახურში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ

„მაგალითად, ქალებს ქალების საჯარო საპირფარეშოებში შეუძლიათ მუშაობის განახლება, ანუ იქ, სადაც კაცები ვერ შედიან“, - დააზუსტა ნომანმა.