IMEDI /  16 მაისი 2020, 20:08 / სანდო წყარო

ქართველი ექიმი სან ფრანცისკოდან: ადამიანებს ტკივილის მეხსიერება არ გვაქვს

ძალიან ბევრი რამ აღმოჩნდა აბსოლუტურად მოულოდნელი. აშშ, რომელიც ითვლება მედიცინაში წამყვან ქვეყანად მსოფლიოში, აღმოჩნდა, რომ ასეთი დიდი პრობლემისთვის სამედიცინო სფერო მზად არ იყო. ეს ნიუ იორკის მაგალითმაც აჩვენა. მაგრამ არ მგონია, ეს მარტო აშშ-ს ბრალი იყოს. საერთოდ, კაცობრიობა ასეთი დიდი კატაკლიზმებისთვის მზად არ არის." - ამის შესახებ „იმედზე“, გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანებს უნდათ, რომ გაიხსნას ეკონომიკა, აქციებია კალიფორნიაშიც, სხვა შტატებშიც... „საშინელ დღეში არიან. უცებ დავინახე, როგორი პატარა დისტანციაა ძალიან შეძლებული და ძალიან კარგი ცხოვრებიდან აბსოლუტურად უსახსროდ დარჩენამდე. ადამიანებს, რომლებსაც კარგი შემოსავალი აქვთ, მათ ხარჯიც დიდი აქვთ, ყველაფერი გათვლილი აქვთ და თუ აკლდებათ ერთი თვის შემოსავალიც კი, გურთულდებათ ცხოვრება და ეს კარგად გამოჩდნა. მე არ მგონია, რომ მთავრობის ან სახელმწიფოს დახმარების გარეშე გამოვიდნენ ამ კრიზისიდან,“ - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ამ მასშტაბის პანდემიისა, მსოფლიოში რადიკალური ცვლილებები, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის. „ჩემი პროფესიაა ქრონიკული ტკივილი, ტკივილის მედიცინა და შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებს ტკივილის მეხსიერება არ გვაქვს. ჩვენ არ გვახსოვს, რა იყო. ყოველთვის გვავიწყდება, როგორი ცუდი იყო, გვახსოვს, რომ დღეს რაც გვაწუხებს, ამასთან შედარებით არაფერი არ მაწუხებდეს... თუ ასეთი კუთხით მივუდექით, რომ რაღაც საშინელება მოხდა და ეს ჩვენ შეგვცვლის... კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა საშინელი კატაკლიზმები, მაგრამ ადამიანები არ შეცვლილან. ისევე დარჩნენ, როგორიც იყვნენ, ისეთივე დარჩა საზოგადოება. ადამიანების ბუნებიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რამე კარდინალურად შეიცვალოს." - განაცხადა ქართველმა ექიმმა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 14:07

COVID19

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 პაციენტს გაწერენ

დღეს რეაპუბლიკური კლინიკიდან 5 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ლუგარის ცენტრში, ხოლო ცხელების ცენტრიდან 15 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იგზავნება. ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ რესპუბლიკური კლინიკას კოვიდინფიცირებულები უახლოს მომავალში აღარ ეყოლება.

ირმა ჭკადუა

25 მაისი 2020, 14:02

სამართალი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას - ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სოფო კილაძე

25 მაისი 2020, 13:57

პოლიტიკა

სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს

„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

25 მაისი 2020, 13:54

კულტურა

Pixar-მა პირველად გადაიღო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი გეია

Pixar-მა მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი Out გამოიშვა, რომლის მთავარი გმირი გეია. ეს ანიმაციური სტუდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. მულტფილმი 22 მაისს სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე გამოვიდა და მისი ხანგრძლივობა 9 წუთია. მულტფილმის მთავარი გმირი გრეგია, რომელმაც არ იცის, მშობლებს თავისი ორიენტაციის შესახებ როგორ უთხრას.

25 მაისი 2020, 13:50

COVID19

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში კარანტინის გამოცხადების, 17 მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფექცია 115 ადამიანს დაუდასტურდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა.

25 მაისი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:38

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა

„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება შეფასება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

მარია ზახაროვა

25 მაისი 2020, 13:35

პოლიტიკა

მარია ზახაროვა: საქართველოს პრეზიდენტის ნამუსზე ვტოვებთ განცხადებას, რომ რუსული მხარე საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობაში ნატოს ჩართულობას განიხილავდა

საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომლის შექმნა 15 წლის წინ იგეგმებოდა, ნატოს მონაწილეობას არ ითვალისწინებდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

25 მაისი 2020, 13:30

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„მოთხოვნამ შეადგინა 164 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 9.260 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.111 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილი

25 მაისი 2020, 13:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს მთავრობა სანიმუშოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით

საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოხანაშვილმა ამ მიმართულებით, ყურადღება 2012 წლიდან ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა.

ლეო ბოკერია

25 მაისი 2020, 13:19

COVID19

ლეო ბოკერია: კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგის, აკადემიკოსი ლეო ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

თბილისის საქალაქო სასამართლო

25 მაისი 2020, 13:18

სამართალი

ბრალდების მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.

25 მაისი 2020, 13:06

COVID19

ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მუშაობას უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

25 მაისი 2020, 13:05

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯი 4.8%-ით გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები 2010-2019 წლებში, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

25 მაისი 2020, 12:56

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა გაიზარდა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მზიანი ამინდი

25 მაისი 2020, 12:55

საზოგადოება

27-28 მაისს საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

25 მაისი 2020, 12:52

რეგიონი

დღეიდან იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეიდან გაიხსნა. აღნიშნულ ფილიალებში 23 მარტიდან სამუშაო პროცესი მკაცრი კარანტინის გამო იყო შეჩერებული. დღეიდან კი იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობის ახალ პრინციპზე გადავიდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის (მაგ.https://www.my.gov.ge/az/services/10). ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს.

25 მაისი 2020, 12:47

ეკონომიკა

2020 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით, საქართველოდან საზღვარგარეთ 10,5%-ით ნაკლები ტურისტული ვიზიტი განხორციელდა

2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს„-აცხადებენ საქსტატში.

25 მაისი 2020, 12:42

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

25 მაისი 2020, 12:22

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ბოდიშს იხდის

ავსტრიის პრეზიდენტი, 76 წლის ალექსანდერ ვან დერ ბელენი ბოდიშს იხდის კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. „გულწრფელად ვწუხვარ. ეს შეცდომა იყო. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად გავედი გარეთ, ორ მეგობართან და მეუღლესთან ერთად. საუბრისას დროის კონტროლი დავკარგეთ“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე.