imedi /  18 მაისი 2020, 08:12 / სანდო წყარო

დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება


დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მკაცრი სტანდარტების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, იქნება ელექტრონული რიგის სისტემა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება. უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა.

მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 15:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

02 ივნისი 2020, 15:47

ეკონომიკა

Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

სტანდარტული ონლაინსესხისგან განსხვავებით, თიბისი კრედიტის სესხი ინდივიდუალური საპროცენტო განაკვეთით მტკიცდება. დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა სესხის დაფარვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ფორმულა 1-ის რბოლა

02 ივნისი 2020, 15:46

სპორტი

ფორმულა 1 მაყურებლის გარეშე ავსტრიაში 5 ივლისს ჩატარდება

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ტურნირი, ფორმულა 1 ავსტრიის გრან პრით 5 ივლისს განახლდება, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ზუსტად შვიდ დღეში ავსტრიაში კიდევ ერთი რბოლა გაიმართება, თვის უკანასკნელ შეჯიბრს კი 19 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

02 ივნისი 2020, 15:44

მსოფლიო

აშშ-ის ხუთი ქალაქის თავზე ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვების შემცველი ბანერები გამოჩნდა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქების თავზე ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ჯორჯ ფლოიდის უკანასკნელი სიტყვებია დატანილი - „ვერ ვსუნთქავ“.

გიორგი ქინქლაძე

02 ივნისი 2020, 15:39

სპორტი

გიორგი ქინქლაძე ინგლისის პრემიერლიგის 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებს შორის მოხვდა

სამი წლის განმავლობაში ქინქლაძემ „სიტის“ შემადგენლობაში გამართულ 118 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა, განსაკუთრებით ეფექტური კი „საუთჰემპტონის“ კარში გატანილი გოლი იყო. ქართველ ფეხბურთელთან ერთად, 1995 წლის საუკეთესო ტრანსფერებში დენის ბერგკამპი, რუუდ გულიტი, დავიდ ჟინოლა და ჟუნინიო პაულისტა მოხვდა.

დავით ზალკალიანი; ტომაშ პეტრჟიჩეკი

02 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე. ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ მელიქიშვილი

02 ივნისი 2020, 15:31

პოლიტიკა

ზურაბ მელიქიშვილი: „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ - გამარჯვებისთვის

მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ, „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა არა კონკრეტულად რომელიმე ლიდერის, რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ შეიქმნა გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. .მისი თქმით, უხერხულია, როდესაც არარსებულ თემაზეა საუბარი.

02 ივნისი 2020, 15:30

COVID19

რუმინეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 500-ს გადააჭარბა

ბოლო დღე-ღამეში რუმინეთში კორონავირუსით 119 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 19 517-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 279 ადამიანი გარდაიცვალა, 13 523 კი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაწერეს.

02 ივნისი 2020, 15:19

მსოფლიო

Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საერთაშორისო ფრენებს 18 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესმდივანმა, იაჰია იუსთუნმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 15:16

ეკონომიკა

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ Imedinews-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს.

02 ივნისი 2020, 15:12

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს

დღეს, საქართველოს პარლამენტში, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია კანონიდან კომერციული ატაშეს თანამდებობის ამოღების მიზანშეწონილობით და უცხო სახელმწიფოში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირის - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკონომიკურ საკითხებში წარგზავნის საჭიროებით.

თამარ გაბუნია

02 ივნისი 2020, 15:05

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში დაწესდება სანქციები პირბადის გამოუყენებლობაზე

პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისკუსია მიდის. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პოზიტიური და საგანმანათლებლო აქტივობები ამ პრაქტიკას გააუმჯობესებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ პირბადის უფრო აქტიურ და სწორ გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 14:55

COVID19

უხანში კორონავირუსზე ტესტი 10 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც 2019 წლის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელების კერა გახდა, ტესტირება თითქმის 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 300 000 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა. ტესტირება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდა.

გიორგი ვაშაძე

02 ივნისი 2020, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩემი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მე არ დამიყენებია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს ის, ვისაც ყველაზე მეტი ელექტორალური წონა აქვს. როგორიც იქნება ხალხის განწყობა, იმის მიხედვით უნდა დავასახელოთ კანდიდატი და ბევრი მექანიზმი არსებობს, რითაც პოლიტიკოსის ელექტორალური წონის დადგენა ხდება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თაკო ჩარკვიანის განცხადება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ, მისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა გიორგი ვაშაძის განმარტებით, ეს არ იყო მასთან შეთანხმებული.

ივანე მაჭავარიანი

02 ივნისი 2020, 14:53

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

02 ივნისი 2020, 14:49

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შალვა გოგოლაძეს მოუსმინეს

2019 წელს მიღწეული სპორტული შედეგების, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობისა და პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ კომიტეტის სხდომაზე ინფორმაცია წარმოადგინა. „კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილე მოვიწვიეთ, რათა საზოგადოებას, მით უმეტეს სპორტის გულშემატკივრებს, გავაცნოთ თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის საქართველოში. მსოფლიო გამოწვევაა და შესაბამისად, დაზარალდა სპორტის მიმართულებები. მიმაჩნია, რომ იმის ასანაზღაურებლად რაც მანამდე იყო, ბევრი შრომა მოგვიწევს. იცით, რომ წინა წელს კარგი შედეგები გვქონდა და წლიდან წლამდე იზრდებოდა ეს შედეგები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

ჟოზეპ ბორელი

02 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით შოკირებულია

ევროკავშირი შოკირებულია ჯორჯ ფლოიდის სიკვდილით და იმედგაცრუებას გამოხატავს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბებულად გამოყენების გამო, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეპ ბორელმა.

02 ივნისი 2020, 14:27

მსოფლიო

კიევში რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

უკრაინაში, კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან რესტორნების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობას რესტორნების ასოციაცია საქმიანობის განახლების და ობიექტების გახსნის უფლებას სთხოვს.

02 ივნისი 2020, 14:20

საზოგადოება

წყლის თემატიკაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა

პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის სკოლები. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოცხადებული კონკურსი საგანმანათლებლო კამპანიის - ,,გავუფრთხილდეთ წყალს” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსზე წყლის რაციონალურად მოხმარების თემატიკაზე ქართველი მოსწავლეების ნამუშევრებიდან 10-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 ივნისი 2020, 14:13

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: რეკომენდაციების დაცვით, ვირუსთან თანაარსებობა შესაძლებელია

ღია სივრცეში პირბადის ტარებას აზრი არ აქვს, ღია სივრცეში უფრო მნიშვნელოვანია დისტანცირება. უნდა მივეჩვიოთ, როდესაც ადამიანს შევხვდებით, დისტანციურად გავესაუბროთ. ეს ჩვევად უნდა გვექცეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.