imedi /  18 მაისი 2020, 16:32 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

17 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“, კერძოდ, გადაცემა „დროებამ“ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა. გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. - ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

როგორც კომიის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ სოფლებში - ილიაწმინდა, გუდალეთი და ბოდბისხევი - ინტერნეტი შეყვანილი არ არის. გადაცემაში აღნიშნული ორივე ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 82%-ისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია, ხოლო მათ მიერ დასახელებულ სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერი ოპერირებს, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას უწევს.

„ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა დინამიურად მზარდია და ბოლო მონაცემებით - 82% შეადგენს, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია. ასეთი მონაცემების ფონზე, გაუგებარია რას ემსახურება რეალური ფაქტების აღნიშვნის ნაცვლად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როცა ეს ინფორმაცია საჯაროა კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.
სახელმწიფოსთვის, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო, კერძო კომპანიები ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე არ ოპერირებენ, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ყველა მოსახლეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და დაცული იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. დღეს ეს რიცხვი არა გადაცემაში დასახელებული 30%, არამედ 18%-ია.

რაც შეეხება ამავე გადაცემაში დასახელებულ სოფლებს, სადაც სიუჟეტის მიხედვით ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

სოფელ ილიაწმინდაში ინტერნეტ მომსახურებას ორი კომპანია „ნეო ნეტი“ და „სქაიტელი“ ახორციელებს, სოფელ გუდალეთში კომპანია „სქაიტელი“, ხოლო ბოდბისხევში აბონენტებს მომსახურებას „მაგთიკომი“ და „სქაიტელი“ აწვდიან.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ საკვირაო გადაცემა „დროება“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“- აღნიშნულია კომიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: განახლებული ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში არსებული ვადების დაცვით შევა

„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა, ბიუჯეტი ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 12:31

ეკონომიკა

კერძო სუბიქტები, რომლებმაც პანდემიის გამო სახელმწიფო ქონების საიჯარო გადასახადი ვერ გადაიხადეს, შეღავათებს მიიღებენ

თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, და მას დაერიცხა პირგასამტეხლო, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადაუვადოს გადახდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:20

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს

ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტი

04 ივნისი 2020, 12:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამთავრობო გუნდში არჩევნების დასრულებამდე ცვლილებები არ იგეგმება

„ყალბი ინფორმაცია ანუ ე.წ. ფეიკ ნიუსი გახდა სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება. არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ.“, - განაცხადა წულუკიანმა.

ეკა ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:13

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა - პოლიტიკური შოუ

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 12:11

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სხვადასხვა სფეროზე

გვინდა, გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენისა ჩვენი ცხოვრების სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში იანვრიდან მაისის ჩათვლით ღონისძიებების სრული ანგარიში წერილობით მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 12:07

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ მუშაობას ჯანდაცვის სისტემაში გამოკვეთილი გარკვეული ხარვეზების გამოსწორებაზე

ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება არ დასჭირდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

04 ივნისი 2020, 12:04

COVID19

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 831 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 8 831 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 20 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა 10 ათასს არ აჭარბებს.

თეა წულუკიანი

04 ივნისი 2020, 12:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს

„არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ. და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, უვიზო რეჟიმი როგორც მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის უფრო მეტ ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდი მთავრობაში, პარლამენტში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა მინისტრმა.

კომპანია „ნოვას“ მეგაცენტრის გახსნა

04 ივნისი 2020, 12:01

ეკონომიკა

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. როგორც თიბისიში აცხადებენ, პროექტი მათი მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობისთვის ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია. 2020 წლამდე „ნოვა“ ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა.

04 ივნისი 2020, 12:00

საზოგადოება

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცემა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2020 წლის 20 მარტიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი, რომელსაც კომპანია „ბი-პი“ ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი ასრულებდა, კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოფერეიშენზ ლიმიტედს“ გადაეცა, რომელიც სოკარის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-პი“ ავრცელებს.

lego პოლიციელი

04 ივნისი 2020, 11:51

მსოფლიო

აშშ-ში საპროტესტო აქციების გამო Lego-მ პოლიციელების ფიგურების შემცველი ნაკრებების რეკლამაზე უარი თქვა

„პარტნიორებს ვთხოვთ თავი შეიკავონ Lego-ს სარეკლამო კონტენტის განთავსებისგან. პატივს ვცემთ აქციას #BlackOutTuesday და აშშ-ში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჩვენს სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას ვაჩერებთ“, - განაცხადეს Legos-ს პრესსამსახურში.

მარიანა ჩოლოიანი

04 ივნისი 2020, 11:43

სამართალი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:37

პოლიტიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნებიჯების ამსახველი ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დაინტერესებულ პირს ეს ანგარიში უხსნის, თუ რა სქემით, რა მოტივით და რა სტრუქტურით მიიღებოდა გადაწყვეტილებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პოლიტიკოსი გაშიშვლება

04 ივნისი 2020, 11:35

ტაბლოიდი

მექსიკელ პოლიტიკოსს Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა

მექსიკელ პოლიტიკოსს, 66 წლის სენატორ მართა ლუსია მიჩერ კამარენას Zoom-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს. მიჩერის თქმით, მომხდარის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც კოლეგებმა მას პირადი შეტყობინებები გაუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

04 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

თბილისში სახლი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, აფეთქებას კიდევ ერთ სახლი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. რომელიც ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მომიჯნავე შენობებსა და მცხოვრებლებს. მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ ბინაში მისვლის შემდეგ, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს გაზზე დაერთებული მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:24

COVID19

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად გაიხსნება

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე, ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მერაბ შარიქაძე

04 ივნისი 2020, 11:21

სპორტი

„ორიაკის“ განცხადებით, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი „ორიაკი“ დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, „პრო დ2“-ში მოასპარეზე „ორიაკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ დატოვა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:17

ეკონომიკა

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება

მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე, მინიმალური საგრანტო თანხა კი გაიზარდა 20-დან 40 ათას ლარამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება

ჩვენ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, გვაძლევს ვირუსის გავრცელების ეფექტურ კონტროლს, მაგრამ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ყოველდღიურად უნდა იყოს, უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ეფექტურად გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს. ჩვენი ამოცანა არის ინფიცირების უსწრაფესად გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ, მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.