19 მაისი 2020, 14:54 / სანდო წყარო

რა მოხდა რეალურად თბილისის აეროპორტში 16 მაისს, როდესაც სააკაშვილის დედა ჩამოფრინდა

რა მოხდა რეალურად თბილისის აეროპორტში 16 მაისს, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ჩამოფრინდა, - ამ კითხვით imedinews-ი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, გიული ალასანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 მაისს ჩამოფრინდა და ისე გამოვიდა ბორტიდან, გაიარა თერმოსკრინინგი და ყველა სხვა პროცედურაც, რომ არც ცუდად ყოფნის შესახებ განუცხადებია და არც ექიმის დახმარება მოუთხოვია.

„მხოლოდ აეროპორტის დატოვებისას, როდესაც გაიგო, რომ მიდიოდა კახეთში კარანტინში, განაცხადა, რომ არის ცუდად, რის შემდეგაც პოლიციელის მიერ მიიღო სასწრაფო დახმარების გამოძახების შეთავაზება. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აეროპორტში გამოძახებიდან 20 წუთში მივიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალბატონს შესთავაზეს თბილისში საკარანტინე სასტუმროში გადაყვანა, თქვა, რომ აღარ სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, გადაიხადა მადლობა და გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს უტა ივანიშვილთან დაკავშირებით, მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 13 მარტს, საქართველოში ჩამოვიდა რეისი, რომელმაც ჩამოიყვანა 46 მგზავრი, მათ შორის უტა ივანიშვილიც. აქედან, 10 ადამიანს იმ დროისთვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, მოთხოვნის და საცხოვრებელი ფართის გადამოწმების შემდეგ განესაზღვრა თვითიზოლაცია. 10 აპრილიდან კი, დაწესდა სავალდებულო 14-დღიანი იზოლაცია საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრზე. ამ პერიოდიდან დღემდე საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია დაახლოებით 20 000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 17 000 მოქალაქეს დაუმთავრდა კარანტინის ვადა, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი ახლა იმყოფება კარანტინში“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ, მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე და თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2021, 14:56

რეგიონი

ოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება

ოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრო და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პიტერ სიიარტო

28 სექტემბერი 2021, 14:42

მსოფლიო

„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა

„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 14:38

საზოგადოება

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ მხატვართა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან არსებულ მხატვართა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2021, 14:38

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და იმ ადგილზე დააკავებენ, სადაც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს

„მისი ამგვარი ქმედებები ჩვენს მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, 2 ოქტომბერს მობილიზება, რომ უბრალოდ გამარჯვება არ კმარა, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საჭირო, რათა სააკაშვილს და მის მსგავს დესტრუქციულ ელემენტებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს არ უნდა წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იაგო ხვიჩია

28 სექტემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, „პორშეთი“ მივიყვანთ საჭირო ადგილას

„დაპირება გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, „პორშეთი“ მივიყვანთ საჭირო ადგილას. ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც დღევანდელი გათამაშების გამარჯვებულ ვუდებთ, არის ის, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოვემსახუროთ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

გიორგი ვაშაძე

28 სექტემბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: კონცენტრაცია გავაკეთოთ მთავარ მიზანზე, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს მოქალაქეების დიდი ნაწილის მიერ ხელისუფლების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 სექტემბერი 2021, 14:22

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს

ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ (ფაიზერს) ვაქცინას ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო?! ნამდვილად არავის არაფერი წამოუდუღებია - ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაიზერის“ ვაქცინის ვადის გახანგრძლივებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

28 სექტემბერი 2021, 14:19

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: 2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

2 ოქტომბრის შემდეგ ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილი

28 სექტემბერი 2021, 14:18

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: არსებობს მიშას დაკავების რისკი, მაგრამ მას ამ რეჟიმის ციხეების არ ეშინია

„უკვე შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, რომ მიშა სააკაშვილი მართლაც ჩამოდის, ორში საღამოს. მაინც არსებობს, რა თქმა უნდა, რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ აგონიაში მყოფი გამწარებული რეჟიმი შეეცდება მის დაკავებას. ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა მიშას არ აქვს. მას ამ რეჟიმის ციხეების და საპყრობილეების არ ეშინია“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2021, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე: ამ კაცის ქმედებები, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს - მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა მხოლოდ მისსავე პირად ბედსა და სამართლებრივ მდგომარეობაზე იმოქმედებს

„ამ კაცის ქმედებები, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს. მგონი, ცუდი არ იქნება, ამას თავადაც თუ გაიგებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 14:12

საზოგადოება

ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია -Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 14:03

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, უწყებების იურიდიული სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 სექტემბერი 2021, 13:57

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის გამოქვეყნებული ბილეთი ციხისკენ იქნება თუ მორიგი ფეიკი, ეს მის გამომქვეყნებელზეა დამოკიდებული

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მას კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ელოდება. პრემიერმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და დაკავებული იქნება. ის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებული არიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა იყოს, ეს ახალი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შინაარსია, რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს.

ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2021, 13:52

მსოფლიო

მაკრონი: ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება

ევროპამ მიამიტობა უნდა შეწყვიტოს, როდესაც საქმე მისი ინტერესების დაცვას ეხება და საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები უნდა ჩამოაყალიბოს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

28 სექტემბერი 2021, 13:34

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 28 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 13:29

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 13 სპორტსმენით იასპარეზებს

ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარდგება: -60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი; -81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი...

ირაკლი ლატარია

28 სექტემბერი 2021, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ან ირჩევ განვითარებას, ხვალინდელ დღეს, ან - ხელს უწყობ სააკაშვილსა და ახალაიებს წარსულში დაგვაბრუნონ

მოგვიახლოვდა არჩევნები და რას ვხედავთ რეალურად? გამოკვეთილია კვლავ ორი პოლუსი, ოცნება და ნაცები. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა. 9 წელი გავიდა და ჩვენდა სამწუხაროდ ვერა და ვერ შეიქმნა ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს მკვლელი და ქართველთმოძულე ნაცები, - - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია წერს.

28 სექტემბერი 2021, 13:17

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა - ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა.

ემანუელ მაკრონი

28 სექტემბერი 2021, 13:14

მსოფლიო

მაკრონი: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი პაქტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში საფრანგეთის სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს.