www.imedi.ge /  19 მაისი 2020, 15:51 / სანდო წყარო

„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ - კამპანიის ფარგლებში ონლაინ საჯარო დებატებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად (GIDE), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II“-ისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო დებატებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათი განმარტებით, დებატებში მონაწილეობა შეუძლიათ დებატების კლუბის წევრ სკოლის მოსწავლეებს, მეცხრე კლასის ზემოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ორთვიანი პროექტი მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ. რეგისტრაცია უკვე დაიწყო, და მსურველები ვებ-გვერდზე www.aa.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

„COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეებს, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ. გადავწყვიტეთ, კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩავატაროთ. გვინდა, ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნოს. ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ამ პროცესში ახალგაზრდებიც ჩაერთონ და ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ საჯარო დებატები ჩავატაროთ. ცხადია, დებატების მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება იქნება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების შესახებ. ასევე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ტრენინგები დებატების ტექნიკაშიც.

„დებატკლუბების წევრებისთვის ასოცირების შეთანხმების თემაზე ონლაინ ლექციები ჩატარდება. მონაწილეებს ასევე მიმართავენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ ამ თემის შესახებ, რათა შეძლონ მასალების კარგად გადამუშავება და დებატების დროს გამოყენება. ასევე, ყველა სკოლაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში, ჩატარდება სპეციალური შეხვედრები და ტრენინგები, რათა მონაწილეებმა დახვეწონ დებატების ტექნიკა და მოემზადონ საჯარო დებატებისათვის,“ - განმარტავს „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.

მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ პროექტის ფინალური ეტაპისათვის 30 მონაწილე შეირჩევა სწორედ, ეს 30 მოსწავლე გაივლის საბოლოო ტრენინგს და ჩაერთვება საჯარო დებატებში. მოსწავლეები 5 სხვადასხვა რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, აჭარა, თბილისი) შეირჩევიან.

ივნისის თვეში დაიწყება საჯარო დებატების ციკლი ონლაინ რეჟიმში, რომელიც ბოლოს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის 6 წლის იუბილეზე დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიცირებული მსაჯები შეაფასებენ და გამარჯვებულსაც დაასახელებენ. ​

ყველა სიახლე

მხედვარი ჰენრი კევილი

26 სექტემბერი 2021, 19:30

კულტურა

Netflix-მა „მხედვარის“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

მეორე სეზონი 8 სერიისგან შედგება. მთავარ როლებს სერიალში ჰენრი კავილი, ანია ჩალოტრა და ფრეია ალანი ასრულებენ. მეორე სეზონი Netflix-ზე 17 დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 19:03

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წინასაარჩევნო პარტიული შეხვედრები დაასრულეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და უმრავლესობის წევრი სუმბატ კიურეღიანი სამცხე ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ახალციხეში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ალან ლანკასტერი

26 სექტემბერი 2021, 18:30

კულტურა

ჯგუფის Status Quo წევრი ალან ლანკასტერი გარდაიცვალა

ლანკასტერმა Status Quo 1962 წელს, გიტარისტ ფრენსის როსისთან ერთად დააფუძნა. ჯგუფმა 33 ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმაც 110 მილიონს გადააჭარბა. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: In The Army Now, Down, down, Rockin' All Over the World.

26 სექტემბერი 2021, 18:01

კულტურა

მსოფლიო ვარსკვლავები 24-საათიან საერთაშორისო ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ვიდეო

ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. შოუ შაბათს ელტონ ჯონმა გახსნა, რომელმაც პარიზში, ეიფელის კოშკის წინ იმღერა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია გაეროს Youtube-არხზე მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2021, 17:41

მსოფლიო

ისლანდია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც პარლამენტის დეპუტატების უმეტესობა ქალია

არჩევნები ქვეყანაში გუშინ ჩატარდა. შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში 63 ადგილიდან 33 (52%) ქალმა პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ევროპის არცერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50%-ს არ აღემატება, საუკეთესო შედეგი კი აქამდე შვედეთში ფიქსირდებოდა, სადაც ქალი დეპუტატები პარლამენტში მანდატების 47%-ს ფლობენ.

თორნიკე რიჟვაძე

26 სექტემბერი 2021, 17:12

რეგიონი

ბათუმში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში 40 ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერების კუთხით ძალიან დიდი და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:59

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:52

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

26 სექტემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო

გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და წერს, რომ იგი პარლამენტში შეჭრის შესახებ ნიკა მელიას მოწოდების წინააღმდეგი იყო. როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, „ტვ პირველის“ ეთერში მან თქვა, რომ „პარლამენტში შევარდნა არაფერს გვაძლევს, გარდა აქციის დისკრედიტაციისა“.

26 სექტემბერი 2021, 16:41

რეგიონი

სამეგრელოში, ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ

სამეგრელოში, წუხელ, ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლებისთვის, მოსახლეობას გადასახურ მასალას ურიგებენ. ფოთში დაზარალებული ოჯახებისთვის გადასახური მასალის გადაცემას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული კრიმინალური ავტორიტეტები არიან ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ესენი არიან: სააკაშვილი, მელია, ადეიშვილი, მერაბიშვილი

მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესში ქვეყნის ინტერესებს არ წაადგება, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა კრიმინალი სააკაშვილთან დაახლოებულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად, წინასაარჩევნოდ კალაძესთან დაახლოებული კრიმინალები რატომ გააქტიურდნენ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გახარია არ არის თავის ამპლუაში და იძულებით არის ჩართული იმ პროცესში, საიდანაც აუცილებლად წაგებული გამოვა

გუშინ, მისი განცხადებებით გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ მის პრობლემებთან დაკავშირებით, არის რეალური. აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა მან, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 16:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციები არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა

„მანამდე იყო აბსოლუტურად მშვიდი გარემო და გასული კვირის განმავლობაში დღეს არ აცდენენ პროვოკაციის გარეშე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და ხელოვნურად არ შექმნან სურათის გაფუჭების გარკვეული საბაბი. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად უნდა მიუდგნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის ინტერესებს , თუმცა მათგან ამის მოლოდინი, ბუნებრივია, არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2021, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი ბავშვობიდან „ოცნებობდა“ იმაზე, რომ გახარიას იმედები გაემართლებინა

გახარია უკვე სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც სრულიად არ შედის მის ინტერესებში“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.

26 სექტემბერი 2021, 15:40

რეგიონი

თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:35

მსოფლიო

მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული შენობის მილიარდერი ბინადრები მშენებელ კომპანიას უჩივიან

აუტანელი ხმაური, გაუმართავი ლიფტები და სადრენაჟო სისტემა - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობის მილიარდერი მცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შენობის პრობლემები „საფრთხეს უქმნის და აწუხებს“ ბინადრებსა და სტუმრებს.

26 სექტემბერი 2021, 15:27

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

26 სექტემბერი 2021, 15:08

ეკონომიკა

100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში, ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

26 სექტემბერი 2021, 15:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, დიმიტრი სამხარაძესთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

მეუფე სტეფანე

26 სექტემბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები. როგორც მეუფემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, განკვეთილ ბერებს შეუძლიათ საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან.