www.imedi.ge /  19 მაისი 2020, 16:17 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნარჩენების მართვის კოდექსში სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები მკაცრდება.

მათივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად სანქციები გამკაცრდება შემდეგ დარღვევებზე:

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 200 ლარით;

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ნაცვლად 250 ლარის ოდენობით.

5 ერთეულამდე საბურავით, გარდა ველოსიპედის საბურავისა, გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით;

5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად - 2000 ლარის ოდენობით;

2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა 500 ლარით დაჯარიმდება;

2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1 000 ლარისა;

1 მ³-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები 1 000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით - 3 000 ლარით;


დიდი მოცულობის ნარჩენით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის, გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6 000 ლარის ოდენობით.

კანონ-პროექტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის, კერძოდ, არსებული რედაქციით მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, აღნიშნული რაოდენობა კანონპროექტში წარმოდგენილი რედაქციით შემცირებულია 400 ტონამდე. აღნიშნული ცვლილების განხორციელებით კი, უპირველესად, ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას შეეწყობა ხელი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და არსებული საკანონმდებლო აქტების პრაქტიკაში აღსრულება. ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წელს მივიღეთ, თუმცა მასზე დაკვირვების შედეგად, ვფიქრობთ, რომ ის ითხოვს დახვეწას და წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია სწორედ პრატიკაში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ხელს შეუწყობს ნარჩენების გარემოში განთავსების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას და ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას“, - განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გოგა გულორდავამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის კარდინალურ რეფორმას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა.

მომხსენებლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განმარტებით, ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან და ის შეეხება დავების განხილვის საბჭოს ხელახალ ფორმირებას.

„მოქმედი რეგულაციით არსებობს დავების განხილვის საბჭოს ორი შემადგენლობა. ახალი რეგულაციით, კი ეს ორი შემადგენლობა უქმდება და სრულიად დამოუკიდებელი ორგანო ყალიბდება, რომელიც განცალკევებული იქნება სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოსგან. ის შემდგარი იქნება 5 წევრისგან, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაციის სტატუსი ექნება. სპეციალური კომისია 10 წევრობის კანდიდატს შეარჩევს და პრემიერ-მინისტრი მათგან, კომისიის მეშვეობით, დანიშნავს 5 წევრს. საბჭოს წევრს მიეცემა შრომის ანაზღაურება და ის დაინიშნებიან 5 წლის ვადით“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე თქმით, გაიზრდება გასაჩივრების ჩამონათვალი კერძოდ, საბჭოში აგრეთვე გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ანუ საჩივრდება ყველა გადაწყვეტილება, რასაც კი შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს. ასევე, საჩივრდება შეწყვეტილი ტენდერები, თუ ის არ არის დასაბუთებული და ოქმში სწორად არ არის აღწერილი ტენდერის შეწყვეტის მიზეზები.

ახალი რეგულაციით, ოქმს გასაჩივრების ვადა, 5 დღის ნაცვლად, 10 დღე ექნება. კანონპროექტით, გასაჩივრების დროს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველა პროცედურა ჩერდება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შედეგებისა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების გზით. სააგენტოს კომპეტენციაში მოექცევა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დებულებით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილებები.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ციფრული მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო, სტრატეგიული, პროცედურული ჩარჩოებისა და სტანდარტების შემუშავება.

კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობას, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, საჯარო სექტორში არსებულ ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველობას. ციფრული მმართველობის განვითარების პარალელურად, სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას.

„ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესში საყურადღებოა ახალი სუბიექტის თითოეული უფლებამოსილება. უკანასკნელი მოვლენებიც იმის დასტურია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში მსგავსი ტიპის ურთიერთობების განვითარება და საკითხების დარეგულირება. ვფიქრობთ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატისთვის კითხვარის, უწყების ჩაბარების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის პირადი ნომრის დახმარებით ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემებში აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში აღრიცხულ მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ხელი შეუწყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეუფერხებელ ფუნქციონირებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის წარდგენისას, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პროექტი უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების შეზღუდვას.

კანონპროექტის თანახმად, სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე. ამასთანავე, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება ვერც კი გაიგებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მაიკლ რაიანი

25 მაისი 2020, 21:25

COVID19

ჯანმო: მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია

მსოფლიო ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შუაშია, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 20:59

სამართალი

BBC: ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული

ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 5 წლის შვილის თვალწინ ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.

25 მაისი 2020, 20:57

COVID19

იტალიაში 29 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 230 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ირაკლი ხახუბია

25 მაისი 2020, 20:49

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ფოთში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით ისარგებლონ

როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის, ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი და ციფრული რენტგენი.

მარიამ კუბლაშვილი

25 მაისი 2020, 20:43

სამართალი

მარიამ კუბლაშვილი: საბედნიეროდ, წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე არ არის, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა

„თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს“, - ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Facebook-ზე წერს.

25 მაისი 2020, 20:42

სამართალი

თუ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძალადე არ არის. თუ სასამართლო ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ ჩოგბურთელი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

25 მაისი 2020, 20:33

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოცდა დროებით შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოცდა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 20:18

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილი ცოლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული $100 000-ის გადახდა შეაჩერა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნეკა დოროყაშვილს აღარ გადაუხდის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერმა „ლიკუდის“ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაცია

25 მაისი 2020, 20:12

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მარინა ენდელაძე

25 მაისი 2020, 20:10

COVID19

მარინა ენდელაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დეზინფორმაციაა

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

25 მაისი 2020, 19:54

COVID19

შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო რბილი მიდგომა იყო მიღებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2020, 19:42

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე

25 მაისი 2020, 19:35

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი: მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:34

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:28

საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

25 მაისი 2020, 19:21

COVID19

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირების შეძენის გამო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირება შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:20

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 მაისი 2020, 18:58

COVID19

დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც აქამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.