19 მაისი 2020, 23:30 / სანდო წყარო

რა ცვლილებები დარჩება მოსწავლეების შეფასებისას პანდემიის დასრულების შემდეგ - მინისტრის განმარტება

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

სკოლებში იქნება შეფასების შემდეგი სისტემა- განმავითარებელი შეფასება. ესაა სწორედ ის სიახლე, რაც დაინერგება ყველა კლასში და ის დარჩება პანდემიის შემდეგაც, რადგან პედაგოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სისტემაა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში ახალი იდეები შემოვიტანეთ. ეს დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე. სკოლებში იქნება შეფასების შემდეგი სისტემა - განმავითარებელი შეფასება. ესაა სწორედ ის სიახლე, რაც დაინერგება ყველა კლასში და ის დარჩება პანდემიის შემდეგაც, რადგან, პედაგოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო სისტემაა. ამას იყენებენ განათლების თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები. მაგალითად, ფინეთი და ესტონეთი. არსი ასეთია; თითოეული მასწავლებელი წერილობითი ფორმით აფასებს თითოეული, ინდივიდუალური სტუდენტის აკადემიურ დინამიკას, მის სუსტ და ძლიერ მხარეებს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული მოსწავლის აკადემიური გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოსწავლისთვის, რადგან ესაა უკუგების მნიშვნელოვანი ფორმა, ასევე ეს მნიშვნელოვანია მოსწავლის მშობლისთვის და, რასაკვირველია - მასწავლებელბისთვისაც. წელს ეს მეთოდი უკვე დაინერგება.

ამის პარალელურად, ცხადია, იქნება ტრადიციული შეფასებაც - ნიშანი. თუმცა აქაც გვაქვს ნიუანსები, რაც პანდემიის პირობებში შემოვიტანეთ. წლიური ქულისთვის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ეს ვარიანტები ჩვენ შევთავაზეთ სკოლებს. სწორედ სკოლების ავტონომიისა და მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისთვის, ამ რამდენიმე ვარიატიდან, სკოლას თავად შეეძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელ სისტემას აირჩევს, თავად სკოლის სპეციფიკიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2020, 10:38

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

„გუშინ დაგვემატა 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, საბურთალოს კლასტერიდან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაბალი ცხელებით და მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

05 ივნისი 2020, 10:36

ეკონომიკა

ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუს მაშკიევიჩთან ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

05 ივნისი 2020, 10:35

COVID19

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ბრაზილიამ იტალიას გადაუსწრო

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 473 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

05 ივნისი 2020, 10:30

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათგან ერთი ბავშვია

„კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან 23 კოვიდინფიცირებულია, აქედან 5 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილი. გუშინ დაგვემატა 2 დადასტურებული დიაგნოზით. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით დატვირთულია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

05 ივნისი 2020, 10:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება

სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსაზღვრულ თორმეტ საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის 2017-2019 წლების სასამართლო სისტემის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. ანგარიშის სახელწოდებაა „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება“. მასში საუბარია, სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე გატარებულ რეფორმებსა და მის საერთაშორისო შეფასებაზე.

05 ივნისი 2020, 10:25

პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უსაფრთხოების კომიტეტის“ ინფორმაციით, იქ, სადაც ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „საზღვარი“ დაარღვიეს, რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა ჩაატარეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უსაფრთხოების კომიტეტის“ ინფორმაციით, 2-3 ივნისს სოფელ უისტასთან ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. „საზღვარი“ დაარღვიეს, რის გამოც ამ ტერიტორიის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს.

კარლ ჰარცელი

05 ივნისი 2020, 10:24

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: საქართველოში გარემოზე ზრუნვა წლიდან წლამდე უფრო პრიორიტეტული ხდება

დღეს ჩვენ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით, ევროკავშირმა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზნის, 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის გზა - ამის შესახებ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

ამერიკის საელჩო

05 ივნისი 2020, 10:19

საზოგადოება

„ერთად ვსწავლობთ - ერთად ვიბრძვით“: ავღანეთში გამგზავრებამდე ქართველი ჯარისკაცები წვრთნას ამერიკელებთან ერთად გადიან

„ჩვენ ერთად ვსწავლობთ - ჩვენ ერთად ვიბრძვით“, - ამ სიტყვებით აღწერს ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო მოსამზადებელ წვრთნას, რომელსაც ისინი ავღანეთში გამგზავრებამდე გადიან.

05 ივნისი 2020, 10:18

მსოფლიო

ჩეხეთი ავსტრიასთან, გერმანიასა და უნგრეთთან საზღვრებს ხსნის

ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორ მეზობელ ქვეყანასთნა, ავსტრიასთან და გერმანიასთან საზღვრები 6 მაისის 00:00 საათიდან გახსნას. ასევე, სასაზღვრო შეზღუდვა სრულად მოიხსნება უნგრეთისთვისაც. 4 ივნისს ქვეყანამ აღმოსავლეთ მეზობლის, სლოვაკეთისთვისაც გახსნა.

05 ივნისი 2020, 10:10

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304.

მარია ზახაროვა

05 ივნისი 2020, 10:05

მსოფლიო

მარია ზახაროვა აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაზე: ეს არის ვაშინგტონის მორიგი მცდელობა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 10:02

მსოფლიო

Bloomberg: დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას სავარაუდოდ არ დაესწრება

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

05 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. კამპანიის „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

NBA

05 ივნისი 2020, 09:55

სპორტი

NBA 31 ივლისს განახლდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს განახლდება. კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, NBA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა თამაში ორლანდოში გაიმართება და 30 გუნდის ნაცვლად 22 ითამაშებს.

შსს

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

ბაგებში რამდენიმე დღის წინ ჯგუფურ ძალადობასა და დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.

კახეთი

05 ივნისი 2020, 09:35

სამართალი

კახეთში სპეცოპერაციის შედეგად საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაციის შედეგად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ეარბალტიკი

05 ივნისი 2020, 09:22

ეკონომიკა

საქართველო ავიაკომპანია „ეარბალტიკის“ სტატიაში ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა

ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ტურისტული სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატია გამოქვეყნდა.

ჯორჯ ფლოიდი

05 ივნისი 2020, 09:05

მსოფლიო

ნიუ-იორკში კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში. აქ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სადაც კომენდანტის აღარ დაწესებულა.

კორონავირუსი

05 ივნისი 2020, 09:03

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 144 პაციენტია ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფო ხუთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოქსირებული გაყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. პირველ საუნივერსიტეტოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს. ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატულ სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.