IMEDI /  20 მაისი 2020, 11:48 / სანდო წყარო

დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები გადაეცემა

ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი საბუთები გადაეცემა.

„მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროგრამა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს, დაწერეთ შეტყობინება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მოქალქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, ფართებით უკვე 900-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.

თბილისის მერის განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამგეობას მიმართონ და გაარკვიონ, რა საბუთები სჭირდებათ უძრავი ქონების დასაკანონებლად.

ყველა სიახლე

ჯოზეფ ბუასე

25 მაისი 2020, 16:59

სპორტი

„რომას“ ყოფილი ფეხბურთელი 21 წლისა გარდაიცვალა

„რომას“ ყოფილი ფეხბურთელი ჯოზეფ ბუასე გარდაიცვალა. ის 21 წლის იყო. ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა Twitter-ზე დაწერა. Daily Mail-ის ინფორმაციით, კამერუნელი სპორტსმენი 25 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის „რომაში“ 2017-დან 2019 წლამდე თამაშობდა, თუმცა მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია და 19 წლამდელთა შემადგენლობაში იყო.

მიხეილ ყაველაშვილი

25 მაისი 2020, 16:58

საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის ვიდეო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის Zoom-ის მეშვეობით ვიდეო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020-2030 წლებისთვის“ დოკუმენტის პროექტს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და გაეროს საკოორდინაციო ჯგუფის სახელით ლელა ბაქრაძემ მიმართეს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 16:47

საზოგადოება

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება. როგორც მინისტრმა განმარტა კლინიკებისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დღევანდელი დადგენილებით, 4 თვის შემდეგ ხდება. ცვლილების შესახებ პროექტს კი უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს. „ანაზღაურების პერიოდის შემცირება სამედიცინო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ექიმების ანაზღაურებაზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

კახა კალაძე: საჭიროების შემთხვევაში, ხაზებზე მოძრავ 500 ავტობუსს სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება

მგზავრთა უსაფრთხოების ზომების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხაზებზე მოძრავ 500 ავტობუსს სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებისთვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან.

25 მაისი 2020, 16:45

რეგიონი

ქობულეთში ცხელების ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ცენტრალურ საავადმყოფო "ბომონდში" ე.წ ცხელების ცენტრი გაიხსნა. კლინიკა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი. იმუშავებს 10 ბოქსირებული განყოფილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულებსაც მიიღებს.

25 მაისი 2020, 16:35

სამართალი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარუდგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

ალექსანდრე გოგინავა

25 მაისი 2020, 16:33

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მაღალი რანგის პირისთვის შეუფერებელია

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შედეგები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული სამედიცინო თუ არასამედიცინო სამსახურის მიერ აღიარებულია.

25 მაისი 2020, 16:30

სპორტი

საკალათბურთო ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონი ჩაშლილად გამოცხადდა

საკალათბურთო ევროლიგის 2019-20 წლების სეზონი ოფიციალურად ჩაშლილად გამოცხადდა. წელს არც ერთი ევროტურნირი აღარ გაიმართება. ევროლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სამომავლოდ, ტურნირის სტრუქტურაში არანაირი ცვლილება არ იქნება და 2020-21 წლის სეზონი კვლავ 18-გუნდიანი ლიგით დაბრუნდება.

25 მაისი 2020, 16:22

ეკონომიკა

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 16:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვგეგმავთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციას მის განცხადებასთან დაკავშირებით

ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან, იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე

25 მაისი 2020, 16:16

საზოგადოება

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო პერიოდი დაასახელა

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადღგენის სავარაუდო დრო დაასახელა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრანსპორტი მუშაობას, ალბათ, ივნისის დასაწყისში განაახლებს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 მაისი 2020, 16:09

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღისთვის მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება

კორონავირუსის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. პრემიერ-მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

25 მაისი 2020, 16:06

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და გორში შეისყიდის. სააგენტო ბინებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.

25 მაისი 2020, 16:00

საზოგადოება

ირაკლი აბუსერიძისა და ლევან დავითაშვილის ინიციატივით, ისნის რაიონში შშმ პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

ირაკლი აბუსერიძისა და ლევან დავითაშვილის ინიციატივით მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა.

25 მაისი 2020, 16:00

სპორტი

ოლიმპიური კომიტეტი: სამწუხაროა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია

სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია - ამის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. კომიტეტი წუხილს გამოთქვამს სპორტსმენის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო.

25 მაისი 2020, 15:54

COVID19

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ინდოეთში შიდა ფრენები განაახლეს

გრძელი რიგები და ქაოსი - ასეთი სურათია ინდოეთის აეროპორტებში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ფრენების აღდგენა გადაწყვიტა. მაგალითისთვის, მოსახლეობის რაოდენობით მეორე დიდ შტატში, მაჰარაშტრაში ყოველდღიურად 50 ფრენა განხორციელდება.

ნათია მეზვრიშვილი

25 მაისი 2020, 15:44

ეკონომიკა

ნათია მეზვრიშვილი: ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები

როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ლაშა ჩხარტიშვილი

25 მაისი 2020, 15:40

სამართალი

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ჩხარტიშვილი „ალუბლების ქუჩაზე“ აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. მომხდარის დეტალები უცნობია.

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 15:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 15:32

ტექნოლოგიები

საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებგვერდი is.ge დღეიდან ამოქმედდა

უწყების ოფიციალურ გვერდზე ვიზიტორებს შეეძლებათ გაეცნონ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, სხვა სიახლეებსა და აქტივობებს, სამსახურის სტრატეგიას, მიზნებსა და მისიას, ყოველწლიურ ანგარიშებს, ასევე ფოტო და ვიდეო გალერეას.