imedi /  20 მაისი 2020, 11:24 / სანდო წყარო

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

ქეთევან დედოფლის გამზირი

მერია ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება.

„საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება.დაახლოებით არის 2 კილომეტრამდე მონაკვეთი და ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია იქნება განხორციელებული. ალბათ დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული ქუჩით სარგებლობს, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არის ჩავარდნები და ეს გამოწვეულია იმით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ახალი წყლის სისტემის ჩადება მიწის ქვემოთ. ასევე, რა თქმა უნდა გაზის კომპანია იმუშავებს ამ მიმართულებით, რომ თავის ქსელი იყოს განახლებული“, - განმარტა მერმა.

პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 670 999 ლარი დაიხარჯება. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანია NCC განახორციელებს დაწერეთ შეტყობინება.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2021, 15:53

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა

უკვე მეხუთე წელია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 20 სექტემბერს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი პროფესიული დღე „თბილსერვისის“ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

20 სექტემბერი 2021, 15:44

მსოფლიო

უკრაინაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო

უკრაინაში, ნატოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები „Rapid Trident-2021“ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

20 სექტემბერი 2021, 15:39

რეგიონი

ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გამო ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მეწყრული პროცესების განმეორების მაღალი რისკის გათვალისწინებით, სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობს ამ დრომდე ვერ იწყებს. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, აუცილებელია პროცესში ჩაერთოს გარემოს ეროვნული სააგენტო. გეოლოგები სოფელში ჩასვლას დღის განმავლობაში გეგმავენ. ისინი ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დამეწყრილ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 15:39

სპორტი

კახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

ნანა კაკაბაძე

20 სექტემბერი 2021, 15:37

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ძნელია ამას უწოდო მოსმენების ჩანაწერები, იქ 80%-ზე მეტი შეთხზული ინფორმაციაა

„გაუგებარი იყო, თვითონ ამის შემქმნელებს რაში სჭირდებოდათ ამის მოგონება, რადგან არანაირ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს, მაგრამ იყო ნაწილი, რომელიც უშუალოდ მე მიკავშირდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, დადგინდება ისევე როგორც ამ ჩანაწერების შემქმნელები, ისე მისი გამომტანები“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

კახა კალაძე

20 სექტემბერი 2021, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე: აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ, თუ საჭიროა დიპლომატებსაც

ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ.

20 სექტემბერი 2021, 15:30

მსოფლიო

რუანდაში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს კაცი, რომლის გმირობაზეც 2004 წელს ფილმი გადაიღეს

რუნდაში პოლ რუსეზაბაჯინა ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო მეამბოხე ჯგუფების მხარდაჭერაში, რომელთაც 2018 წელს ადამიანები დახოცეს. მსჯავრდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ პროცესი უსამართლოდ წარიმართა.

20 სექტემბერი 2021, 15:26

რეგიონი

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კახეთში 15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

20 სექტემბერი 2021, 15:19

სამართალი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

პური

20 სექტემბერი 2021, 15:18

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ახალშობილებში თანდაყოლილი დეფექტების პრევენციის მიზნით ფქვილს ფოლიუმის მჟავას დაუმატებენ

ინიციატივის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფქვილის გამდიდრებას ნეგატიური ეფექტი ექნება, ისეთი როგორც ვიტამინ B12-ის დეფიციტის შენიღბვა ან მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის გაზრდაა. თუმცა მთავრობის მრჩეველთა დამოუკიდებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ ამ განცხადებებს მტკიცებულებები არ აქვს.

20 სექტემბერი 2021, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს.

20 სექტემბერი 2021, 15:07

COVID19

Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის. აღნიშნულს კომპანიის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევები ცხადყოფს.

ნათია თურნავა

20 სექტემბერი 2021, 14:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა

„მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ღვინო, თხილი, მინერალური წყალი... ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:52

სამართალი

მალხაზ ველიჯანაშვილი: ყველა განაჩენი გასაჩივრდება, მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს

განაჩენები ყველა გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონითაა დადგენილი. მეგის ქარდავას პოზიცია კვლავ უცვლელია - ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. საქართველოში ექსტრადირების შემდეგ მეგის ქარდავა რუსთავის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველმა დღეს პირველად მოინახულა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე მეგის ქარდავაზე: ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი და არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე

„იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომებსა და შეცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და იქნება ყოველთვის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს. შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რა თქმა უნდა, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნობუო კიში

20 სექტემბერი 2021, 14:45

მსოფლიო

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის, ზიზღის ენისა და მანიპულაციის წყარო არიან, გაღმა შედავების პრინციპით, სხვებს ადანაშაულებენ ამაში

ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პოზიტიური და პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი და კანდიდატები არის გამოსახული.

20 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის მერობის კანდიდატები გამოეხმაურნენ

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძე დარწმუნებულია, საბოლოო ჯამში აჭარაში ოპოზიციური ერთობა გაიმარჯვებს.

20 სექტემბერი 2021, 14:37

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი. როგორც ვებგვერდზეა მითითებული, თანხა მოიგო პიროვნებამ, რომლის ინიციალებიცაა ნ.რ. ის ბოლნისში, „სინოფარმით“ აიცრა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს

სიძულვილის, აგრესიის ენის გავრცელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ბანერებზე, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, მათ გადააკრეს ბანერი, სადაც ეწერა: „მოდი რეფერენდუმზე“ და ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.