imedi /  20 მაისი 2020, 11:45 / სანდო წყარო

როდის და რა პირობებში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - სოფო გორგოძე „იმედის დილაში“

ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, ივნისის თვეში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ცენტრის ხელმძღვანელმა „იმედის დილის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს პირველ რიგში სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ უცნაურ გარემოში მოუწიათ სწავლის დასრულება, თუმცა რეალური ცხოვრება ასეთია.

„ეს არის რეალური გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გაუმკლავდებიან. რაც შეეხება 2020 წლის გამოცდებს, ეროვნული გამოცდების თარიღები ყოველთვის ივნისის თვეში ცხადდებოდა, ახლაც ჩვენ ვემზადებით, ყველანაირად მზად ვართ, რომ ივლისში დაიწყოს გამოცდები, როგორც ეს მანამდე იყო. მაინც ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ივნისის თვეში მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ზუსტი თარიღები ივნისში გამოცხადდება.“, - განაცხადა გორგოძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ასევე კითხვით მიმართეს, ტექნიკურად თუ როგორ ჩატარდება გამოცდები და როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები.

„ვმუშაობთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ტექნიკურად როგორ ჩატარდება გამოცდები. საბოლოოდ ეს პროტოკოლი დამტკიცებული არ არის. ამიტომ, რომ არ გავუსწრო მოვლენებს, იმას ვიტყვი, რომ ნამდვილად ყველაზე მთავარი აბიტურიენტებისა და სხვა აპლიკანტის უსაფრთხოებაა. ასევე ის, რომ მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში გამოავლინონ ცოდნა. უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება იმის მიხედვით, რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით, რომ ერთ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ უნდა დავსვათ და ისინი უნდა ისხდნენ შესაბამისი დისტანციით“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

კიდევ რ საკითხებზე ისაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, შეგიძლიათ „იმედის დილის“ ჩართვაში ნახოთ.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ოჯახმა ქუჩაში მილიონი დოლარით სავსე ტომრები იპოვა

ოჯახი გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, როცა გზაზე დაგდებულ ტომარას გადაუარეს. თავიდან იფიქრეს, რომ მასში ნაგავია, თუმცა მისი საბარგულში მოთავსება და მოგვიანებით გადაგდება გადაწყვიტეს. შემდეგ იქვე კიდევ ერთი ასეთი ტომარა დაინახეს და ისიც თან წაიღეს.

კატა ფეხბურთი

25 მაისი 2020, 00:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა ფეხბურთელმა თავის კატას გოლი ვერ გაუტანა ⚽🐈 ვიდეო

დიქსონმა კარი თავის სახლში დააყენა და გოლის გატანას პატარა წითელი ბურთით ცდილობდა. კატა კი, რომელსაც სახელი „ბავარიის“ მეკარის, მანუელ ნოინერის პატივსაცემად მიაუნუელ ნოიერი დაარქცა, ყველა დარტყმას იგერიებდა.

ლამები

25 მაისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

უელსში იზოლაციაში მყოფთათვის საკვები ლამებს მიაქვთ

სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ. ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.

წყლის გოჭი

25 მაისი 2020, 00:10

ტაბლოიდი

იაპონიის კაფეში სოციალურ დისტანციას სათამაშო წყლის გოჭის გამოყენებით იცავენ

იაპონიის ერთ-ერთი კაფე სოციალური დისტანციის დასაცავად სათამაშო წყლის გოჭებს იყენებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობა განაახლა, იზუ შაბოტენის პარკში მდებარე კაფემ კლიენტებზე ზრუნვა ამ ფორმით გადაწყვიტა.

24 მაისი 2020, 23:55

მსოფლიო

საფრანგეთში პირველად ქალაქის მერი ტრანსგენდერი ქალი გახდა

საფრანგეთში, ტრანსგენდერი ქალი, ქალაქ ტილუა-ლეს-მარშენის მერი გახდა. ამის შესახებ La Voix du Nord წერს. 55 წლის ტრანსგენდერ ქალს მარი კოს მუნიციპალიტეტის 14-მა დეპუტატმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ადამიანებმა იმიტომ კი არ ამირჩიეს, რომ ტრანსგენდერი ვარ, მათ მოეწონათ ჩემი პროგრამა“, - აცხადებს კო.

24 მაისი 2020, 23:40

მსოფლიო

ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი გადაიდო

აშშ-ში, ვაშინგტონში 10 ივნისს დაგეგმილი G7-ის სამიტი, თვის ბოლოს გადაიტანეს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ამის შესახებ Reuters წერს.

შოთა არველაძე

24 მაისი 2020, 23:37

სპორტი

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

თალიბები ავღანეთი თალიბანი პატიმრები

24 მაისი 2020, 23:32

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობა „თალიბანის“ 2 000-მდე მებრძოლს გაათავისუფლებს

გამოცემის ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება ღანიმ მას შემდეგ მიიღო, რაც „თალიბანმა“ მუსლიმურ დღესასწაულ რამადან-ბაირამთან დაკავშირებით 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ღანის თქმით, პატიმრების გათავისუფლება „კეთილი ნების ჟესტია“, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის წარმატების უზრუნველყოფაა.

მაცხოვრის საფლავის ტაძარი

24 მაისი 2020, 23:12

მსოფლიო

დაპირების მიუხედავად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი არ გაიხსნა

განცხადება იმის შესახებ, რომ ტაძარი თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ მომლოცველების მიღებას განაახლებდა 23 მაისს გავრცელდა, თუმცა დღეს ტაძრის კარი კვლავ დაკეტილი იყო. ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ გახსნა კვლავ გადაიდო, თუმცა ახალი თარიღი არ დაუსახელებიათ.

თენგიზ ცერცვაძე

24 მაისი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კორონავირუსი იტალია

24 მაისი 2020, 22:57

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 50 ადამიანი დაიღუპა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. სულ დაღუპულთა რიცხვი 32 785-მდე გაიზარდა.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:51

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს

ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ევროკავშირისთვის.დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

24 მაისი 2020, 22:51

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტმა კარანტინის რეჟიმი დაარღვია

როცა პოლიციელები ვენის ცენტრში, იტალიურ რესტორანში Sole შევიდნენ, პრეზიდენტის და მისი ცოლის მაგიდაზე სასმელი იდო. სწორედ ეს ჩაითვალა დარღვევად, რომლის გამოც პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. მისთვის ინციდენტს სავარაუდოდ შედეგი არ მოჰყვება, რესტორნის მფლობელს კი შესაძლოა 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გიორგი გახარია

24 მაისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გახარია რიკოთის გზის მშენებლობაზე: ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პირველები

გლობალური პანდეემიის და სლოგანის ,,დარჩი სახლი“ მიუხედავად რიკოთის ისტორიული ინფირასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არც ერთი დღით შეჩერებულა და ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. განცხადება ადვოკატმა ირმა ჭკადუამ Facebook-ზე განათავსა.

თბილისი შარდენი

24 მაისი 2020, 22:25

საზოგადოება

როგორ ემზადება რესტორნები გახსნისთვის და რა ვითარებაა თბილისის კლუბებში

84-დღიანი პაუზის შემდეგ კაფეების და რესტორნების კარი მოსახლეობისთვის შეზღუდვებით 8 ივნისიდან გაიღება. დაწესებულებებში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი აქცენტი ხშირ დეზინფექციაზე კეთდება.

პოლ ვანდორენი

24 მაისი 2020, 22:07

პოლიტიკა

პოლ ვანდორენი: ევროკავშირმა სწრაფად იმოქმედა და ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს COVID19-ის შეჩერებისთვის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე მყარი ურთიერთობებია. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ასოცირების შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციაც წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 მაისი 2020, 21:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში

ყველა მხრიდან ჩანს, რომ ისინი არჩევნებს ძალიან დიდი შიშით უყურებენ და ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. მიზეზი არის დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ იციან, რომ ისინი განწირულნი არიან მძიმე მარცხისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ისიც ჩანს, რომ ისინი გარკვეულწილად ფიქრობენ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა, ეს რადიკალური სცენარის განწირულია წარუმატებლობისთვის, იმიტომ რომ რადიკალურ სცენარსაც სჭირდება იგივე, რასაც არჩვებს - საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ზუსტად ეს არ აქვთ მათ“, - აღნიშნა კობახიძემ.

კავკასიური სახლი

24 მაისი 2020, 21:25

პოლიტიკა

„კავკასიური სახლი“ ევროპარლამენტს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხზე ღია წერილით მიმართავს

„პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის“, - ამბობენ წერილის ავტორები.

კორონავირუსი ლონდონი

24 მაისი 2020, 20:34

COVID19

ბრიტანეთში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ვირუსი 2 409 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 259 559-მდე გაიზარდა.