პროდუქტებით დახმარება თბილისში სოციალურად შეჭირვებულმა 20 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო
ფოტო: თბილისის მერია
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - Duty Free Georgia, „სქაიტელი“, „მასთერქარდი“ და „კარფური“ ჩაერთნენ.
პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გრძელდება ჩვენს მიერ წამოწყებული ძალიან კეთილი საქმის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომლითაც ყველა იმ ოჯახს ვეხმარებით, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. დღეს მინდა, თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიებს - Duty Free Georgia, „სქაიტელი“ „მასთერქარდი“ და „კარფური“. მათ მიერ შემოტანილი არამალფუჭებადი პროდუქტები დღესვე, ათივე რაიონში გადანაწილდება და იმ ოჯახებში დარიგდება, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად არსებობს. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ასევე, ყველა იმ რიგითი მოქალაქის მიმართ, ვინც ამ კეთილ საქმეშია ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 20 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ.
თბილისის მერიის განცხადებით, მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 15:26
სპორტი
84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა
84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა.
18 იანვარი 2025, 15:22
სპორტი
თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ ევროლიგაზე მეორე მატჩი გამართა და მოედანზე საუკეთესო იყო
„ბაიერნთან“ სტუმრად, იგი თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. თორნიკე შენგელია სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მოედანზე საუკეთესო იყო. მან 28 წუთში, 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება დააგროვა.
18 იანვარი 2025, 15:11
მსოფლიო
სერბეთის დედაქალაქში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა
სერბეთის დედაქალაქში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.
18 იანვარი 2025, 15:10
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით
თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი და სი ძინ პინი ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას და მათ შორის დაძაბული პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ოპოზიცია ხელს მოითბობდა, ეს იმედიც საბოლოოდ დაემსხვრათ, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. იგი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია - ჩინეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და დაბალანსებული ვაჭრობის დეკლარირება და ისრაელი-ღაზას შორის შეთანხმება.
18 იანვარი 2025, 15:03
მსოფლიო
ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა
ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა.
18 იანვარი 2025, 15:00
სპორტი
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა
ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების ნახევარ-მცველი „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.
18 იანვარი 2025, 14:46
სპორტი
თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს
თბილისი რაპირით მოფარიკავე იუნიორებს შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირი დღეს, ახალ სპორტის სასახლეში ინდივიდუალური ასპარეზობებით დაიწყო.
18 იანვარი 2025, 14:43
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს.
18 იანვარი 2025, 14:31
პოლიტიკა
პაატა სალია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენ გვეცოდინება, რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი მოქმედებები
ჩვენ გვეცოდინება რა იყო ის დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, რათა მომავალში თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი მოქმედებები.
18 იანვარი 2025, 14:27
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას
ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ.
18 იანვარი 2025, 14:22
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოძრაობის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
18 იანვარი 2025, 14:13
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში
აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში.
18 იანვარი 2025, 14:00
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: პროკურატურაში წარდგენილ დოკუმენტში მივუთითეთ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებების არაერთი მაგალითი, რაც შეიცავს სს კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა.
18 იანვარი 2025, 13:58
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
18 იანვარი 2025, 13:50
რეგიონი
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
18 იანვარი 2025, 13:23
მსოფლიო
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს
სტივენ კინგი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო არ უნდა ჩატარდეს.
18 იანვარი 2025, 13:18
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.
18 იანვარი 2025, 13:09
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 567 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო აირწინაღი შეიძინა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
18 იანვარი 2025, 12:38
მსოფლიო
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით
ტრამპი ინაუგურაციის დახურულ სივრცეში გადატანას ეხმაურება: მოსვლას თუ გადაწყვეტთ, თბილად ჩაიცვით.
18 იანვარი 2025, 12:28
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის მომავალ გენერალურ პროკურორს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.