21 მაისი 2020, 18:48 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგეს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინსიტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

მუშევანი

29 მაისი 2020, 08:52

COVID19

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე 500-ზე მეტ ადამიანს გამოიკვლევენ

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე ტესტირება იწყება. სოფელში ცხრა ჯგუფი იმუშავებს. ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.

კორონავირუსი

29 მაისი 2020, 08:36

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

573 გამოჯანმრთელებული, 738 კოვიდინფიცირებული, 250-ისტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3076 კარანტინის რეჟიმში, 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები.

ტურიზმი

29 მაისი 2020, 08:31

ეკონომიკა

სტანდარტები და რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი

სტანდარტები და რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 ჯეიმს გილმორი

29 მაისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის ელჩი: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი

ეუთოში აშშ-ის ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. ამის შესახებ ჯეიმს გილმორმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 08:02

პოლიტიკა

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინტერპელაციის ფორმატში გაგზავნილი კითხვები ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს 27 მაისს უკვე დაუსვა.

29 მაისი 2020, 07:59

საზოგადოება

დღეიდან ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები ამუშავდა. მათ შორის თბილისში მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი ემსახურება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. სავალდებულოა პირბადის ტარება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საპატრულო პოლიცია მეტროში მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებს. მიკროავტობუსებში კი ფეხზე დგომა იკრძალება.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 01:46

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჟურნალისტს: თქვენ რომ მატყუარები არ იყოთ, არც კი დავფიქრდებოდი, წავშლიდი Twitter-ის გვერდს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში რომ პატიოსანი მედია იყოს, ის Twitter-ის პროფილს აუცილებლად წაშლიდა.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 01:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კანონიერად რომ შეიძლებოდეს Twitter-ის დახურვა, ამას გავაკეთებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იურისტებთან სოციალური ქსელი „ტვიტერის“ დახურვის შესაძლებლობის საკითხს შეისწავლის.

კახა კალაძე

29 მაისი 2020, 01:07

საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, პოლიცია მეტროში მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებს

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა. დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა. ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 00:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სოციალური ქსელების მუშაობის რეგულირების შესახებ განკარგულებას.

ავტობაზა

29 მაისი 2020, 00:49

საზოგადოება

კახა კალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია, რომ მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს.

მერაბ ფაჩულია

29 მაისი 2020, 00:46

პოლიტიკა

GORBI-ის დამფუძნებელი: დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ გაიუმჯობესებს 2016 წლის მონაცემებს

მერაბ ფაჩულიას თქმით, GORBI-ის კვლევის შედეგები 1990 წლიდან აქვს. „დღეს სიტუაცია სხვანაირადაა - ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო კრებითი პროცენტებით, რაც სხვა სიტყვებით არის, მმართველი გუნდის და არა ერთი ადამიანის, ქართული ოცნების თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შეფასება. თუმცა, ვერავინ ვერ უარყობს ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ წონას“,- აღნიშნა ფაჩულიამ.

ვალერიან გორგილაძე

29 მაისი 2020, 00:41

პოლიტიკა

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისმა ე.წ. ციხის კადრების მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია მოახდინა

კომპანია „გორბის" მიერ ჩატარებვული კვლევის შედეგები დიდწილად განპირობებულია კორონავირუსის კრიზისით, კორონავირუსი კი თანამედროვე ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეპიდემიოლოგიური კრიზისი; სწორედ ამ დროს „ქართული ოცნების" მთავრობამ მოახდინა მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი კრიზისული მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება, ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ რეიტინგის ზრდას" - ამის შესახებ გადაცემა „ღია ეთერში" სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ისაუბრა.

ვიქტორ ყიფიანი

29 მაისი 2020, 00:33

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რომ შედეგებში ასახულ წარმატებას მიაღწიოს

„ეს კვლევა ჩემთვის სარწმუნო ნიშანია, რომ ამ შედეგს შეიძლება ვენდოთ და სარწმუნოდ მივიჩნიოთ. ნიშანი არის ამ კვლევის არა მხოლოდ გამოკითხვა, არამედ ასისტირება, დახმარება, ნავიგაცია, გზის ჩვენება და კიდევ ერთხელ მონიშვნა, სად გვიჭირს და სად უნდა იყოს ძალისხმევა მიმართული“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა.

ლუსი ფლინი

29 მაისი 2020, 00:25

პოლიტიკა

GORBI-ს კვლევის დიზაინისა და ანალიზის დირექტორი: ვფიქრობ ბევრი ადამიანი ბედნიერია იმით, რომ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს

„ახლახანს ჩავატარეთ კვლევა თქვენთვის, ტელეკომპანია იმედისათვის. ზარები ჩვენი პანელური კვლევის წევრებისათვის განხორციელდა 15-19 მაისს და გამოიკითხა 1’090 ზრდასრული რესპონდენტი. კვლევის ძირითადი თემა ეხებოდა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზის. როგორ შეცვალა ამ კრიზისმა ადამიანების ცხოვრება, მათი აზრით როგორ უმკლავდება მთავრობა ამ კრიზისს და ა.შ“- განაცხადა ლუსი ფლინმა.

29 მაისი 2020, 00:21

მსოფლიო

აშშ-მა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერის შესახებ ინფორმაციისთვის 3 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

აშშ-მა სამი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „დაეშის“ მთავარი პროპაგანდისტის, მუჰამად ჰადირ მუსა რამადანის დაკავებაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე GORBI-ის კვლევაზე: ოპოზიციას არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვს

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც - არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 00:00

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობა გვენდობა და ეს ნდობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს

ჩვენ ვცხოვრობთ განვითარებად, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ არის სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

28 მაისი 2020, 23:50

მსოფლიო

დაეში: კორონავირუსის პანდემია ჩვენი მტრებისთვის ღვთაებრივი სასჯელი იყო

ტერორისტული დაჯგუფება დაეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ღვთაებრივი სასჯელი იყო მათი მტრებისთვის. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუდიოჩანაწერის მეშვეობით გაავრცელა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2020, 23:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არასდროს პარლამენტის ნდობის რეიტინგი არ ყოფილა ისეთი, როგორიც დღესაა

„დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერა კონკრეტულ პარტოებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს რომ თავი დავანებით, არის მშვიდობისკენ, სტაბილიზაციისკენ, განვითარებისკენ და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ როგორც ახლა მოერიეთ კორონავირუსს, ისევე მოვერიოთ რეცესიას, იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც ამ ინფექციამ მოიტანა და რომლის დაბრალება უნდათ ხელისუფლებაზე, მაგრამ ასე არ გამოვა. ყველა ხედავს, მთელ მსოფლიოში ასეა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.