საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე შესაძლოა ლიმიტი დაწესდეს
ფოტო: Shutterstock.com
შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.
„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, - განმარტა მან.
ყველა სიახლე
12 მაისი 2026, 14:29
საზოგადოება
პატრიარქი: სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდი
დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთივ კურთხეულ დღეს, - განაცხადა უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.
12 მაისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი რომა მახარაძე პატრიარქ შიო III-ზე: არ მჯერა, რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებს ხალხისთვის
მახარაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ შიო მესამე რაიმე სასიკეთოს გააკეთებს ქართველი ხალხისთვის.
12 მაისი 2026, 14:19
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ქვეყანაში, ვართ ეროვნულები. ესაა მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში - ეს არის სუვერენიტეტის და დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი
ვართ ამაყები, ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და გვწამს, შესაბამისად, ქართველებს დაგვაბრალონ ის, რომ ჩვენ როგორიც გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავს, ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
12 მაისი 2026, 14:17
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად რეზოლუციების უკან
„რომ გიპასუხოთ, ამას ჩალის ფასი აქვს მეთქი, ვიღაცები საკრიტიკოდ გახდიან. არა და 10 რეზოლუცია ვნახეთ, კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა, იცით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსიც კი არ არის ხოლმე სწორად, ჩვენთან ამას ეძახიან - მიაფუჩეჩეს, იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელისმოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად რეზოლუციების უკან, რომ თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის „ფაქტები“, რომლებიც მოტანილია რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა, უბრალოდ აუფასურებენ „ფაქტები”, რომლებიც მოტანილია ამ რეზოლუციებში მათ საფუძვლად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12 მაისი 2026, 14:10
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
12 მაისი 2026, 14:06
საზოგადოება
შიო მესამე: გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას ვემსახურო ეკლესიას და ქართველ ერს
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებითა და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს“, - განაცხადა პატრიარქმა.
12 მაისი 2026, 14:06
საზოგადოება
სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია დასრულდა
სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა.
12 მაისი 2026, 13:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერისა და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს
„მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც იცნობს და არ იცნობს მას, ამაში ყველა დარწმუნებულია. ასეთი იყო ღვთის ნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს. მართლაც ძალიან რთულია, ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
12 მაისი 2026, 13:47
საზოგადოება
ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი შიო III-ს: დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ წინ გაუძღვებით საყვარელ ქართველ ხალხს სულიერი პროგრესისა და ნაყოფიერებისკენ
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი იოანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და აღსაყდრებას ულოცავს.
12 მაისი 2026, 13:39
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
12 მაისი 2026, 13:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება
სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.
12 მაისი 2026, 13:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში
„Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და „პატრიარქ“ დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“, - წერს დავით ქართველიშვილი.
12 მაისი 2026, 13:07
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით უკმაყოფილოები არიან
სააგენტო Bloomberg-ი ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.
12 მაისი 2026, 13:03
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს
დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.
12 მაისი 2026, 12:40
საზოგადოება
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
12 მაისი 2026, 12:37
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ის არჩევას
აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
12 მაისი 2026, 12:11
მსოფლიო
ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ზელენსკიმ 2019 წელს პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, - განაცხადა ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა.
12 მაისი 2026, 11:59
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე: აი თქვენი დედაც მოვ***ნ რა...
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
12 მაისი 2026, 11:56
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
12 მაისი 2026, 11:54
პოლიტიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


