imedi /  22 მაისი 2020, 14:44 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სულ არის სამი ალტერნატივა: გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და მივიღოთ ეს კანონი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო მარტივი კითხვა, რომელიც დავსვი და რომელსაც სჭირდება ასევე, მარტივი პასუხი. სულ არის სამი ალტერნატივა. გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ეს მოსწონს ოპოზიციის წარმომადგენლებს და გავაგრძელოთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, ვიცით, რომ ამას თავის შედეგები ექნება. მეორე ვარიანტია მივუშვათ და გავავრცელოთ შეგნებულად კორონავირუსი საქართველოში და მესამე ალტერნატივა არის - მივიღოთ ეს კანონი, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. მარტივად ვეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ურჩევნიათ? ერთი, მეორე თუ მესამე? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება თუ ურჩევნიათ ამ კანონის მიღება?! მარტივი კითხვაა და იქნებ მივიღოთ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტს განიხილავდნენ.

მისი მოსაზრებით, კანონში რეგულაციების მოქმედების ვადად 15 ივლისი უნდა განისაზღვროს. ასევე, მისი შემოთავაზებით, შესაძლოა, კანონს 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები დაერქვას.

„რაც შეეხება თარიღს, ჩვენ ვფიქრობთ ამ რეგულაციების მოქმედებას 15 ივლისამდე. იურიდიული ტექნიკის კუთხით შემოგთავაზებდით, რომ ეს თარიღი პირდაპირ ავსახოთ 451-ე მუხლის სათაურში და პირობითად შეიძლება დაერქვას 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში, ეს ვადა გავრცელდება ყველა შემდგომ ნორმაზე, რომელიც არის ასახული ამ მუხლში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავარია, საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის

„მთავარია საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და დრაივერი უწოდა. როგორც არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა„ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის, რ

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 22:52

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლიბერალმა გუბერნატორებმა და მერებმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედონ, ან ჩვენი სამხედროების შეუზღუდავ ძალას გამოვიყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატების ხელისუფლებას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედონ ძალადობრივი საპროტესტო აქციების აღკვეთის მიზნით.

30 მაისი 2020, 22:44

სამართალი

ოზურგეთის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიციის ეს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, არჩევნებზე მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის

ოპოზიციის ეს ჯგუფი არჩევნებს ნებისმიერ თემაში გაცვლის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ოპოზიციის ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

დიმიტრი პესოვი

30 მაისი 2020, 22:16

COVID19

პუტინის პრესმდივანი: წვერი მექნება, ვიდრე კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ

პუტინის პრეს-მდივანმა იმიჯი შეიცვალა. დიმიტრი პესკოვმა წინაში საგრძნობლად დაიკლო და წვერი მოუშვა. „წვერი მექნება მანამდე, სანამ კორონავირუსს ბოლომდე დავამარცხებ. როგორც კი სამსახურში გავალ, გავიპარსავ“, -განაცხადა პესკოვმა გადაცემა „მოსკოვი, კრემლი, პუტინის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 22:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55%-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს

დღეს პარლამენტის მიმართ ნდობა მომატებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან მთავარ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ძალიან კარგად და სინქრონულად იმუშავა მთავრობასთან ერთად და იზრუნა თავის მოქალაქეებზე.

30 მაისი 2020, 21:57

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ქაბულში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეარხ Khurshid-ის მიკროავტობუსში ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 21:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სამომავლოდ დაგვჭირდება უფრო გაბედული და მასშტაბური ინტერვენციები, რომ ეკონომიკის აღდგენა დროულად მოვახერხოთ

საქართველომ დაამტკიცა, რომ ეფექტურად მართა კოვიდ პანდემია, შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, საზოგადოების, ინსტიტუტების, მათ შორის ეკლესიის, ასევე, მეგობრების - ევროკავშირის, აშშ-ის დამსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მან ანტიკრიზისული გეგმის მიმართულებებზე ისაუბრა.

30 მაისი 2020, 21:32

ტაბლოიდი

ჯონ ლენონისა და მისი მკვლელის დღემდე უცნობი ფოტოები გამოქვეყნდა

გამოცემა Daily Mail-მა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს, 1980 წლის 8 დეკემბერს არის გადაღებული.

30 მაისი 2020, 21:12

მსოფლიო

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ინგუშეთის ქალაქ სუნჟაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მებრძოლთა ჯგუფი მოიქციეს ალყაში. ამ დროისათვის ოპერაციის დამასრულებელი ფაზა მიმდინარეობს.

30 მაისი 2020, 20:59

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის ბავშვი რეანიმაციაშია

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. როგორც Imedinews დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბავშვს წყლით სხეულის 20% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 20:31

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია იმდენ ქვას ისვრის, ეს ქვები რომ შეეგროვებინათ, რაღაცის ასაშენებლად ნამდვილად ეყოფოდათ

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში პრემიერის მოსმენისას ოპოზიციისგან სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მსჯელობის წამოწყებას ელოდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ ეს სფერო რეფორმას საჭიროებს და ის უფრო სამართლიანი უნდა გახდეს.

30 მაისი 2020, 20:30

საზოგადოება

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტული გრაფიკით იმუშავებს

1-ლი ივნისიდან „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს უბრუნდება. სერვისცენტრები იმუშავებს შაბათსაც.

30 მაისი 2020, 20:07

სპორტი

ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა

17-წლიანი მუშაობის შემდეგ, ლონდონის საფეხბურთო კლუბის „არსენალის“ პრეზიდენტი ჩიპს კესვიკი პენსიაზე გავიდა. 80 წლის სპეციალისტი „მეთოფეებში“ 2003 წლიდან სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობზე მუშაობდა და კლუბისთვის ახალი საშინაო სტადიონის, „ეშბერტონ გროუვის” აშენება მის სახელს უკავშირდება.

დონალდ ტრამპი

30 მაისი 2020, 19:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბრბო რომ თეთრ სახლთან კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქცია პროფესიულად მართული იყო და არაფერი საერთო ჰქონდა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნასთან.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 მაისი 2020, 19:48

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, ნიღაბი პირველ რიგში სწორად უნდა გამოვიყენოთ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ. მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

30 მაისი 2020, 19:27

სპორტი

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვალდესი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

38 წლის ყოფილმა მეკარემ ესპანეთის მეოთხე ლიგის კლუბი „ორტა“ ჩაიბარა, რომელიც გასულ წელს მეთორმეტე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

30 მაისი 2020, 19:16

საზოგადოება

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო დაწესებულებებს სთხოვს, რომ თანამშრომლების მიერ უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდეს

საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.