imedi /  23 მაისი 2020, 16:41 / სანდო წყარო

მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ სიყვარულითა და ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე

მეუფე შიო

მეუფე შიო

„ვევედროთ უფალს, რომ სიყვარულითა და ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!“, - ამის შესახებ განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს გააკეთა. განცხადებას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხვასა და მოლოცვას.

თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა, როგორც აფხაზეთის დღესასწაული, ვინაიდან წმინდა სვიმონ კანანელმა იქადაგა აფხაზეთში და არის განმანათლებელი ჩვენი ქვეყნისა და აფხაზეთისა. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი ერი არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვა მოციქულებმა. ვმადლობთ დღეს უფალს ამისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც კი აქვს და ჰქონდა საქართველოს; ეს არის უფლის სიტყვა, მისი ეკლესია და მადლი სულისა წმინდისა და როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“.

ხშირად ადამიანები ვფიქრობთ, თუ რა არის ეს გზა, რა არის ჭეშმარიტება, როგორი უნდა იყოს ცხოვრება? ამაზე პასუხია ის, რომ ჩვენი ვალი, მისია ქართველი ერისა - ეს არის ამ ჭეშმარიტების ერთგულება, ამ გზით სიარული, ამ ცხოვრების დაცვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ვევედროთ წმინდა სვიმონ კანანელს, რომ შევძლოთ ამ სიწმინდის დაცვა და ამ გზით სიარული, ეს არის ჩვენი ერის გადარჩენის გზა.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ამ სიხარულთან და ზეიმთან ერთად გვაქვს მწუხარებაც, ვინაიდან ვიხსენებთ იმ დიდ ტრაგადიას, ძმათა მკვლელ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, რომ იქ ვიზეიმოთ ეს დღე წმინდა სვიმონ კანანელის საფლავთან აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან ერთად.

მის უწმინდესობასა და უნეტრესობას მრავალჯერ უთქვამს, რომ ჩვენს შორის იყო საოცარი ურთიერთობა და სიყვარული. სამწუხაროდ, გარეშე ძალებმა მოახერხეს ჩვენ შორის მტრობის ჩამოგდება, მაგრამ გარეშე ძალებთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალი ამ ყველაფერში. ქრისტიანული სწვალებაში არის ის დებულება, რომ როდესაც მოყვასებს შორის არის კონფლიქტი, მით უმეტეს, ძმათა შორის, მით უმეტეს, ისეთი კონფლიქტი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რომელსაც ძმათა მკვლელი ომი ეწოდება, შეუძლებელია, ერთი მხარე იყოს მართალი და მეორე - მტყუანი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ასეთ დროს ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე, ყოველთვის ორივემ უნდა მონახოს თავისი ბრალეულობა იმისთვის, რომ ეს ჩატეხილი ხიდი გამთლიანდეს და ისევ აღდგეს ურთიერთსიყვარული, რომლისთვისაც დღეს ჩვენ ვლოცულობთ.

უფალმა ინებოს, წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, რომ მოგვმადლოს ეს სინანული, ვევედროთ უფალს, რომ მოგვეცეს ეს სინანული, რათა სიყვარულითა და ერთობით კვლავ მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად სიყვარულით შევხვდეთ და ვიზეიმოთ ეს დღე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას, უფალმა ინებოს, რომ მისი ლოცვითა და მადლით მოვესწროთ გამთლიანებულ საქართველოს და ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან აღდგენას იმ სიყვარულისა და ძმობისა, რომელიც ჩვენ ოდითგანვე გვქონდა და გვექნება ღვთის მადლით, ამინ!“

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 11:04

საზოგადოება

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2020, 11:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

25 მაისი 2020, 10:59

მსოფლიო

საბერძნეთში დღეს კვების ობიექტები გაიხსნება

საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები განაახლებენ მუშაობას. დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს. საბერძნეთში კოვიდ-19-ის 2 878 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 171 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 374 პაციენტი.

25 მაისი 2020, 10:59

COVID19

მისისიპიში COVID-19 დაუდასტურდა ორ სტილისტს, რომლებიც 140-მდე კლიენტს მოემსახურნენ

მისისიპის შტატში კორონავირუსი კიდევ ერთ სტილისტს დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ქალაქ სპრინგფილდ-გრინის სილამაზის სალონში 56 კლიენტს მოემსახურა. მანამდე COVID-19 კიდევ ერთ მისისიპელ სტილისტს დაუდგინდა.

გონსალო იგუაინი

25 მაისი 2020, 10:56

სპორტი

„იუვენტუსი“ იგუაინში €18 მილიონს ითხოვს

ცნობილი ხდება თანხა, რომელსაც ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინში ითხოვს. კლუბს არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა 18 მილიონ ევროდ სურს. ფორვარდით „ნიუკასლი“ და „რივერ პლეიტი“ არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს ბუენოს-აირესულ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, „რივერ პლეიტს“ 18 მილიონი ევროს გადახდის ფუფუნება არ აქვს.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:46

COVID19

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა

„მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება“.

რეზო გაბრიჩიძე

25 მაისი 2020, 10:46

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ. შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის“ რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

25 მაისი 2020, 10:43

სპორტი

„ბატემ“ ბელარუსის თასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „ბატე“ ბელარუსის თასის მფლობელი მეოთხედ გახდა. ბორისოველებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბრესტის „დინამო“ 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, კომპენსირებულ დროში კი ზახარ ვოლკოვმა „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

25 მაისი 2020, 10:40

COVID19

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს 3 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან

ჩვენი კლინიკის კოვიდ სივრცეში 46 პაციენტია განთავსებული. მათგან 11 არის არასრულწლოვანია. 34 არის დადასტურებული კოვიდი. საბედნიეროდ ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის ანუ საყურადღებო. ამ ეტაპზე რეანიმაციაში პაციენტი არ გვყავს - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლინიკას დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს. „ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში. დღეს კიდევ 5 ანალიზის პასუხს ველოდებით საიდანაც 3 განმეორებითია“ - განაცხადა იშხნელმა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა

ინფიცირებული პაციენტებიდან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული წილი 72%-ია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ამ დროისთვის 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში და ეს მხოლოდ 26%-ია დადასტურებული შემთხვევებიდან. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, უკვე თითქმის 2-ჯერ მეტია მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებზე“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

25 მაისი 2020, 10:34

საზოგადოება

26 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

გიორგი გახარია

25 მაისი 2020, 10:20

პოლიტიკა

მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ორჯერ წარდგება

კოვიდ ანგარიშს პრემიერი პარლამენტს, სამთავრობო კაბინეტის წევრებთან ერთად გააცნობს. მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან კანონმდებლების კითხვებს არა მხოლოდ უკვე გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არამედ სამომავლო გეგმების შესახებაც უპასუხონ, მათ შორის, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყნის სტრატეგიის შესახებ.

ჯასინდა არდერნი

25 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

ახალი ზელანდიის პრემიერის პირდაპირ ეთერში ჩართვისას მიწისძვრა მოხდა. ვიდეო

ახალ ზელანდიაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი დილის გადაცემას სტუმრობდა. პრემიერმა, მიუხედავად მიწისძვრისა, ინტერვიუს გაგრძელება ისურვა და თქვა, რომ საფრთხეს არ ელოდა, რადგან მის ზემოთ რაიმე სანათი არ იყო ჩამოკიდებული.

25 მაისი 2020, 10:16

COVID19

ევროპის საბჭოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება

ევროპის საბჭოს ექსპერტები აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება. მათი თქმით, მსგავსი იარაღი შესაძლოა, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გამოიყენონ. „პანდემია COVID-19 აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადია თანამედროვე საზოგადოება ვირუსული ინფექციების მათი მიმართ“, - ნათქვამია საბჭოს კონტრტერორიზმის კომიტეტის განცხადებაში როგორც ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტები ამბობენ, კორონავირუსმა აჩვენა, თუ რამდენად დაუცველია სამყარო მსგავსი ინფექციების წინაშე. ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფება მსგავსი იარაღის გამოყენებით „ექსპერიმენტებს“ უკვე ატარებს.

25 მაისი 2020, 10:11

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ზინედინ ზიდანი

25 მაისი 2020, 10:10

COVID19

ზინედინ ზიდანმა კარანტინი დაარღვია

გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა მადრიდი დატოვა და დედაქალაქის შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სადაც სახლი აქვს. კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის „რეალის“ თავკაცს სავარაუდოდ 1350 ევროთი დააჯარიმებენ.

25 მაისი 2020, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 178 570-მდე გაიზარდა

გერმანიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 178 570-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არდაიცვალა 10 ინფიცირებული. ამ დრომდე გერმანიაში ვირუსს 8 257 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 იანვარს დადასტურდა.

25 მაისი 2020, 10:03

კულტურა

მარია ანტუანეტის ნივთები აუქციონზე გაიყიდა

ხის სკივრი, რომელიც ტყავითაა მოპირკეთებული, სავარაუდოდ 1780 წელს არის დამზადებული. სახურავზე მას წარწერა აქვს Chambre de la Reine n°10 (დედოფლის ოთახი #10). მასში უცნობმა კოლექციონერმა 43 750 ევრო გადაიხადა. კიდევ ერთი ლოტი, აბრეშუმის ხელსახოცი, რომელიც მარია ანტუანეტას ქმრის, ლუდოვიკ XVI-ის კორონაციაზე ჰქონდა, აუქციონზე 14 500 ევროდ გაიყიდა.

25 მაისი 2020, 09:53

სამართალი

ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

25 მაისი 2020, 09:47

თემა

როდის შევძლებთ ზღვაზე დასვენებას? გადადის თუ არა ახალი კორონავირუსი საკვებით? აქტუალური კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით

2020 წლის ყველაზე აქტუალური თემა ახალი კორონავირუსული ინფექცია და მასთან დაკავშირებული კითხვებია. ზოგს COVID-19-თან დაკავშირებით გარკვეული ფობია ჩამოუყალიბდა, სხვები თვითიზოლაციისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. ვიღაცას ინფექციის წარმოშობის მიზეზი და კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობა უფრო აინტერესებს, ზოგს ზაფხულში დასვენების გეგმა აღელვებს. კითხვა ბევრია და პასუხებიც გარკვეულწილად განსხვავებული, თუმცა სპეციალისტები რიგ შემთხვევაში მაინც თანხმდებიან.