IMEDI /  23 მაისი 2020, 22:10 / სანდო წყარო

როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. პარალელურად კი, გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მან სხვადასხვა პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც კორონავირუსის გამო გადავადდა.

„საბოლოოდ, ივნისის დასაწყისში, 10-15 ივნისისთვის ყველანაირად დასრულებული იქნება, თუ რაღაც კიდევ არ მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი უკვე დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები ხვალ დასრულდება და საავტომობილი მოძრაობა სრულად აღდგება. რაც შეეხება ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2020, 01:05

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს წევრი ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად სამხედროების გამოყენებას გეგმავს.

06 ივნისი 2020, 01:04

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

კიმ კარდაშიანი კანიე უესტი

06 ივნისი 2020, 00:51

ტაბლოიდი

The Sun: კიმ კარდაშიანს კანიე უესტისგან ცალკე ცხოვრება სურს

ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი მეუღლე, რეპერი კანიე უესტი ერთმანეთისგან დაიღალნენ და ცალ-ცალკე ცხოვრება სურთ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, კიმ კარდაშიანს ქმრისგან ცალკე სულ მცირე კარანტინის დასრულებამდე სურს, ვინაიდან „ადრე ისინი ამდენ დროს ერთად არ ატარებდნენ“. თუმცა გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად ტელევარსკვლავს რეპერთან განქორწინება არ სურს.

ჯორჯ ფლოიდი

06 ივნისი 2020, 00:49

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ამერიკის მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია

აშშ-ს მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია. ამის შესახებ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ახალგაზრდობასთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თემას მიეძღვნა. „ნუთუ ჩვენ ვთვლით, რომ არ შეიძლება უკეთესი ქვეყანა გვქონდეს?! არ მგონია მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობდეს. ალბათ მოსახლეობის 10-15 პროცენტი ცუდი ადამიანია, მაგრამ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ასეთი არ ვართ. მოსახლეობის უმეტესობა ღირსეული ადამიანია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აბდელმალეკ დრუკდალი

06 ივნისი 2020, 00:41

მსოფლიო

მალიში სპეცოპერაციის დროს ფრანგმა სამხედროებმა „მაღრიბში ალ-ქაიდას“ ლიდერი გაანადგურეს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორანს პარლის განცხადებით, მალიში 3 ივნისს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს „მაღრიბში ალ-ქაიდას“ ლიდერი, აბდელმალეკ დრუკდალი იყო ლიკვიდირებული.

06 ივნისი 2020, 00:29

COVID19

იაპონელმა მეცნიერებმა კორონავირუსთან საბრძოლველად „ჭკვიანი მაისური“ შექმნეს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მაისური, რომლის საშუალებითაც ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დისტანციურად დააკვირდებიან. ამის შესახებ გამოცემა Asahi Shimbun-ი წერს. „ჭკვიანი მაისური“ კომპანია Mitsufuji-მ შექმნა. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ის ადამიანის პულსს, სუნთქვას და ჯანმრთელობის სხვა მონაცემებს ზომავს, შემდეგ კი ამ ინფორმაციას ექიმების სმარტფონებზე აგზავნის.

06 ივნისი 2020, 00:28

მსოფლიო

უკრაინაში შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

კიევში უმაღლესი რადის შენობასტან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომა მოითხოვეს. აქციაში მონაწილეობას სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმის,“ „მემარცხენე სექტორისა“ და მოძრაობა „კიევ პრაიდის“ აქტივისტებიც იღებდნენ. ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც რამდენიმე პოლიციელს კაგარლიკის განყოფილებაში დაკითხვაზე მიყვანილი ქალის გაუპატიურებასა და წამებაში დასდეს ბრალი. ავაკოვის ოპონენტები აცხადებენ, რომ 6 წლის განმავლობაში ავაკოვმა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები ვერ აღმოფხვრა, ვერ გაატარა რეფორმები და ქვეყანაში წესრიგის დაცვა ვერ შეძლო.

06 ივნისი 2020, 00:24

საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

06 ივნისი 2020, 00:21

მსოფლიო

გამდიდრებული ურანის მარაგებმა ირანში დაშვებულ ლიმიტს 8-ჯერ გადააჭარბა

ირანში გამდიდრებული ურანის მარაგებმა 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ლიმიტს დაახლოებით 8-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ გაეროს ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები ირანში 1571,6 კილოგრამს შეადგენს, მაშინ, როდესაც შეთანხმებით მხოლოდ 202.8 კილოგრამია დაშვებული. ანგარიშის თანახმად, ირანი ურანს 4.5 %-მდე ამდიდრებს, ნაცვლად ნებადართული 3.67 %-ისა. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ ირანი ორ ბირთვულ ობიექტზე საერთაშორისო ექპერტებს არ უშვებს, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ ამ ობიექტებზე შესაძლოა არადეკლარირებული ბირთვული მასალები ინახებოდეს.

06 ივნისი 2020, 00:05

COVID19

ჯანმო: 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, 60 წელს ზემოთ ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ. შესაბამის რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. „იმ რაიონებში, სადაც ვირუსის გავრცელება ფიქსირდება, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, პირბადეები უნდა ატარონ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

პაატა იმნაძე

05 ივნისი 2020, 23:52

COVID19

პაატა იმნაძე: ვინც ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის ეკონომიკას ირჩევს, წაგებული რჩება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვირუსის პანდემიის დროს ეკონომიკის გაჩერება ლოგიკურია.

05 ივნისი 2020, 23:38

COVID19

პაატა იმნაძე: COVID19 წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვასა და აუზში ცურვა სახიფათო არაა

წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 23:30

პოლიტიკა

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივნისი 2020, 23:30

პოლიტიკა

პანდემიის პერიოდში პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

პანდემიის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს. „„მთავარი არხი“ დაინტერესდა - რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა,

05 ივნისი 2020, 23:18

ეკონომიკა

აუდიტი: სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა და მასთან დაკავშირებული კონტროლები. დასკვნა უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, აუდიტის პროცესში შეფასდა ინფორმაციული სისტემისა და პენსიის ადმინისტრირების პროცესის პროდუქტიულობა, ასევე პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა.

ვარკეთილი სკვერი

05 ივნისი 2020, 23:17

საზოგადოება

ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემთბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყელამაძესთანდა მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.

05 ივნისი 2020, 23:09

სამართალი

ცხინვალის ციხეში პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

ცხინვალის ციხეში ექვსმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალებები ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ ციხეში მომხდარი ინციდენტი ე.წ. იუსტიციის სამინისტრომაც დაადასტურა. დეფაქტო უწყების განცხადებით, პატიმრებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც არაღიარებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, საპატიმროში აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პატიმარმა მობილური ტელეფონის ჩამორთმევა გააპროტესტა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ციხის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის დამატებითი ძალები გამოიძახა. დღეს დილიდან მსჯავრდებულთა ნაწილმა განაწესის შესრულებაზე უარი თქვა, დილის შემოწმება არ გაიარა და საუზმეც არ გავიდა. ვითარების გამწვავების შემდეგ კი რამდენიმე მათგანმა ვენები გადაიჭრა.

05 ივნისი 2020, 23:06

მსოფლიო

Reuters: აშშ გერმანიიდან 9.5 ათას სამხედროს გამოიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკის მთავრობაში მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივნისი 2020, 23:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში პლაქვენილი ისევ დააბრუნეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ის სპეციალურ განცადებას Facebook-ზე ავრცელებს: „როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისსგამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.

მიხაილ კოკშენოვი

05 ივნისი 2020, 22:56

მსოფლიო

საბჭოთა კინოს ვარსკვლავი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბჭოთა კინოს ცნობილი ვარსკვლავი, რუსი მსახიობი მიხაილ კოკშენოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის ცოლმა, პოეტმა ლიუბოვ ვოროპაევამ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსახიობმა გასულ წელს ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. მიხაილ კოკშენოვს ასობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პარალელურად ის მოსკოვის მაიაკოვსკის თეატრში, მინიატურების თეატრსა და კინომსახიობთა თეატრალურ სტუდიაში მუშაობდა.