imedi /  25 მაისი 2020, 08:10 / სანდო წყარო

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება და მოკლევადიანი პაემნები, მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში იქნება დაშვებული.

დაწესებულებებში პრევენციული ზომები კვლავ გამკაცრებული იქნება. სტუმარი ვალდებულია დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, მათ შორისაა პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

ამას გარდა, 20 მაისიდან უკვე შესაძლებელია ციხეში ამანათების შეგზავნა. მათ შორის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის. ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით იქნება მიწოდებული და გარდა საკვები პროდუქტებისა, გაივლის დეზინფექციას.

პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული ზომები 5 მარტიდან ამოქმედდა. შეიზღუდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ, ხანმოკლე გასვლის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლებაც.

ყველა სიახლე

ნუნუ მიცკევიჩი

09 ივლისი 2020, 18:41

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩი: არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო, თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. ამასთან, ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 აბრაჰამ მანუკიანი

09 ივლისი 2020, 18:38

მსოფლიო

ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სომეხი დეპუტატი გათავისუფლდა

ხმების მოსყიდვაში ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული სომხეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილი დეპუტატი გათავისუფლდა. შესაბამისი გაადწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას სომხური მედია დაცვის მხარის Facebook-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგელა მერკელი

09 ივლისი 2020, 18:35

COVID19

ანგელა მერკელი: პანდემიის დროს სიცრუე და დეზინფორმაცია ვიხილეთ - ეს არ არის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს სიცრუე და დეზინფორმაცია წარმოიშვა და დაუშვებელია სიძულვილის გავრცელება მაშინ, როდესაც მსოფლიო ვირუსს ებრძვის.

ერიკ დაიერი

09 ივლისი 2020, 18:34

სპორტი

გულშემატკივართან ჩხუბის გამო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ერიკ დაიერი 4 მატჩს გამოტოვებს

თამაშის მიმდინარეობის დროს გულშემატკივართან ჩხუბის გამო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ერიკ დაიერი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. 4 მარტს, ინგლისის თასზე „ნორვიჩთან“ გამართული შეხვედრის მსვლელობისას, ტრიბუნაზე მყოფ დაიერის ოჯახის წევრებს ერთ-ერთმა ფანმა შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც „ტოტენჰემის“ 26 წლის ნახევარმცველი მას ხელით შეეხო. ოთხი მატჩის გამოტოვების გარდა, დაიერი 40 ათასი ფუნტითაც დაჯარიმდა და მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მას კიდევ უფრო მძიმე სასჯელი ელოდება. „ტოტენჰემმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სადისციპლინო კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იგეგმება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

09 ივლისი 2020, 18:32

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი 14-მა კანდიდატმა გამოთქვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14-მა კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.

ლევან ბეჟაშვილი

09 ივლისი 2020, 18:30

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული

„ყველანი ჩვენი რესურსით ზოგი ადგილზე, ზოგი ქვეყნის გარედან დავდებთ იმ შედეგს, რომელიც სჭირდება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი

09 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე: რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა

რა ფორმითაც ძალის გამოყენება მოხდა, სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი აფრასიძეების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. „ეს საქმე იყო ძალიან მძიმე და რთული ჩვენი საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ რა ფორმითაც მოხდა ძალის გამოყენება, ეს სცილდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს.

დერიკ ჯონსი

09 ივლისი 2020, 18:21

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი დერიკ ჯონსი კორონავირუსისგან განიკურნა

23 წლის კალათბურთელი NBA-ს 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჯონსის მსგავსად, კორონავირუსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ხუთმა ვარსკვლავმა, ნიკოლა იოკიჩმა, მალკოლმ ბროგდონმა, ტორინ პრინსმა, დეანდრე ჯორდანმა და სპენსერ დინუიდიმ გადაიტანეს.

09 ივლისი 2020, 18:16

COVID19

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლებს არ დაუშვებენ

ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ღამის კლუბები დაიხურება, ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დაშვება აიკრძალება.

მალმიო

09 ივლისი 2020, 18:15

COVID19

ამერიკელი ეკონომისტის აზრით, პანდემიასთან ბრძოლის „შვედურმა მოდელმა“ არ გაამართლა

შვედეთის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინზე უარის თქმის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ New York Times-ს ამერიკელმა ეკონომისტმა, პეტერსონის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერმა ჯეიკობ კირკეგორმა განუცხადა.

სალომე სამადაშვილი

09 ივლისი 2020, 18:14

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს

„როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. არსებობს პარტიების ჯგუფი, რომლებთანაც ვმართავთ შესაბამის კონსულტაციებს და როდესაც დასრულდება, შედეგს აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

09 ივლისი 2020, 18:13

სპორტი

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და კალენდარი გამოაქვეყნა

საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ და ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა 2020-2021 წლების სეზონის დაწყების თარიღი და მთლიანი კალენდარი გამოაქვეყნა. გადაწყდა, რომ პრო დ2 სტარტს 4 სექტემბერს აიღებს, ხოლო ტოპ 14 მომდევნო დღეს დაიწყება. უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონი 5 ივნისს დასრულდება, პლეი-ოფები 12-ში დაიწყება, ფინალური მატჩი კი 26 ივნისს შედგება. პრო დ2-ის ფინალი 6 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება შვიდკაცას ჩემპიონატს, ის 27-28 თებერვალსაა ჩანიშნული.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 18:08

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მთავრობას ღვინის სექტორის განვითარების მკაფიო გეგმა აქვს

„დავინახეთ, რომ მხოლოდ ასეთ ტრადიციულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვები არ ანაცვლებს გაყიდვებს, რომლებიც დაიკეტა და ეს არ არის მხოლოდ ქართული ღვინის გამოწვევა. ჩვენ დავინახეთ, რომ იგივე პრობლემა აქვს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას. იქაც ჯერ ამუშავენ გეგმას და მკაფიო გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ადამიანის უფლებების საბჭო

09 ივლისი 2020, 18:03

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია საზოგადოებას სთხოვს, არ დარჩნენ გულგრილნი ძალადობის მიმართ

ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია ბოლო დროს მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორების თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი.

09 ივლისი 2020, 18:01

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე - „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“, ზეპირი მოსმენა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის და ღია მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

მიხეილ ყაველაშვილი

09 ივლისი 2020, 17:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია

„2016 წელს მიშა სააკაშილი აპირებდა ზღვით გადმოსვლას და საზოგადოებას მოუწოდებდა გაერთიანებისკენ და ის ჩაუდგებოდა სათავეში. ის არის ერთი, თვითმფრინავის ხმაზე გაქცეული, რომლესაც საკუთარი დაცვაც რომ ვერ ეწევა, ასეთი ადამიანი. ფაქტები ლაპარაკობს ამ ადამიანზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბელგრადი

09 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

ორდღიანი პროტესტების შემდეგ სერბეთში კომენდანტის საათის დაწესება გადაიფიქრეს

სერბეთის ეროვნულმა კრიზისულმა შტაბმა გადაწყვიტა, ბელგრადში 10-12 ივლისს კომენტანდის საათი აღარ გამოაცხადოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, ბელგრადში მხოლოდ ხალმხრავალი შეკრებები აიკრძალება.

გიგა ბოკერია

09 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

„ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. იმ პოლიტიკურ პარტიაში რას იზამს ეს მისი საქმეა. სხვა ოპოზიცური პარტია რას იზამს, ვინ იქნება მის წინა ან შუა ხაზზე ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

09 ივლისი 2020, 17:31

სპორტი

სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი „დინამო“ სოხუმი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

09 ივლისი 2020, 17:29

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 221 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 079 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 250 458-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 221 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 12 305-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 212 176 პაციენტი.