imedi /  25 მაისი 2020, 10:46 / სანდო წყარო

რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში

რეზო გაბრიჩიძე

რეზო გაბრიჩიძე

თერმოსკრინინგი, დისტანციის დაცვა, მაგიდების განლაგება, დეზინფექცია - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულება კაფე-ბარებსა და რესტორნებს მუშაობის გასაახლებლად მოუწევთ.

შეზღუდვები შეეხებათ როგორც მომხმარებლებს, ასევე კვების ობიექტების პერსონალსა და მათი მუშაობის პროცესს. „რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის“, რეზო გაბრიჩიძის განცხადებით, ღია სივრცეებში განთავსებულმა კვების ობიექტებმა შესაძლოა მუშაობა 8 ივნისიდან დაიწყონ.

„საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ გაიდლაინზე, რომლითაც პირველ ეტაპზე საუბარია ღია ტერასების გახსნაზე. გაიდლაინის მეორე ნაწილი ეხება დახურულ სივრცეებს. ველოდებით მთავრობის მწვანე შუქს, რომ რესტორნებმა მუშაობა დაიწყონ. პირველი ვერსიით ღია ტერასების გასახსნელად 8 ივნისია გამოცხადებული. თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება“, - განმარტა გაბრიჩიძემ.

რა წესების დაცვა მოუწევთ და რამდენად მზად არის ამისთვის ბიზნესი, ამის შესახებ რეზო გაბრიჩიძემ „იმედის დილაში“ ვრცლად ისაუბრა.

ყველა სიახლე

ჯეიმი ფოქსი
მაიკ ტაისონი

02 ივლისი 2020, 12:43

კულტურა

მაიკ ტაისონის ცხოვრებასა და კარიერაზე ფილმს გადაიღებენ

მაიკ ტაისონის ცხოვრებასა და კარიერაზე ფილმს გადაიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Digital Spy ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ ლეგენდარული მოკრივის როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს, რომელიც ოსკარის, გრემისა და ოქროს გლობუსის ლაურეატია. მთავარი რეჟისორი კი მარტინ სკორსეზე იქნება, რომელმაც 1980 წელს გადაღებულ დრამაში, სახელწოდებით „ცოფიანი ხარი“ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. გადაღებები უკვე დაწყებულია და სკორსეზეს ახალი ნამუშევარი ეკრანებზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მაიკ ტაისონმა კარიერის მანძილზე გამართული 56 შეხვედრიდან, 50 მოიგო და 6 წააგო.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 12:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. ხომ ძალიან კარგად დავინახეთ ყველამ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ამ შეთანხმების ერთგული და ეს გამოიხატა კიდეც კენჭისყრებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

02 ივლისი 2020, 12:32

სამართალი

პროკურორი: შალვა გოგოლაძემ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა

შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კრისტიან ურსე; გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გიორგი ვოლსკიმ ევროპელ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რომან გოცირიძე

02 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ითხოვენ 500 მეტრს, რასაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა თუკი ყველგან 500 მეტრი იქნება. ვერანაირი დაჟინებული მზერით კოორდინატორი გავლენას ვერავისზე მოახდენს. კოორდინატორების და ძალადობის გამოცდილება თვითონ ჰქონდათ, მეთვალყურეების ასეთი რაოდენობაა, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ. ეს მათ არ აწყობთ და მოგონილი ისტორიებით ცდილობენ საზოგადოება დაზაფრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

02 ივლისი 2020, 12:27

სამართალი

წყალტუბოში 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახალგაზრდა გოგო მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად სავარაუდოდ ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობდე მიყვანას გულისხმობს.

გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რამე რუსეთმა ან დესტრუქციულმა ოპოზიციამ

ასე რომ, არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რაიმე რუსეთმა, ან თუნდაც ამ დესტრუქციულმა ოპოზიციამ რაიმე გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

ივანე მაჭავარიანი

02 ივლისი 2020, 12:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს და მათი 1% იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ვასილ კაკოვინი

02 ივლისი 2020, 12:12

სპორტი

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა, მისი კონტრაქტი ერთწლიანია. კაკოვინი აქამდე რასინგის ღირსებას იცავდა. 30 წლის პირველხაზელის დამატება ბორდოს, ლიონს, მონპელიესა და პერპინიანს სურდათ, მაგრამ კაკოვინმა არჩევანი მაისში პარიზული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.კაკოვინთან ერთად სტად ფრანსემ არგენტინელი ფორვარდი მარკოს კრემერი წარადგინა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა. კრემერს უკვე 28 კეპი აქვს მოპოვებული. სტად ფრანსეს არგენტინელი გონსალო კესადა წვრთნის.

გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრა

02 ივლისი 2020, 12:12

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ

„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი პერტაია

02 ივლისი 2020, 12:12

ეკონომიკა

გიორგი პერტაია : საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ჯანდაცვის სექტორი არის ძლიერი

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრობს. პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საინვესტიციო გარემოს შექმნაზე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა. პერტაიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ეფექტურად მართა კრიზისი, ხოლო ჯანდაცვის სექტორი კი ძლიერია და ამ სახით კარგი პროდუქტუ გვაქვს მსოფლიოში გასაყიდად.

24 წლის შალვა გოგოლაძის სასამართლო

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

24 წლის ბრალდებულს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

24 წლის შალვა გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. თავად დაკავებული შალვა გოგოლაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. ბრალდების განმარტებით, არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულს აქვს მეზობელ ქვეყნებთან შემხებლობა და დატოვებდა ქვეყანას.

02 ივლისი 2020, 12:05

სამართალი

შსს-მ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით

სომხეთი

02 ივლისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 593 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 26 658 შემთვევა დადასტურდა. განიკურნა - 15 036. აქედან, უკანასკნელ დღეებში - 473 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სომხეთში გუშინ კორონავირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა.

მიხეილ სააკაშვილი

02 ივლისი 2020, 12:02

მსოფლიო

სააკაშვილი: უკრაინაში საპროცესო შეთანხმებები უნდა შემოვიღოთ - საქართველოს ბიუჯეტში ამ გზით $2 მილიარდი დავაბრუნეთ

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის საგადასახადო, სასამართლო და საბაჟო სისტემები რეფორმირებას საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთი კორონავირუსი

02 ივლისი 2020, 12:00

მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 660 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 661 165-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

02 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ: I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას; II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა; III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს.

სვეტისლავ პეშიჩი

02 ივლისი 2020, 11:50

სპორტი

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ბასკონიასთან" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, „ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 70 წლის სერბს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ხელმძღვანელებმა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაუწყვიტეს.

გიგი უგულავა

02 ივლისი 2020, 11:47

პოლიტიკა

გიგი უგულავა სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა

„ხულოშიც, ქედაშიც, შუახევშიც, სოფლებში ერთი და იგივე პრობლემაა. ერთი - ვითომ რაღაცები არის გაკეთებული, სინამდვილეში მილები და წყლის სისტემები არის მოპარული. ფურცელზე ვითომ გაკეთებულია, მილიონებია დახარჯული, ხალხი წუხს, მაგრამ ფაქტია რომ სადაც არ უნდა მიხვიდე პრაქტიკულად ყველგან არის წყლის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს ფურცელზე მოაგვარა. სინამდვილეში ყვავის კორუფცია“, - განაცხადა უგულავამ.

02 ივლისი 2020, 11:43

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.