25 მაისი 2020, 11:04 / სანდო წყარო

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად, უსაფრთხო და ძლიერ ფლოტში, სადაც სრულიად დაცულია მეზღვაურის შრომითი უფლებები.

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1 300-ზე მეტი გემი დაცურავს. 2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2020, 11:31

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის 4 ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა დეფაქტო პარლამენტის 4 დეპუტატს ირჩევს. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მანდატი დატოვა ასლან ბჟანიამ. სადეპუტატო მანდატის დატოვება მოუხდათ ალექსანდრ ანქვაბს, დიმიტრი დბარსა და იური ხაგუშსაც. ანქვაბი ამჟამად ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, დბარი შსს მინისტრია, ხაგუში კი- გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

თეა გოდოლაძე

12 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე: გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვირის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში, მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ თეა გოდოლაძემ თქვა.

რონალდინიო

12 ივლისი 2020, 11:15

მსოფლიო

რონალდინიო შინაპატიმრობაში დარჩება

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail იტყობინება. რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის ტერიტორიაზე ყალბი პასპორტებით შესვლის მცდელობისთვის 7 მარტს დააპატიმრეს.

12 ივლისი 2020, 11:14

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

12 ივლისი 2020, 11:05

სპორტი

„იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ შეხვედრა ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც „იუვენტუსმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და დუვან საპატას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

12 ივლისი 2020, 10:53

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყო. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2020, 10:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნიღბით საჯაროდ პირველად გამოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

12 ივლისი 2020, 10:39

რეგიონი

თელავში საქმიანი ეზო მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, მოსახლეობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბოიკო ბორისოვი

12 ივლისი 2020, 10:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი გადადგომას არ აპირებს

მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ბოიკო ბორისოვის თქმით, ხელისუფლებიდან ის იმ პასუხისმგებლობის გამო არ წავა, რაც ქვეყნის წინაშე აკისრია, - ამის შესახებ მან განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივ ჩართვისას გააკეთა. საპროტესტო გამოსვლები სოფიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ პრეზიდენტ რადევის თანაშემწეების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მათი ოფისები გაჩხრიკა. რადევის მომხრეები პრემიერსა და მთავარ პროკურორს ოლიგარქთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

12 ივლისი 2020, 10:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.

12 ივლისი 2020, 09:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 21 ინფიცირებული გარდაიცვალა

​​​​​​​ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 016 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 211 981 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 344 ადამიანი, 193 217-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

12 ივლისი 2020, 09:58

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 09:46

პოლიტიკა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი უპირისპირდებიან. 28 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში, ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი– 43%-ის.

მიხეილ ჩხენკელი

12 ივლისი 2020, 09:35

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა.

იშაკ მოსტეფუი

12 ივლისი 2020, 09:29

მსოფლიო

სირიის ციხეში ISIS-ის ბრიტანელი მხარდამჭერი პირველად გარდაიცვალა

​​​​​​​ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გასულ წელს ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა, სირიაში, ქალაქ ელ-ჰასაქაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ის ISIS-ის პირველი ბრიტანელი მხარდამჭერია, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების პატიმრობაში გარდაიცვალა.

12 ივლისი 2020, 09:15

რეგიონი

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს

აჭარას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში დიეგო კოლასი სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა და რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო.

12 ივლისი 2020, 09:08

მსოფლიო

4-თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში Walt Disney World-ის გასართობი პარკი გაიხსნა

​​​​​​​მსოფლიოში უმსხვილესმა გასართობმა ცენტრმა, Walt Disney World-მა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობი პარკი გახსნა. ვიზიტორებისთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება და უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვა.

ამიტაბ ბაჩანი

12 ივლისი 2020, 08:51

COVID19

ბოლივუდის ვარსკვლავს, ამიტაბჰ ბაჩანს კორონავირუსი დაუდგინდა

​​​​​​​ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდოელ მსახიობს, ამიტაბჰ ბაჩანს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა. მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, აბჰიშეკ ბაჩანმაც twitter-ზე გამოაქვეყნა, რომ მასაც დაუდგინდა კორონავირუსი.

12 ივლისი 2020, 08:35

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 4 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

12 ივლისი 2020, 08:19

მსოფლიო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ერდოღანს მოუწოდებს, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გააუქმოს

​​​​​​​ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს. საბჭოს მიერ თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას, წინააღმდეგობას გამოიწვევს.