25 მაისი 2020, 14:30 / სანდო წყარო

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დროშის დარბაზი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნება. დარბაზში შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები უკვე გამოფინეს.

„ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი (დროშა ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა), რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია. ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზისთვის ეროვნული დროშის სახელის მინიჭებას თავისი წინაპირობა აქვს.

2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, სადაც ახალი დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. 2004 წელს პარლამენტმა სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად. განახლებული დარბაზი, რომელიც სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიხსნება“ - წერია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

მირიან ნიკოლაძე

14 ივლისი 2020, 19:48

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი შსს-ში იმყოფება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფება. ნიკოლაძის განცხადებით, ის უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის მისული.

ირაკლი კობახიძე

14 ივლისი 2020, 19:46

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 19:43

პოლიტიკა

არასაპარლამენტო პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა დღეს დასრულდა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.

კიკვიძის პარკი

14 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

ნაძალადევში რეაბილიტირებული ე.წ კიკვიძის პარკი გაიხსნა

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დაესწრო. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული აუთვისებელი ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, წყალსარინების, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

თბილისის საკრებულო

14 ივლისი 2020, 19:26

ეკონომიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შემოსავლების და ხარჯვით ნაწილში მცირდება. ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს.

14 ივლისი 2020, 19:26

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ივლისი 2020, 19:20

COVID19

აფრიკის კონტინენტზე კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აფრიკის კონტინენტზე დადასტურებული კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა 610 ათასს მიაღწია. ახალი კორონავირუსით ინფიცრების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გასულ კვირაში გადააჭარბა.

ჯეიმს აპატურაი

14 ივლისი 2020, 19:13

მსოფლიო

ჯეიმს აპატურაი ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას სომხეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივ საზღვარზე, რომელშიც ჩართულია მძიმე შეიარაღება და რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ვუერთდებით მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეების მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მიიღონ აუცილებელი ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის“, - წერს აპატურაი.

კანიე უესტი

14 ივლისი 2020, 19:04

კულტურა

კანიე უესტმა დედის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, დედის ხსოვნას ახალი ტრეკი სახელწოდებით Donda მიუძღვნა. სიმღერა 12 ივლისს გახდა საჯარო. ამ დღეს რეპარის დედას დონდა უესტს 71 წელი შეუსრულდებოდა. კანიე უესტის დედა 2007 წელს პლასტიკური ოპერაციის შედეგად დაიღუპა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატო-საქართველოს კომისიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაწესების აუცილებლობა აღინიშნა

„ნატო-საქართველოს კომისიაზე განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და ბოლო ინციდენტს - საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ქვეყნების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

14 ივლისი 2020, 18:51

მსოფლიო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება დაიწყო.

14 ივლისი 2020, 18:49

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა დასრულა. დღეს საბჭომ ორ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს წევრებს კანდიდატებთან შეკითხვები ჰქონდათ, როგორც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად საკითხებზე.

ლევან კობერიძე

14 ივლისი 2020, 18:48

პოლიტიკა

ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე უკრაინას პრობლემებს შეუქმნის

„მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, - აღნიშნა კობერიძემ.

14 ივლისი 2020, 18:42

კულტურა

ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს.

14 ივლისი 2020, 18:40

საზოგადოება

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირების აკრძალვას პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა. „შრომის კოდექსში“ შესატანმა ცვლილებებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 18:39

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, რომ ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე და საქართველოს პრობლემატიკაზე

აუცილებელია ევროპარლამენტი მუდმივად იყოს ფოკუსირებული ჩვენს რეგიონზე, საქართველოს პრობლემატიკაზე, რადგან ევროპარლამენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაითვალისწინონ თავიანთი პარლამენტარების მოწოდებები და ეს შემდგომ საკანონმდებლოდან აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ითარგნოს პრაქტიკულ განზომილებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 ივლისი 2020, 18:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ადრე დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

„ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არ ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

14 ივლისი 2020, 18:30

რეგიონი

აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

აჭარაში, ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული სტანდარტების სასტუმროებში დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 180-მდე სასტუმრომ გაიარა. მათ შორისაა, როგორც ბრენდული და მაღალი კლასის, ასევე დაბალბიუჯეტიანი და მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები.

14 ივლისი 2020, 18:29

COVID19

Reuters: ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს

ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივლისი 2020, 18:22

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსი 340-მდე ადამიანს დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 339 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 32 490 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 581 ადამიანი, 20 729-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.